x
მეტი
  • 26.10.2021
  • სტატია:115250
  • ვიდეო:354174
  • სურათი:489063
"ერთმა ხევსურმა უნივერსიტეტში წასულ შვილს უთხრა ... "
image
“ ერთმა ხევსურმა უნივერსიტეტში წასულ შვილს უთხრა:
-კაცობა არ შეგეშალოს! მეგობარი იცოდე, მისი ჭირი და ლხინი გაიზიარეო.
ამ საქმეს გადაყვა მამის დამჯერე ვაჟი და გასარიცხად დაუდგა საქმე.
მაშინდელმა რექტორმა, ნიკო კეცხოველმა, ბიჭი სახლში გაუშვა, მამა ჩამომიყვანეო. მამამ საქმეები მოიმიზეზა, და შვილს წერილი გამოატანა.
ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, რექტორმა სტუდენტი აუდიტორიაში გაუშვა, და თან გააფრთხილა: თუ სადმე წასვლა დაგჭირდეს მე გამაგებინე, და ლექციები ტყუილად არ გააცდინოო.
ფურცლის ნაგლეჯზე კი ეწერა: 'ხმალი ასალესად გამოგიგზავნე, უკან დაჟანგულს რად მიგზავნი, სწავლულო კაცო'-ო?"...
ნიკო კეცხოველის მოგონებებიდან
0
1271
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
1271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0