x
image
არჩილ ვერულიძე
ღირს თუ არა ტონზილების (გლანდები) მოცილება.
image

ტონზილების (გლანდები) ძირითადი ფუნქცია არის დამცავი. ისინი მონაწილეობენ სისხლის ფორმირებასა და ნივთიერებათა ცვლაში. თუ ტონზილების ქსოვილში შევიყვანთ საღებავს, რადმენიმე ხნის შემდეგ იგი გავრცელდება მრავალ ორგანოსა და ქსოვილში: გულში, ფილტვებში და საკვერცხეებშიც კი, რაც მიუთითებს მათ მნიშვნელოვან როლზე სხეულის განვითარებასა და ფუნქციონირებაში. დღეს დადასტურებულია, რომ ქრონიკული ტონზილიტის დროს მამაკაცებში არსებობს პოტენციის პრობლემები, ქალებში - მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

ტონზილს შეუძლია გაუმკლავდეს საკვების ალერგიას მრავალ პროდუქტზე. ნიუ-იორკის ონკოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ადამიანები რომელთაც მოცილებული აქვთ ტონზილები, სამმაგად დაუცველნი არიან კიბოს დაავადების წინაშე.


პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს ტონზილების ხანგრძლივი ანთების (ქრონიკული ტონზილიტი) ქირურგიული მკურნალობის მკაფიო, სპეციფიკური მითითებები. არსებობს სამი მეთოდი:



1. ქრონიკული ტონზილიტი არის ტონზილების გარეთ პათოლოგიური პროცესების მიზეზი. დღეს დადასტურებულია, რომ ასზე მეტი დაავადება ასოცირდება ქრონიკულ ტონზილიტთან. ეს არის, ყველაზე ხშირად, გულისა და სახსრების რევმატიული დაავადებები, თირკმელების სერიოზული დაზიანება.


2. ანთების გავრცელება ტონზინების მიღმა, ე.წ. პარატონზილური აბსცესი. ტოზილების გარშემო მყოფ კანს აქვს სახიფათო გაგრძელება, რადგან მიდის გულსა და ფილტვებს შორის არსებულ ორგანოთა კომპლექსში. თუ აქ ჩირქოვანი პროცესი გავრცელდა, ექიმი ცალსახად გირჩევთ ქირურგიულ ჩარევას.


3. თუ კონსერვატიული მკურნალობის რეგულარული კურსები არაეფექტურია. რეგულარობა ნიშნავს, რომ პაციენტს მკურნალობენ არა ორ წელიწადში ერთხელ, არამედ ყოველწლიურად ის გადის ქრონიკული ტონზილიტის სრული მკურნალობის ორ კურსს, მათ შორის ფიზიოთერაპიას, აღდგენით მკურნალობას და ტონზილების გამორეცხვას. ამავე დროს, კურსებს შორის აშკარა გაუმჯობესება არ ხდება. გაამახვილეთ ყურადღება: 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ტონზილების მოცილების ოპერაცია რეკომენდებულია მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზეზების გამო. ძალიან დიდი ზომის ტონზილების მქონე ბავშვთა უმეტესობაში ისინი ასაკის მატებასთან ერთად პატარავდებიან.


რა ოპერაციები არსებობს


ნორმალური ტონზილი მდებარეობს ყელში რბილი სასის ნიშში. რამდენიმე "ანგინის" შემთხვევის გადატანის შედეგად, როდესაც ქრონიკული ტონზილიტი წარმოიშობა, ტონზილები უბრალოდ ეკვრის ყელს მკვრივი ნაწიბუროვანი ქსოვილით, რაც ართულებს ქირურგიულ ჩარევას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტონზილის ზომა არ არის ოპერაციის მთავარი მიზეზი, თუ ისინი ხელს არ უშლიან პაციენტს სუნთქვაში. ტონზილების მოცილების რამდენიმე მეთოდი არსებობს.


სკალპელი - ნაწიბურის ქსოვილი იჭრება, ტონზილებს იღებენ რბილი სასის ნიშადან. მაგრამ ეს ოპერაცია საშიშია ძლიერი სისხლდენის გამო.


გალვანოკაუტერი - ძველად სისხლდენის შემცირების აუცილებლობის გამო, გაჩნდა ტონზილების სრული მოწვის მეთოდი. მას იყენებდა იბნ სინა. დღეს გავარვარებული ჯოხი ჩაანაცვლდა მოწყობილობით, რომელიც ჰგავს "ბავშვის ხელსაწყოს ამოწვისვის" გალვანოკაუტერით.


კრიოქირურგია - ან "სიცივით განადგურება" ტონზილები ცივდება თხევადი აზოტით -196 გრადუს ტემპერატურამდე, რაც იწვევს ქსოვილების ნეკროზზს. ზედიზედ სამი, ოთხი პროცედურა იწვევს მათ სრულ გაუჩინარებას.


მაღალი ინტენსივობის ულტრაბგერითი ან რადიოტალღები - არსებობს ორი ძირითადი ვარიანტი: CO- ლაზერები და ბოჭკოვანი ოპტიკა. CO- ლაზერი ჯერ მოითხოვს გარკვეული სიღრმის კრატერის ჩაწვას თვით ტონზილებში, რომლის მეშვეობითაც, ფაქტობრივად, ხდება მათი განადგურება. ბოჭკოვანი ლაზერები მძლავრ სინათლეს აწვდიან სპეციალური ბოჭკოს საშუალებით, რომელიც სქელ სათევზაო ძუას წააგავს. იგი შედის ტონზილში და წვავს მას.


რა მეთოდი უნდა აირჩიოს პაციენტმა



ეს დამოკიდებულია პაციენტისა და ქირურგის გადაწყვეტილებაზე. მაგრამ რაც უფრო სრულყოფილია მეთოდი, მით უფრო ძვირია და დაზღვევა ხშირად მხოლოდ სკალპელის საშუალებას იძლევა


ყველა მეთოდს აქვს იგივე უარყოფითი მხარეები. არ აქვს მნიშვნელობა რა მეთოდით ჩატარდა ოპერაცია, წარმოიქმნება მკვდარი ქსოვილი - პაციენტის დიდი პრობლემების წყარო. სანამ იგი შეშუპებულია პაციენტი გრძნობს ყელის მწვავე ტკივილს, პირში კი უსიამოვნო სუნი აქვს. ეს პერიოდი სამ კვირამდე გრძელდება.


ტონზილების სრულად მოცილება ყოველთვის აუცილებელი არ არის



ტონზილების სრულად მოცილების შემთხვევაში იზრდება ქვედა სასუნთქი გზების ინფექცისს რისკი. ე. ი. ბრონქიტი და ტრაქეიტი. ორი წლის განმავლობაში, ოპერაციის შემდეგ, მზად უნდა იყოთ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციითვის. სხვა მოსაზრება ეხება ბავშვებს. ჩვენი იმუნური სისტემა, ინფექციებთან კონტაქტის დროს, ასწავლის იმუნიტეტს რომ სწორად მოახდინოს რეაგირება დაავადების გამომწვევ ორგანიზმებზე. ტონზილების მოცილება ბავშვობაში არასასურველია, ეს სხეულს ხდის ნაკლებად დაცულს პათოგენური მიკროორგანიზმებისგან.

გარდა ამისა, ჩნდება გონივრული კითხვა:რატომ უნდა განადგურდეს ტონზილები მთლიანად, თუ მხოლოდ მისი ნაწილი დაზარალდა და არ არის ჩირქოვანი აბსცესი? ამ კითხვაზე პასუხი იყო ოპერაცია ტონზილის ლაკუნების ბუნებრივი დრენაჟის გასაუმჯობესებლად. მათი მიზანია კონსერვატიული თერაპია აქციონ უფრო ეფექტურად, რაც მაქსიმალურად ზრდის მედიკამენტების შეღწევას ინფექციის წყაროსთან. შემოთავაზებულია ორი მეთოდი: ტონზილოტომია და ლაკუნოტომია.

ტონზილოტომიის დროს, ტონზილის ნაწილს უბრალოდ ჭრიან. ეს მეთოდი სავსეა სტრესით ორგანიზმისთვის და, შედეგად, ტონზილიტის ძლიერი გამწვავებით. ამიტომ, დღეს ეს მეთოდი პრაქტიკულად არ გამოიყენება კარგ კლინიკებში, რჩება ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიის არსენალში ჰიპერტროფიული ტონზილების გამო, ხვრინვის სამკურნალოდ. ასეთ ოპერაციაზე დათანხმება არ ღირს.

აი აკუნოტომიას აქვს რამდენიმე ვარიანტი, რაც დამოკიდებულია გამოყენებულ აღჭურვილობაზე. ისინი უკვე ნაცნობია: გალვანოკაუტერი, ულტრაბგერითი, რადიოტალღები და ლაზერი. თუმცა, მეთოდის არჩევა არც ისე ადვილია.თუ ტონზილის უმეტესი ნაწილი დავაადებულია ანთებითი პროცესით, მაშინ ოპტიკური ლაზერის გამოყენება ღირს. რადიოტალღები და ულტრაბგერითი კარგია იმ შემთხვევაში, თუ კონსერვატიული თერაპია არ დაეხმარება, მაგრამ დაზიანებები ჯერ არ გამხდარა ბოჭკოვანი - ასეთი შემთხვევები უმეტესობას შეადგენს. თუ ტოლზინების შიგნითა ქსოვილი ჯანსაღია, მაშინ სასურველია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ლაზერის ყველაზე თანამედროვე ვერსია - ჰოლმიუმის ლაზერი.ის ანადგურებს მხოლოდ დაავადებულ ქსოვილებს ნორმალურზე ზემოქმედების გარეშე. ეს მეთოდი საუკეთესოა ყველა ვარიანტისთვის, მაგრამ ამასთანავე ყველაზე ძვირიცაა.


0
373
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0