x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ვარსკვლავები, რომელთა ასაკიც გაგაოცებთ

image


ყველა ქალი ოცნებობს იდეალური ფორმების შენარჩუნებას 50, თუნდაც 60 წლის ასაკში, რაც დამეთანხმებით, რომ არც ისე იოლია! თუმცა, არაერთი ცნობილი მსახიობი და მოდელი ახერხებს ჯანსაღი კვებისა და რეგულარული ვარჯიშის წყალობით გასაოცარი შედეგის მიღწევას. ეს ულამაზესი და მომხიბვლელი ქალბატონები საკუთარ მაგალითზე უკვე მერამდენედ ამტკიცებენ რომ მათთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია.





ჯენიფერ ლოპესი, 51 წლის


image


ერთ - ერთ ინტერვიუში ჯენიფერმა აღიარა: "კვების მხრივ, თავს არასდროს ვიზღუდავ, თუმცა ვისწავლე, რომ აუცილებელია მუდამ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. მაგალითად, მე ყოველთვის თან მაქვს ჯანმრთელი ხემსი - ხილისა ან ბოსტნეულის სახით."




ჯენიფერ ენისტონი, 51 წლის


image


ჯენიფერ ენისტონი თვლის, რომ იდეალური ფორმების შესანარჩუნებლად მთავარი - სწორი კვებაა, რომლის გარეშეც, სერიალ "მეგობრების" ვარსკვლავის აზრით, შეუძლებელია ადამიანს მოხდენილი სხეული, სრულყოფილი კანი და ჯანმრთელი ორგანიზმი ჰქონდეს.




კაილი მინოუგი, 52 წლის


image


კაილიმ ერთხელ ჟურნალისტებთან გულწრფელად აღიარა, რომ სპორტი - მისთვის როგორც ასეთი არ არსებობს, ხოლო აი, ფორმის შენარჩუნებას კი, ცნობილი ავსტრალიელი მომღერალი გაგიკვირდებათ და, სხეულისთვის განკუთვნილი, სპეციალური კოსმეტიკური საშუალებით ცდილობს.




ჰოლი ბერი, 54 წლის


image


23 წლის ასაკში ექიმებმა მსახიობს დიაბეტი დაუდგინეს, რის შემდეგაც მან კვების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა: "როდესაც აღმოაჩენ, რომ დიაბეტით ხარ დაავადებული, მაშინვე იწყებ საკუთარი თავის კონტროლს: რას და როდის ჭამ, რამდენი გძინავს ან რამდენს იწონი (ჩემ შემთხვევაში სახიფათო სხეულის გამოფიტვა და არა სიმსუქნე იყო) ამგვარად, გინდა - არ გინდა საკუთარ თავზე უფრო მეტად ფიქრობ."




სინდი კროუფორდი, 54 წლის



image


90-იანი წლების ერთ - ერთ ყველაზე ცნობილ და მომხიბვლელ სუპერმოდელ სინდი კროუფორდის მიაჩნია, რომ იყო ლამაზი - ეს ძალიან რთული და საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რომელზეც ადამიანმა მთელი ცხოვრება უნდა იმუშაოს.





ელიზაბეტ ჰარლი, 55 წლის


image


პოპულარულ მსახიობს ელიზაბეტ ჰარლის იდეალური ფორმების შენარჩუნებაში, გაგიკვირდებათ და, შინაური ცხოველი ეხმარება, რომელსაც ის ყოველ დილით სანაპიროზე ასეირნებს.




ელ მაქფერსონი, 56 წლის


image


მსოფლიოში ყველაზე გრძელფეხება მოდელის მთავარი მოტივაცია - სიმშვიდის, ბედნიერების, სიძლიერისა და ჯანმრთელობის განცდაა. სწორედ ეს ყოველივე ეხმარება ცნობილ ავსტრალიელ სუპერმოდელს საკუთარი კვების რაციონის კონტროლში.





შერონ სტოუნი, 62 წლის


image


"სერიოზულად არასდროს მიფიქრია ლამაზი ვარ თუ არა, მაგრამ ერთი ჯადოსნური ხრიკი კი ვიცი - შემიძლია მიმზიდველობის ილუზია შევქმნა, როდესაც ქალი ოთახში შედის, დამსწრეები არა მის სილამაზეზე რეაგირებენ, არამედ მის ძალასა და ენერგიაზე, რომელსაც ის ასხივებს." - აცხადებს "ძირითადი ინსტინქტის" ვარსკვლავი, შეუდარებელი შერონ სტოუნი.






კრისტი ბრინკლი, 66 წლის


image


ბრინკლი თვლის, რომ ქალი ლამაზი არა გარშემომყოფებისთვის, არამედ პირველ რიგში, საკუთარი კომფორტისთვის უნდა იყოს. "დაიმახსოვრეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არის ის, რომ - საკუთარს თავს ჯანმრთელობა აჩუქოთ."





ჯეინ სეიმური, 69 წლის


image


ჯეინ სეიმურის მთავარი პრინციპი - საკვების მცირე ულუფაა. საკუთარ თავს უარს ნურაფერზე ეტყვით, მაგრამ იკვებეთ ზომიერად, გვირჩევს ცნობილი ბრიტანელი მსახიობი და ბონდის გოგოს უბადლო შემსრულებელი ფილმში "იცოცხლე და აცადე სიკვდილი" ჯეინ სეიმური.







0
561
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
561