x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მაკა ზამბახიძემ დედოფლისწყაროში ახალი მუსიკალური კლიპი გადაიღო (ვიდეო)
image


ცნობილმა მომღერალმა მაკა ზამბახიძემ მაცაცო სებისკვერაძის ახალი სიმღერა ჩაწერა. კომპოზიციის სახელწოდებაა „მე ახლა მინდა გიყვარდე“. მომღერალმა ახლახან „იუთუბზე“ ულამაზესი კლიპი ატვირთა, რომელიც სწორედ ამ სიმღერაზეა გადაღებული. როგორც ირკვევა, მუსიკალური კლიპი გადაღებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე. ეს სოფელი მაკა ზამბახიძის მეუღლის, მიხეილ ჩოხელის მშობლიური კუთხეა. სწორედ ამიტომ ის დედოფლისწყაროს ხშირად სტუმრობს, განსაკუთრებით კი პანდემიის დროს.


მაკა ზამბავიძემ სოციალურ ქსელში დაწერა:


„მე ახლა მინდა გიყვარდე”. მადლობა მაცაცო სებისკვერაძეს ამ ლამაზი სიმღერისთვის❤️მადლობა დავით გერსამია, რომ მანდე ეს სიმღერა❤️ტექსტი დოდო გვიშიანი❤️არანჟირების ავტორი: ბორიკო შხიანი და „ბრავო სტუდია“❤️და უღრმესი მადლობა ჩემს გიორგის Estat Faf ვიდეორგოლისთვის❤️დაუღალავი შრომისთვის! გადაღებულია #სოფელიქედი. მადლობა გვერდში დგომისთვის მიხეილ ჩოხელს❤️p.s ეს ჩემი ახალი YouTube გვერდია“.




ცნობილი მომღერალი მაკა ზამბახიძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ „იურმალას“ კონკურსზე გამარჯვების შემდეგ გაიცნო, 2018 წელს დედოფლისწყაროელების რძალი გახდა. ვახო ჭუმბურიძესთან დაშორების შემდეგ მალევე გავრცელდა ხმები, რომ მაკას ცხოვრებაში ახალი მამაკაცი გამოჩნდა. მომღერალი ამ ფაქტს დიდხანს მალავდა და არც მის ვინაობას ამჟღავნებდა. თუმცა, ბოლოს მაინც გაჟონა ინფორმაციამ, რომ ამჯერად მისი რჩეული სპორტსმენი, მოჭიდავე მიშო ჩოხელი გახდა. ახლახან მაკამ მეუღლის სურათები საჯაროდ პირველად გამოაქვეყნა.



.imageმიხეილ (მიშო) ჩოხელი 1992 წლის 7 აპრილს დედოფლისწყაროში დაიბადა და გაიზარდა. ის სოფელ ზემო ქედიდანაა და საშუალო განათლებაც ამ სოფელში, ზემო ქედის #2 საჯარო სკოლაში მიიღო. სპორტული ცხოვრება მან მცირე ასაკიდან დაიწყო, რის გამოც ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცეოდა. 2013-14 წლებში მიშო ჩოხელმა ინტერნეტგაზეთ „ქიზიყის“ გამოკითხვის შედეგად, ხმათა უმრავლესობით „მისტერ დედოფლისწყაროს“ და „მისტერ სპორტის“ წოდება მიიღო.




ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელი სწავლობდა სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. შემდეგ იყო საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრი. ერთხანს ის ბაქოსა და საბერძნეთშიც ცხოვრობდა. როგორც მიშო ჩოხელმა „ქიზიყს“ განუცხადა, ოცნებობს ოლიმპიურ ჩემპიონობაზე.



სოციალურ ქსელებსა და ტაბლოიდურ პორტალებზე ქორწილში გადაღებული ფოტოებიც გავრცელდა. მიშო ჩოხელს მაკას მეგობრებთან და თინეიჯერ ქალიშვილთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ცნობილია, რომ ის „იქს ფაქტორის" კასტინგზე მაკას ქალიშვილს, სალომე ჩიტაძეს განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა. სალომეს და მიშოს კარგი ურთიერთობა აქვთ, ეს მათ კომენტარებშიც ჩანს. ჩოხელი ასევე მეგობრობს მაკას პროდუსერთან, კახა მამულაშვილთან და ლელა წურწუმიასთან, ლელა წურწუმიამ სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.


ბედნიერ წყვილს შორის 7 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.

0
574
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
574
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0