x
image
არჩილ ვერულიძე
"ჰეროსტრატეს დიდება"

image

ჰეროსტრატე (ძველი ბერძნული Ἡρόστρατος)- ეფესოს ახალგაზრდა მკვიდრი, რომელმაც ცეცხლი წაუკიდა არტემიდას ტაძარს თავის ქალაქში ძვ. წ. 356 წლის 21 ივლისს. როგორც ახალგაზრდამ წამების დროს აღიარა, ეს მან გააკეთა, იმითვის რათა მისი სახელი თაობიდან თაობას გადასცემოდა და დარჩენილიყო შთამომავალთა მახსოვრობაში. განაჩენი სიკვდილით დასჯა, და როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა - ბრძანება მისი სრული დავიწყების შესახებ.


მაგრამ ძველი ბერძენი ისტორიკოსი თეოპომპოსი, რომელიც ჰეროსტრატეს დანაშაულის შესახებ მოგვითხრობს, მის სახელს ინახავდა ჩვენთვის. მოგვიანებით თეოპომპოსის ფრაგმენტულად შემორჩენილი ნაშრობები საფუძველი გახდა შემდგომი ისტორიკოსების (სტრაბონი, Aulus Helius, ვალერი, მაქსიმი), ) ნაშრომისთვის, რომლებიც ასევე საუბრობდნენ არტემიდას ტაძრის დაწვაზე და შესაბამისად, თავად დამნაშავეზე. ამრიგად, ჰეროსტრატემ მიაღწია თავის მიზანს: მან მიიღო უკვდავი, თუმცა სამარცხვინო დიდება - ჰეროსტრატეს დიდება.

დამწვარი ტაძრის ადგილზე ამ ქალაქის მკვიდრებმა ააშენეს ეფესოელი არტემიდას ახალი ტაძარი, რომელიც შემდეგ გახდა „მსოფლიოს საოცრებათაგან" ერთ-ერთი. ამან მაინც ვერ იხსნა ტაძარი, მე-III საუკუნეში იგი გაძარცვეს გოთებმა, ხოლო მე- IV საუკუნეში ქრისტიანებმა დახურეს წარმართული კულტების აკრძალვის გამო და დაანგრიეს.



ბრძანებამ „ჰეროსტრატეს დავიწყება“ გამოიწვია ისტორიაში ალბათ პირველი ცნობილი "სტრეიზანდის ეფექტი" - ფენომენი, რომ გარკვეული ინფორმაციის დამალვის, განადგურების მცდელობა მხოლოდ მის ფართო გავრცობას იწვევს.


გამოთქმა "ჰეროსტრატეს დიდება" გახდა ფრთიანი ფრაზა, რაც ნიშნავს მარადიული სირცხვილის ტოლ დიდებას; ადამიანის სამარცხვინო დიდება, რომელიც ცნობილი გახდა მხოლოდ სხვების მიერ შექმნილის განადგურებით. ეს გამოთქმა არსებობს სხვადასხვა ვერსიასა და ფრაზებში: "ჰეროსტრატეს დიდება", "ჰეროსტრატეს დაფნა", "ჰეროსტრატეს დაფნის შეკვრა"



0
160
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0