x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
რაჭის კოტეჯში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველი ალაპარაკდა - ახალი დეტალები
image


რაჭაში, ტრაგიკულად მოკლულ ლასო აბუთიძისმკვლელობის დეტალებზე სოციალურ ქსელში მანანა ავსაჯანიშვილი წერს. ის დასთან და მეგობრებთან ერთად იმ კოტეჯში ისვენებდა, სადაც მკვლელობა მოხდა…


მანანა ავსაჯანიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით, იმ ადამიანებს პასუხობს, ვინც ამბობს, რომ სხვა მამაკაცებით შეწუხებულმა გოგონებმა დახმარებისთვის ლასო აბუთიძეს საშველად დაუძახეს. ის ამბობს, რომ ლასო კოტეჯში საქმეზე მივიდა, რა დროსაც მუშებსა და მას შორის დაპირისპირება დაიწყო.



„ვი­ზი­ა­რებ ლასო აბუ­თი­ძის ოჯა­ხის და ახ­ლობ­ლე­ბის მწუ­ხა­რე­ბას! სა­ში­ნე­ლი ტრგე­დია დატ­რი­ალ­და, ჩემ­თვის და ჩემი მე­გობ­რე­ბის­თვის მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა ეს იქ­ნე­ბა უდი­დე­სი და გა­უ­ნე­ლე­ბე­ლი ტკი­ვი­ლი. გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და ფაქ­ტი, რომ თით­ქოს­და კო­ტე­ჯის დამ­სვე­ნე­ბელ­მა გო­გო­ნებ­მა და­სახ­მა­რებ­ლად კო­ტე­ჯის მე­სა­კუთ­რეს და­უ­რე­კეს.



მე ვარ ერთ-ერთი იმ გო­გო­თა­გა­ნი და ამ­დე­ნი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის და ბუ­ლინ­გის შემ­დეგ ამ პოსტს ვწერ მათ­თვის, ვი­საც სი­მარ­თლე აინ­ტე­რე­სებს! ეს იყო ჩვენ­თვის, ოთხი­ვეს­თვის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი დღე!


არ გვი­სა­უბ­რია იმი­ტომ, რომ ვგლო­ვობთ, იმი­ტომ რომ ამ უმ­ძი­მეს­მა ტრა­გა­დი­ამ გაგ­ვა­ნად­გუ­რა და ეხ­ლაც ძლივს ვუყ­რი სათ­ქმელს თავს, კი­დევ უფრო მეტ ლან­ძღვას ავი­ტან­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, ოღონდ ის ადა­მი­ა­ნი ცო­ცხა­ლი იყოს...


სი­მარ­თლე კი მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში: არ­ცერთ ჩვენ­განს არ დაგ­ვი­რე­კავს და­სახ­მა­რებ­ლად კო­ტე­ჯის მე­სა­კუთ­რის­თვის. იმ უბე­დუ­რი წუ­თე­ბის დროს, ლასო აბუ­თი­ძე ჩვენ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, რად­გან ტე­ლე­ვი­ზო­რის სა­დე­ნი ამო­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც ერთი სა­ა­თის წინ წა­ი­ღო. თავ­დამ­სხმე­ლე­ბი უკვე წა­სუ­ლე­ბი მობ­რუნ­დნენ უკან და და­უ­ძა­ხეს ლა­სოს გა­რეთ...


და­ი­წყო კონ­ფლი­კტი. კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ოთხი­ვე ჩვენ­გა­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დით გვე­მოქ­მე­და უს­წრა­ფე­სად, ჩემ­მა დამ 112-ში და­რე­კა კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე. მე­დეა ცი­რა­მუ­ამ ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბის დროს შე­ბო­ჭი­ლი ლა­სოს თავ­დამ­სხმე­ლე­ბის­გან დაც­ვა ფი­ზი­კუ­რად სცა­და, რის გა­მოც ერთ-ერ­თმა მკვლელ­მა სცე­მა და თმე­ბით ით­რია, მთე­ლი კონ­ფლიქ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ვყვი­რო­დით, ვკი­ო­დით და შვე­ლას ვი­თხოვ­დით, თუმ­ცა უშე­დე­გოდ...


მშვე­ლე­ლი არ­სა­ი­დან ჩან­და, გვე­მუქ­რე­ბოდ­ნენ და ფი­ზი­კუ­რად გვერ­ჩოდ­ნენ ჩვენც, პი­რა­დად მე ბო­ლოს მე­ზო­ბელ სახ­ლში შევ­ვარ­დი და იმ მყოფ მა­მა­კა­ცებს ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა.... მათი დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლით ლა­სოს მკვლე­ლე­ბის­გან გა­მოგ­ლე­ჯა...


სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მოს­ვლამ­დე ჩვე­ნი ძა­ლე­ბით მისი სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ვცდი­ლობ­დით.არა­ვის, სა­ერ­თოდ არა­ვის ვუ­სურ­ვებ იმა­ვეს გა­მოვ­ლას! ვერ­ცერ­თი სი­ტყვა ვერ აღ­წერს იმ წუ­თე­ბის სიმ­ძი­მეს! ბოლო წუ­თამ­დე გვჯე­რო­და, რომ გა­დარ­ჩე­ბო­და! სა­ში­ნე­ლე­ბაა იმა­ზე ფიქ­რი, რომ ეს სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ბიჭი აღარ არის! ვი­ზი­ა­რებ ოჯა­ხის უმ­ძი­მეს ტრგე­დი­ას და მწუ­ხა­რე­ბას!" - წერს ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი.


ინფორმაციისთვის, 23 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 29 წლის ლასო აბუთიძე მოკლეს. გარდაცვლილი სახლთან ახლოს გაგუდული იპოვეს. შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

0
221
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0