x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
როგორ ებრძოდნენ სსრ კავშირში უსაქმურებს

1982 წელს, უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ იური ანდროპოვმა გენერალური მდივნის თანამდებობა (პრეზიდენტის პოსტი სსრ კავშირში) დაიკავა... და ქვეყნის მართვა, «უსაქმურებთან» (ადამიანები, რომლებიც სამუშაოს აცდენდნენ) ბრძოლით დაიწყო. ამასთან, ამაში შესაბამისი ორგანოები, ანუ მილიცია ჩართო.

სამუშაო საათებშჲ, მაღაზიებში, კინო-თეატრებში, სკოლებში და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილებში, მილიციის რეიდები დაიწყო...


image


კომპარტიის გენერალური მდივნის პოსტზე ანდროპოვის მმართველობა ყველაზე ხანმოკლე იყო — ის ამ თანამდებობაზე, დაახლოებით, 15 თვის მანძილზე იყო და ეს პერიოდი, საბჭოთა მოქალაქეების ერთ ნაწილს იმით დაამახსოვრდა, რომ მაღაზიებში უცხოელი მომღერლების ფირფიტები გამოჩნდა, რომელიც მანამდე, იმ მოტივით, რომ იდეოლოგიერად «არასწორედ» ითვლებოდა, აკრძალული იყო. იმავე პერიოდში, გამოჩნდა, არსებულათან შედარებით, იაფიანი არაყი. განსხვავება, ფასებს შორის, 60 კაპიკი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ არაყთან ერთად, მაგ., 2 პურის ან თევზის კონსერვის და პურის ყიდვაც შეიძლებოდა. მადლიერმა რუსმა ხალხმა, საბჭოთა ლიდერის საპატივცემულოდ, მას «ანდროპოვკა» დაარქვა. მაგრქმ, ყველაზე მეტად, «ანდროპოვის ეპოქა», რომელიც 1982-1984 წლებში იყო, საბჭოთა მოქალაქეებს სამუშაი დისციპლინის გამკაცრებით დაამახსოვრდათ.


«დილა მშვიდობისა, სამუშაოზე რატომ არა ხართ»?


ანდროპოვის მმართველობის დროს, ასეთი კითხვის მოსმენა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისგან, ჩვეულებრივი მოვლენა იყო — მილიცია სამუშაო საათებში, ქუჩაში გასულ მოქალაქეებს საბუთებს უმოწმებდა და ინტერესდებოდა, თუ რა მიზეზით არ იყვნენ აღნიშნული პირები სამუშაოზე. ისინი ადგენდნენ კანონის დამრღვევების სიებს, რომელშიც მოზრდილებთან ერთად, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტებიც ხვდებოდნენ. ამის შემდეგ, იმ საწარმოოს, თუ სასწავლებლის ხელმძღვანელებს, სადაც დამრღვევები ირიცხებოდნენ, მილიციისგან წერილები ეგზავნებოდათ, მათთან აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების, სამუშაოს ან სწავლის გაცდენის მიზეზის ახსნის მოთხოვნით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიდ ქალაქებში, სამართალდამცავებთან ერთად, ქუჩაში ე. წ. «დრუჟინიკებიც» პატრულირებდნენ, რომლებიც სხვადასხვა პროფესიის პირები იყვნენ. მათ მორიგეობის დღეები, მივლინებად უფორმდებოდათ და ხელფასი უნაზღაურდებოდათ.


image



რისთვის ტარდებოდა ასეთი ღონისძიებები?


ამ კითხვაზე პასუხის გასაგებად, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, თუ როგირი ადამიანი იყო იური ანდროპოვი. ის, 1967-1982 წლებში, სსრ კავშირის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ისტორიკოსები და ექსპერტები მას, როგორც ღრმად განსწავლულ და საქმეში კარგად ჩახედულ პროფესიონალს ახასიათებენ, რომელმაც მშვენივრად იცოდა, თუ როგორ მდგომარეიბაში იყო ქვეყანა. გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშნიდან სულ მალე, ანდროპოვმა განაცხადა, რომ გარდაქმნების განხორციელების დრო დადგა და რომ ბრეჟნევის «უძრაობის» პერიოდის შემდეგ, ქვეყნას «შენჯღრევა» ესაჭიროებოდა.



რა შედეგი მოჰყვა სამუშაი დისციპლინის გამკაცრებას?


«უსაქმურებთან ბრძოლა», იმ პერიოდში დაგეგმილი, ეკონომიკური რეფორმის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო. აღნიშნული ღონისძიების გარდა, სერიოზულად გაამკაცრეს კორუფციასთან და სავაჭრო სფეროში დარღვევებთან ბრძოლის ზომები. ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად იმის გარკვევა, რა შედეგი გამოიღო შრომითი დისციპლინინის გამკაცრებამ, რთულია.

ანდროპოვი მოითხოვდა, სამამულო წარმოების მეტად განვითარებას და უცხოეთიდან ექსპორტის შემცირებას. მისი აზრით, საბჭოთა საქონელი კონკურენტუნარიანი უნდა ყოფილიყო და მაღაზიებში მხოლოდ ადგილობრივი პროდუქტი უნდა გაყიდულიყო. მის მიერ გატარებული რეფორმების შედეგი კი ასეთი იყო: 1983 წელს, ქვეყანაში სახალხო მეურნეობის ნაწარმის მოცულობის 6 % ზრდა დაფიქსირდა.


1984 წლის თებერვალში ანდროპოვი გარდაიცვალა და მას შემდეგ, სსრ კავშირის ხელმძღვანელობას «შრომის დისციპლინის» რადიკალური გამკაცრებისთვის აღარ მიუმართავს.

imageimageimage

* სტალინი: როგორი «პირადი თავისუფლება» შეიძლება ჰქონდეს უმუშევარს, რომელიც მშიერი დადის?

* რას და როგორ უწევდნენ რეკლამას სსრ კავშირში
* საბჭოთა «კოშმარები» ...და აღარავინ თქვას, «რა ქვეყანა დაანგრიესო!»
* სსრ კავშირის დაშლის რეალური მიზეზი

* ნ. ხრუშჩოვის ცოდვები და გასაიდუმლოებული ისტორიული თარიღი


0
658
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
658
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0