x
მეტი
  • 17.01.2022
  • სტატია:116265
  • ვიდეო:353081
  • სურათი:490134
გამომწვევი სალმა ჰაიეკი
image

სალმა ჰაიეკი (ესპ. Salma Valgarma Hayek Jiménez-Pinault; დ. 2 სექტემბერი 1966, კოაცაკოალკოსი, მექსიკა) — მექსიკელი კინომსახიობი და პროდიუსერი. იგი მექსიკელთაგან ჰოლივუდის ყველაზე წარმატებული მსახიობია კარმენ მირანდას შემდეგ. სალმა ჰაიეკი 2002 წელს ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის ფილმში „ფრიდა“.

სალმა ჰაიეკი დაიბადა ქალაქ კოაცაკოალკოსში. დედამისი, დიანა ხიმემენეს მედინა, ესპანური წარმოშობის ოპერის მომღერალია, ხოლო მამამისი, სამი ჰაიეკ დომინგესი, ნავთობის კომპანიის ხელმძღვანელი, ლიბანური წარმოშობისაა, რომელიც ერთხანს ქალაქ კოაცაკოალკოსის მერად არჩევის კენჭისყრაშიც კი მონაწილეობდა.image

სალმა ჰაიეკი იზრდებოდა საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. 12 წლის ასაკში სასწავლებლად მიავლინეს გოგონებისათვის განკუთვნილ კათოლიკურ სკოლა-ინტერნატში ლუიზიანაში. აქ ყოფნის დროს სალმას დაუსვეს დიაგნოზი — დისლექსია. სკოლიდან წასვლის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო ყოფაქცევის უარყოფითი დახასიათებით, სალმა ჰაიეკი გარკვეული დროით დაბრუნდა მექსიკაში, საიდანაც სულ მალე თავის ნათესავთან აშშ-ში, ჰიუსტონში გადავიდა საცხოვრებლად. შემდეგ მან ჩააბარა იბეროამერიკულ ინსტიტუტში, სადაც სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებზე.


imageimage


23 წლის ასაკში სალმა ჰაიეკმა როლი მიიღო მექსიკურ ტელენოველაში „ტერეზა“ (1989). ამ სერიალის ხარჯზე მოიპოვა ეროვნული ვარსკვლავის სტატუსი. მოგვიანებით, 1994 წელს ითამაშა მექსიკურ ფილმში „ხეივნის საოცრება“. ამ როლისთვის მიენიჭა მექსიკის კინოპრემია „არიელის ჯილდო“. ამერიკის შეერთებულ შტატებში სალმა ჰაიეკი როგორც ემიგრანტი გამოჩნდა. 1991 წელს დასახლდა ლოს-ანჟელესში, სადაც შეუდგა სამსახიობო ხელობის შესწავლას სტელა ადლერთან.

0
499
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
499
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0