x
image
არჩილ ვერულიძე
"ოქროს ქალღმერთის" თავგადასავლები.
image

1930 წელს პარიზელმა იუველირმა აბელ ლეფლერმა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, ჟიულ რიმეს ბრძანებით, დაამზადა თასი, რომელიც უნდა გადაეცათ მსოფლიო ჩემპიონტის გამარჯვებულებისათვის.

თასი ძველი ბერძნული გაბარჯვების ქალღმერთის ნიკეს ქანდაკებას წარმოადგენდა, თასით ხელში.

პრიზი ჩამოსხმული იყო სუფთა ოქროსგან და იწონიდა 1 კგ 800 გრ (ონიქსის ფუძით - 4 კგ). "ოქროს ქალღმერთის" ბედი ძალიან დრამატულად განვითარდა.


ურუგვაელები მსოფლიოს პირველი ჩემპიონები გახდნენ 1930 წელს, შემდეგ კი იტალიელებმა ორჯერ მოიგეს (1934 და 1938 წლებში). მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ ამ ქვეყანაში მდებარეობდა თასი. იგი ინახებოდა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ლიდერის, ოტორინო ბარასის სახლში.

ნაცისტები ნადირობდნენ ღირებულ პრიზზე და არაერთხელ გაჩხრიკეს ბარასის სახლი, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ალბათ იმიტომ, რომ თასი მეტად მოულოდნელ ადგილას ინახებოდა - საწოლის ქვეშ, ძველ ჩექმაში.

1946 წელს იტალიელმა ოქროს ქალღმერთი გადასცა ფიფას პრეზიდენტს.


20 წლის შემდეგ, ფეხბურთის თასს ახალი თავგადასავალი გადახდა. 1966 წელს ფეხბურთის სამშობლოში - ინგლისში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი. პრიზი გამოიფინა ლონდონში, ვესტმინსტერის სასახლის ერთ-ერთ დარბაზში, სადაც იმ დროს საერთაშორისო ფილატელისტური გამოფენა ტარდებოდა. 20 მარტს ოქროს ქალღმერთი მოულოდნელად გაქრა.

საუკეთესო ინგლისელი დეტექტივები წარუმატებლად ცდილობდნენ მსოფლიო ფეხბურთის მთავარი პრიზის პოვნას.მაგრამ, მოულოდნელად, იგი იპოვა ჩვეულებრივმა ძაღლმა, სახელად "პიკლზი"

ძაღლის პატრონმა დევიდ კორბეტმა, თავისი შინაური ცხოველი საღამოს ბაღში გაასეირნა. მოულოდნელად ძაღლი ბუჩქის ქვეშ შევარდა და მიწის გათხრა დაიწყო. როდესაც პატრონი უფრო ახლოს მივიდა, დაინახა პაკეტი, რომელშიც იყო "ოქროს ქალღმერთი" აღმოჩენა პოლიციას გადაეცა და ძაღლი მყისიერად გახდა ცნობილი მთელი მსოფლიოსთვის. მან მიიღო მთავარი როლი ფილმში "მეძებარი ცივი ცხვირით" ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ მას სამახსოვრო მედალი გადასცა. გარდა ამისა, პატრონს უფლება მიეცა თავის ცხოველთან ერთად დასწრებოდა საფეხბურთო მატჩებს, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში მკაცრად იკრძალებოდა ძაღლების სტადიონზე შესვლა.

1970 წელს ბრაზილიელები მესამედ გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები და მიიღეს პრიზი მარადიული შენახვისთვის. მაგრამ "ოქროს ქალღმერთის" უბედური შემთხვევების" რიცხვი ამით არ დასრულებულა. 1983 წლის 19 – დან 20 დეკემბრის ღამეს, რიო დე ჟანეიროში, ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის შენობიდან თასი მოიპარეს. ორმა მძარცველმა გათოკა დარაჯი და გახსნა სეიფი, სადაც ინახებოდა თასი.

გამტაცებლებს დღემდე უშედეგოდ ეძებენ. სავარაუდოა, რომ პრიზი ოქროს ზოდებად გადაადნეს. ბრაზილიაში კი ოქროს ქალღმერთის ასლი ინახება.


მსოფლიო თასი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონებს გადაეცემა, შეიქმნა 1971 წელს. დედამიწის სფეროს ფორმის პრიზი იტალიელმა ოსტატმა სილვიო გაზზანიგამ დაამზადა. იგი ასევე სუფთა ოქროსია და ხუთ კილოგრამს იწონის.

0
107
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0