x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"თამარის ვაი ბებიაა, მივწერე კიდეც იუდა ხარ მეთქი, ორმოცზეც კი ვერ მოვიდა" - თეონა თამაზაშვილი

image


23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი გოგონას ბებიის, რიტა ზურაბიშვილის "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც ზურაბიშვილმა ბაჩანა ლობჟანიძეს, ადვოკატის მიხეილ რამიშვილისა და ნიკა გვარამიას მიერ შექმნილი პიროვნება უწოდა. გარდაცვლილის ბებიის თქმით სინამდვილეში თამარს არა ბაჩანა, არამედ თავისი უფროსი მოსწონდა. ინტერვიუში რიტა ზურაბიშვილმა ასევე ისიც განაცხადა რომ ის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს არ ენდობა: "რიტა ზურაბაშვილი თამარის ვაი ბებიაა. დედაჩემის დაა, მაგრამ ხომ იცით, ერთი მახინჯი ყველა გვარში გამოერევაო. თვითონ გაყიდა ჩემი შვილი 30 ვერცხლად და მივწერე კიდეც, იუდა ხარ მეთქი. ორმოცზეც კი ვერ მოვიდა, რადგან მოსასვლელი პირი არ ჰქონდა."- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.





0
269
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
269