x
მეტი
  • 21.01.2022
  • სტატია:116348
  • ვიდეო:353102
  • სურათი:490186
«მარსზე სიცოცხლე არსებობს და ჩვენ ამის შესახებ დიდი ხანია ვიცით» – განაცხადა NASA-ს მეცნიერმა

მას დუმილი აღარ შეეძლო: NASA-ს მეცნიერი ირწმუნება, რომ მარსზე სიცოცხლე, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 70-იან წლებში აღმოაჩინეს.

არსებობს, თუ არა, სიცოცხლე დედამიწის მიღმა? — ჩვენ უკვე რა ხანია ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ვცდილობთ: ვეძებთ წყლის კვალს მზის სისტემის სხვა პლანეტებზე და მათ თანამგზავრებზე; ვეძებთ სხვა ვარსკვლავების სისტემებში პლანეტებს, რომლებზეც, შესაძლოა, სიცოცხლის ისეთივე ფორმები არსებობდეს, როგორიც დედამიწაზეა...


image

თუმცა, აქამდე, მთავარი «ეჭვმიტანილი» მაინც მარსია. წითელი პლანეტა თავს ხშირად გვახსენებს, მასზე არსებული გაყინული წყლის და დამშრალი მარილიანი ტბის აუზების გამო. მასზე სიცოცხლის არსებობის პირდაპირი კვალი, ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის. მაგრამ, ამ განცხადებას არ ეთანხმება «მარსზე სიცოცხლის ფორმების არსებობის შესწავლის, «ვიკინგის» აპარატის მისიის» ხელმძღვანელი გილბერტ ლევინი.

ის რომ მარსზე სიცოცხლე არის, ამერიკელმა მეცნიერმა მსოფლიო საზოგადოებას Scientific American ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიკაციით ამცნო: «მარსზე სიცოცხლე არის და ჩვენ მასზე დაკვირვებას 1976 წლიდან ვაწარმოებთ» — განაცხდა ლევინმა.


მისია «ვიკინგები»


მარსის კვლევის და მის ზედაპირზე სიცოცხლის ფორმების პოვნის ისტორია, გასული საუკუნის 60-იანი წლების შუა პერიოდიდან დაიწყო. პირველი უპილოტო აპარატები წითელ პლანეტაზე, «ვიკინგი - 1» და «ვიკინგი - 2», NASA-მ 1975 წ. აგვისტოში და სექტემბერში გაუშვა და 11 თვიანი ფრენის შემდეგ, ორივე მარსის ორბიტაზე გავიდა და პლანეტის ზედაპირზე წარმატებული დაჯდომა განახორციელა. «ვიკინგებმა» იქ Labeled Release, Viking LR-ის სიცოცხლის მოსაძებნი მოწყობილობა ჩაიტანეს.


imageავტომატური სადგურის «ვიკინგი -1»-ის მიერ, 1976 წლის 20 ივლისს გამოგზავნილი პირველი ფოტოსურათი, რომლის კუთხეში აპარატიის დასაჯდომი საყრდენი ჩანს. ავტორი: «Roel van der Hoorn (Van der Hoorn)» - Own work based on an image in the NASA Viking image archive and File:First photograph ever taken from the surface of Mars.jpg,


პასტერის ექსპერიმენტი მარსზე


ეს ექსპერიმენტი, იმ ექსპერიმენტის ანალოგიური იყო, რომელიც 1864 წ. ფრანგმა მიკრობიოლოგმა ლუი პასტერმა ჩაატარა: მან ნუტრიენტებიანი (საკვები ნივთიერებებ) ბულიონი აადუღა, ნახევარი სტერილურ ქილაში მოათავსა და ჰერმეტულად მოხუფა, ხოლო მეორე ნახევარი — თავღია კოლბაში ჩაასხა. რამდენიმე დღის შემდეგაც კი, ქილაში მოთავსებულ სითხეში ცვლილება არ შეინიშნებოდა. სამაგიეროდ, კოლბაში სიცოცხლე «დუღდა» — ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მასში მიკროორგანიზმები გაჩნდნენ, რაც იმის მტკიცებულება იყო, რომ ცოცხალი ორგანიზმები, სტერილურ გარემოში, მხოლოდ სხვა ცოცხალი ორგანიზმების გავლენით ჩნდებიან.


image«ვიკინგი-2»-ის მიერ გამოგზავნილი, მარსი პირველი ფერადი ფოტოსურათი.


შენიშვნა: დღეს, იმის დასადგენად, ვარგისია, თუ არა წყალი სასმელად, იგივე ექსპერიმენტს იყენებენ. რაც აღნიშნული ტესტის მაღალეფექტურობაზე მეტყველებს.

«ვიკინგმა» მარსზე ისეთი შემადგენლობის ბულიონი ჩაიტანა, რომლის მეშვეობით, პლანეტაზე უმნიშვნელო რაოდენობის მიკრობების არსებობის აღმოჩენაც კი შესაძლებელი იქნებოდა.



imageგილბერტ ლევინი


ხოლო, მასზე ჩატარებული ექსპერიმენტი, ისევე დასრულდა, როგორც მისიის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ, ანალოგიური ექსპერიმენტები დედამიწაზე:

«LR»-მა მარსზე, 5 საკონტროლო ტესტიდან, 4 შემთხვევაში, დადებითი პასუხი დააფიქსირა», – განაცხადა გ. ლევინა.


სიცოცხლე მარსზე: სიმართლე, თუ იმიტაცია?


თუმცა, მეორეს მხრივ, მოლეკულარული ანალიზის ცდები, რომლებსაც მარსზე ორგანული მატერიის არსებობის უფრო მყარი მტკიცებულება უნდა დაეფიქსირებინა, უშედეგოდ დასრულდა — ვერაფერი იპოვეს. «ამის გამო, – წერს ლევინი, – NASA იმ დასკვნამდე მივიდა, რომ «LR»-მა ისეთი რამ აღმოაჩინა, რაც სიცოცხლის იმიტირებას აკეთებდა. მაგრამ, სიცოცხლე არ იყო». ლევინის მტკიცებით, მას შემდეგ, NASA ორიენტირებულა არა სიცოცხლის მოძებნაზე, არამედ პლანეტაზე, ისეთი გარემოს აღმოჩენაზე, რომელიც წარსულში, დედამიწის მსგავსი იქნებოდა.

როგორც მეცნიერი აღნიშნავს, «ვიკინგი LR»-ის მიერ წარმოდგენილი ტესტის შედეგების გარდა, მარსზე სიცოცხლის არსებონის სხვა მტკიცებულებებიც არსებობს: მაგ., იმ მასალებს შორის, რომელიც სხვადასხვა მისიების დროს იყო შეგროვებული, არის ნიმუშები, რომლებიც საკმარისი რაოდენობის წყალს შეიცავს საიმისოდ, რომ მიკროორგანიზმებმა არსებობა შეძლონ. ზოგიერთ ნიმუშში კი, ორგანული ნაერთებია აღმოჩენილი.

«გარდა ამისა, ლაბორატორიული კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ დედამწის ზოგიერთ მიკროორგანიზმს, მარსზე ცხოვრება შეუძლია!» — აცხადებს მეცნიერი.

და მაინც, არის, თუ არა სიცოცხლე მარსზე? — ამ და მარსთან დაკავშირებულ სხვა კითხვებს პასუხს NASA-ს ახალი მისია გასცემს. რაკეტა - Atlas V («ატლასი-5»)-მა, რომელმაც წითელ პლანეტაზე მარსმავალი Perseverance (შეუპოვარი) უნდა ჩაიტანოს, სტარტი ამა წლის 13 აგვისტოს აიღო და მარსის ზედაპირზე აპარატი მომავალი წლის 18 თებერვალს დაჯდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარსზე მისიის განხორციელებას კიდევ 2 ქვეყანა: ჩინეთი და არაბთა გაერთიანებული ემირატები (საამიროები) გეგმავს.


imageმარსმავალი Perseverance


ჩვენ კი, სულ ცოტა უნდა მოვითმინოთ, რომ კაცობრიობის მარადიულ კითხვაზე, — არის, თუ არა, სიცოცხლე მარსზე? — პასუხი მივიღოთ.

imageimageimage* თუ მარსზე სიცოცხლე არის, ის მიწისქვეშეთში იქნება – აცხადებენ ასტრობიოლოგები
* მზის სისტემის სხვა პლანეტებზე ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული ცივილიზაციები არსებობდა
* წყალქვეშა ნავები და მფრინავი ობიექტები ძველ მსოფლიოში

* ჩვენი წარსულის წარმოუდგენელი საიდუმლო

* 12 000 წლის მიწისქვეშა გვირაბები – უძველესი გზა თურქეთიდან შოტლანდიამდე

0
1313
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0