x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
" ეს არის შოკისმომგვრელი" - ისრაელში არასრულწლოვანი გოგონა 30 კაცმა გააუპატიურა
image




ისრაელის პოლიცია იძიებაში 16 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურების ფაქტს. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუ ინციდენტს უწოდებს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ.- იუწყება ტელეკომპანია "360" ისრაელის მედიაზე დაყრდნობით.




The Times of Israel- ის ცნობით, აგვისტოს დასაწყისში, არასრულწლოვანი გოგონა მეგობრებთან ერთად ჩავიდა ისრაელის კურორტ ქალაქ ეილატში, სადაც დაბინავდნენ ადგილობრივ სასტუმრო "ჰა-იამ ჰა-ადომში". 12 აგვისტოს საღამოს, ახალგაზრდები მეგობრებთან ერთად დასალევად წავიდნენ, შემდეგ კი სასტუმროში დაბრუნდნენ.




ამის შემდეგ, როგორც მედია წერს, გოგონა ოთახის აბაზანაში გააუპატიურა რამდენიმე კაცმა. ერთ-ერთი ეჭვმიტანილის თქმით ისინი 30 იყვნენ. ასევე, ვრცელდება, რომ მოძალადეები ყველაფერს იღებდნენ მობილური ტელეფონით. გაზეთის ცნობით, თავად გოგონამ გაუპატიურების შესახებ პოლიციას ორი დღის შემდეგ აცნობა.





გავრცელებულია ინფორმაცია, რომ პოლიციამ შეძლო დაეკავებინა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც აღმოჩნდა 27 წლის ახალგაზრდა ჩრდილოეთ ისრაელიდან. მედიის ცნობით, სავარაუდოდ, თავდასხმის ვიდეო იპოვეს მის ტელეფონში, მაგრამ ის უარყოფს ინციდენტში მონაწილეობას. ამავდროულად, ახალგაზრდამ თქვა, რომ 30-ზე მეტ მამაკაცს ჰქონდა სქესობრივი კავშირი გოგონასთან და მისი თქმით, ყველაფერი მოხდა მისი თანხმობით.





პოლიციის სპიკერმა ერან ცამირმა განაცხადა, რომ არსებობს ეჭვმიტანილის გაუპატიურების და თანამონაწილეობის ფაქტები, რის გამოც ის პატიმრობაში დატოვეს. პოლიციამ დააკავა მეორე ეჭვმიტანილი, 27 წლის ჰადერის მაცხოვრებელი.- წერს "The Times of Israel"




ისრაელის ხელისუფლებამ რეაგირება მოახდინეს მედიაში გავრცელებულ ინციდენტთან დაკავშირებით. კერძოდ, პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას უწოდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.




"ეს არის შოკისმომგვრელი. სხვა სიტყვა არ არსებობს. ეს არ არის მხოლოდ დანაშაული გოგოს წინააღმდეგ. ეს არის დანაშაული თავად კაცობრიობის წინააღმდეგ. იგი იმსახურებს ყოველგვარ დაგმობას და დამნაშაავები უნდა დაისაჯონ მთელი პასუხისმგებელობით."- დაწერა ნეთანიაჰუმ Twitter- ის გვერდზე.




გარდა ამისა, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბი აშკენაზი მოუწოდა პოლიციის დროზე გამოიძიონ ფაქტი. მან დაამატა, რომ ყველამ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, თუ რად უნდა მოხდარიყო ასეთი რამ ქვეყანაში. ვითარებაზე რეაგირება მოახდინა თავდაცვის მინისტრმა ბენ განცმაც და თქვა, რომ მან ვერ აცნობიერებს მოძალადეების ქცევას.

0
666
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
666
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0