x
მეტი
  • 29.11.2021
  • სტატია:115223
  • ვიდეო:352758
  • სურათი:489182
ქართული ანბანის საიდუმლო და კავშირი შუმერულთან - "წარმოდენაც არ გვაქვს, რომ ისინი შუმერულია"
image
„აზიგ“ — უკურნებელი სენის დემონი შუმერულში; სვანურში „მაზიგ“ ჭირი და ტკივილია;
„აქადი“ — შუმერულად მაცდუნებელი, სვანურად „აცდენს“, მქადნე კი მაცდუნებელს ნიშნავს;
„არურუ“ — შუმერულად დემონი, სვანურში კი დემონის განსადევნელი უძველესი შელოცვის დასაწყისი;
„ბაბა“ — შუმერული ღმერთი, სვანურად — პაპა;
„გათ-უმდუგი“ — ქალღმერთი შუმერში, სვანურში „უმდაგ“ — ჩაუმქრალი, უკვდავი;
„დალი“ შუმერში ავდრისა და ჭექა-ქუხილის ღმერთი, სვანეთში კი — ნადირობის ქალღმერთი;
„დი“ — შუმერულშიცა და სვანურშიც ნიშნავს დედას;
„ენლილე“ — შუმერთა ღმერთი, სვანური სიმღერა „ლილეო“ — მზის სადიდებელი;
„ირმინი“ — ქალღმერთი შუმერში, სვანურად „ირინი“ — „ნათდება“;
„ლუგალ“ — მმართველი, მეფე შუმერში, სვანურად „ლუქალ“ — ქებულს, დიდებულს.
„ლამარი“ — ქალი ღვთაება შუმერში, „ლამარია“ სვანურად — ღვთისმშობელი.
„ლაგაშ“ — შუმერში ადგილის სახელწოდება, სვანურად „ლაგაშ“ — ფეხის დასადგამი ადგილი;
„მარ“ ან „მარუმ“ — შუმერულად ნიშნავს ვაჟიშვილს, „მარე“ სვანურად ნიშნავს კაცს;
„ნამთარი“ — შუმერულში ბედისწერის მაუწყებელი, სვანურად კი იგივეა, რაც წინასწარმეტყველი.
„ქალ“ ან „ქალ-ლა“ — შუმერულად ნიშნავს ფასდაუდებელს, „ლ-ქალ“ სვანურადაც ფასდაუდებელია;
„უთუ“ — შუმერთა მზის ღმერთი, სვანურად „ათუ“ — ცხელი.
არა მხოლოდ სვანურში, უშუალოდ ქართულ ენაშიც მრავლად მოიძებნება შუმერული სიტყვები, რომელთაც სისტემატურად ვიყენებთ და წარმოდენაც არ გვაქვს, რომ ისინი შუმერულია. რაც ყველაზე მთავარია, ამ სიტყვებს შუმერულშიც და ქართულშიც ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს.
სიმბოლო ბორჯღალიც შუმერულია და ისევე, როგორც ჩვენთვის, შუმერებისთვისაც მზის უძველესი ნიშანია. და თუ შუმერთა მზის ნიშანი ძველი წელთაღრიცხვით IV ათასწლეულით თარიღდება, ქვემო ქართლში, ამირანის გორაზე აღმოჩენილ თიხის ჭურჭელი, რომელზეც არის კიდეც აღბეჭდილი ბორჯღალი, ძველი წელთაღრიცხვით III ათასწლეულის დასაწყისშია შექმნილი...
ქალდეველების დიდი ნაწილი დაიძრა მესოპოტამიიდან რომელიც, გაიყო ორად, ერთი ნაწილი წავიდა ჩრდილო აფრიკის მიმართულებით და საბოლოოდ დასახლდა სპანიაში (იბერია), მეორე ნაწილი ამოდის - ბრუნდება ანატოლია - საქართველოში. პირველი ქართველი იბერიელი, ვისაც ვიცნობთ იყო ფარნავაზი, მან მთებში დაასახლა თავისი მხედრობა.
ქართული ანბანი _ რომლის საფუძველზედაც ფარნავაზმა „განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“ - საიდან მოიტანა ეს ანბანი ფარნავაზმა ასე უცბად? ურიელ ქალდეველებმა (იბრ-იბერ-ივერიელი), როგორც, ვიცით გაასაიდუმლოეს თავისი ცოდნა და შექმნეს რიცხვთა წიგნი, რომლის გაშიფრვა და წაკითხვა შეეძლოთ მხოლოდ მათ. ეს ცოდნა ჰქონდა დიდ პატრიარქს აბრაამსაც და მის შთამომავლებს მოსემდე, მოსე შეგნებულად არ გადასცემს ამ ცოდნას თავის ხალხს და ეს ცოდნა იკარგება, თუმცა ამ ცოდნას (ნაწილობრივ) ებრაელი ხალხი ეცნობა ბაბილონის ტყვეობის დროს და ქმნის კაბალას, მათ შორის რიცხვთა კაბალას.
ქართული ანბანი არის ქურუმთა ანბანი, მაგრამ, ეს ქურუმები ვინ იყვნენ და რა ცოდნა ჰქონდა ქართველ ქურუმებს ისეთი, რომ უნდა გაესაიდუმლოებინათ ან სად დაიკარგა ის ცოდნა - უცნობია. იქნებ იმ ურიელ ქალდეველ-იბრ-იბერიელ-ივერიელების შექმნილ და ამოტანილ შიფრ-ანბანზე ვლაპარაკობთ დღეს, როგორც იდუმალებით მოსილ ქართულ-იბერიულ ანბანზე ...
5
1197
5-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
1197
  
2020, 6 სექტემბერი, 21:52
ური (შუმ. ???????????? URIM2Ki ან ???????????? URIM5KI Urim, აქად. Uru) იყო ძველი შუმერის მნიშვნელოვანი ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც მდებარეობდა თანამედროვე ერაყში თელ ელ-მუქაიარის (Tell el-Muqayyar) ბორცვზე. თელ ნიშნავს "ბორცვს" ან "გორაკს" და მუქაიარი ნიშნავს "ბიტუმით (ასფალტი) ნაგებს". ერთ დროს ზღვისპირა ქალაქი ამჟამად საკმაოდ დაშორებულია სანაპიროს და განლაგებულია ევფრატის მარჯვენა ნაპირზე ქალაქ ნასირიადან (Nasiriyah) 16 კმ დაშორებით.

ქალაქის მფარველი ღმერთი იყო ნანა, მთვარის ღვთაება და ქალაქის სახელწოდებაც მისი სახელიდან URIM2KI, (კლასიკური შუმერული გამოთქმით LAK -32.UNUGKI, სიტყვასიტყვით: "ნანას (LAK-32) საცხოვრისი (UNUG)").

ქალაქში გამოიჩევა ურის დიდი ზიქურათი, რომელიც იყო ნანას ტაძარი. ზიქურათი გაითხარა 1930 წელს. ტაძარი აშენდა ძვ. წ-აღ. 21-ე საუკუნეში ურ-ნამუს მეფობის დროს, ხოლო ძვ. წ-აღ. მე-6-ე საუკუნეში გადაკეთებულ იქნა ნაბონიდუსის მიერ. ნანგრევები მოიცავს ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 1200 მ-ს და 800 მ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ, მიწის თანამედროვე ზედაპირიდან 20 მ-თაა აზიდული.
2020, 6 სექტემბერი, 21:52
ბევრს ვერც ის წარმოუდგენია, რომ ნაბუქოდონოსორის მიერ ოტებული ურიანი არაფერ კავშირში არ არიან ებრაელებთან და ისინი შუმერული ქალაქ-სახელმწიფოს, ურის მაცხოვრებელინი, ურიები არიან......
2020, 6 სექტემბერი, 21:49
აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსა ზრახვიდეს. ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხუნი ნათესავნი ქართლსა შინა, მაშინ ქართველთა-ცა დაუტევეს ენა სომხური და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული.
ეს ყველაფერი ზოგიერთისთვის მიუღებელია, რამეთუ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ უნდა ყოფილიყო ქართველთა ენა სომხური?! ძალიან მარტივად-----სომხები, ჰაოსის შთამომავლები არანაირ კავშირში არ არიან ამჟამად იქ მაცხოვრებელ არამიანებთან. არამიანები ამ ტერიტორიაზე გამოჩნდნენ ჩ.წ.აღ. მე-6 საუკუნეში და დიდი ბრძოლების შემდეგ დაიკავეს ტერიტორია რომელზეც ჰაოსის შთამომავლები, სომხები, ისტორიაში პონტოელი ქალდების სახელით ცნობილი მოგმა ცხოვრობდა და რომელიც ერთ-ერთ ქართულ ენაზე, სავარაუდოდ სვანურად ლაპარაკობდა......
2020, 6 სექტემბერი, 21:44
პირველად ვაჴსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა - ამათ თჳსთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძის-წული იაფეთისი, ძისა ნოესი. და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი. და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს ბაბილონს გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი და განიბნინეს მუნით ყოველსა ქუეყანასა. და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავით-ურთ მისით, და დაემკჳდრა ორთა მათ მთათა შუა კაც-შეუვალთა, არარატსა და მასისსა. და იყო ნათესავი მისი დიდი და ურიცხჳ, რამეთუ ესხნეს ცოლ-მრავალ ძენი და ასულნი, და შვილნი და შვილის-შვილნი ძეთა და ასულთა მისთანი, რამეთუ ცხოვნდა იგი ექუსას წელ. და ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა.

ხოლო ქუეყანა იგი, რომელი წილით ხდომოდა, ესე არს საზღვარი ქუეყანისა მისისა: აღმოსავლით ზღუა გურგენისა, დასავლით ზღუა პონტოსა, და სამხრით ზღუა ორეთისა, და ჩრდილოთ მთა კავკასია.

ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა ქართლოს, მესამესა ბარდოს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკ, მეექუსესა ჰეროს, მეშვიდესა კავკას, მერვესა ეგროს. ესე რვანი იყვნეს გმირნი. ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმჴნითა.
....................................................................................................................................................................................................................................................და გამოჴდეს ამას შინა ჟამნი მრავალნი. მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქჳან ზანავი. და რომელი ქუეყანა აქუნდა მათ ხარკითა, აწ ჰქჳან ხერკ ხარკისა მისთჳს................................................................................................
აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსა ზრახვიდეს.
2020, 6 სექტემბერი, 14:57
საინტერესო იყო ,
0 1 5