საზოგადოება რა ვიცით ორი გარდაცვლილი ახალგაზრდის შესახებ 2020, 17 აგვისტო, 20:38 ვეძებთ ! გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს. თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები გთხოვთ რომ გამოგვეხმაუროთ. ჩვენი თანამშრომლები არიან. გუშინ ღამე 5- ზე წავიდნენ ბაუჰაუსიდან და ამ დრომდე არ ჩანან და ვეძებთ ჩვენც და პოლიციაც, “ – წერია „ბაუჰაუსის“ ფეისბუქ პოსტში.
ასე გავრცელდა ინფორმაცია ორი ახალგაზრდის დაკარგვის შესახებ, შეტყობინება პოლიციაში 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციმ ახალგაზრდების ძებნა აქტიურად დაიწყო. როგორც ცნობილი გახდა, ისინი გამთენიისას 5 საათზე ბარიდან ერთად გავიდნენ მაღაზიაში ვერცხლის ქუჩაზე, (პირადი ნივთებიც კი ბარში დატოვეს)თუმცა მაღაზიის გამყიდველმა არ დაადასტურა მათი იქ მისვლა, პოლიციიამ ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მასალის მიხედვით მათი კვალი იუსტიციის სახლთან დაიკარგა. ორდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ მაშველებმა ორი ახალგაზრდის ძებნა მდინარე მტკვარში გააგრძელეს, დღეს დილიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამძებრო ღონისძიებები მდინარე მტკვარში განახორციელა, რა დროსაც ფსკერის სკანირება სპეცკატერით ხორციელდებოდა.სამძებრო სამუშაოებში, 8-კაციანი სამაშველო ჯგუფიც მონაწილეობდა. მაშველებმა მტკვარში ჯერ ბაია ბერუაშვილის გვამი ამოღეს მდინარიდან, რამდენიმე საათის შემდეგ კი შემდეგ კი გიორგი შალამბერიძეს ცხედარი იპოვეს. ცოტა ხანში დადასტურდა, რომ ორივე მათგანი ბარ "ბაუჰაუსის" ის თანამშრომლები არიან, რომლებზე ძებნაც 15 აგვისტოს დაიწყო. 28 წლის ბაია ბერუაშვილი ქუთაისიდან იყო, შემდეგ თბილისში გადმოვიდა დედასთან ერთად, იყო ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტის კუსდამთავრებული. "როგორ დავიჯერო? რანაირად შეიძლება ეს სიმართლე იყოს, რეალობა იყოს? მე ხომ ერთი წუთითაც კი არ მიფიქრია ცუდზე, მაგრამ მაინც ასე მოხდა... ეს ჩვენი ხუთეულია, საუკეთესო რამ რაც უნივერსიტეტმა თითოეულს მოგვცა. ასე იქნება ცხოვრების ბოლომდე, ჩვენ ვიცოცხლებთ და ბაიაც ცოცხალი იქნება ჩვენთან ერთად, " წერს სოციალურ ქსელში მისი ჯგუფელი მარიამ ჩოხელი ახლობლებს უჭირთ რაიმე ვესიებზე საუბარი.საქმე ჯერჯერობით აღძრულია სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ შესაზლოა საქმე გადაკვალიფიცირდეს. 568 6-ს მოსწონს
|