x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ფიქრობთ, რომ ფოტოა? აბა, 4 წამზე მეტხანს დააკვირდით - თვალებს არ დაუჯერებთ!

image


ავსტრალიელი ჯოელ რის შემოქმედებით მსოფლიოში დღითიდღე სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. მისი ნახატები იმდენად რეალისტური და შთამბეჭდავია, რომ ვერცერთ დამთვალიერებელს გულგრილს ვერ ტოვებს. პირველი ხუთი წამის განმავლობაში თქვენც დარწმუნებული იქნებით რომ ხელოვანის ნანუშევრები ფოტოებია, თუმცა სინამდვილეში ეს სხვა არაფერია თუ არა ფოტორეალიზმის ჟანრში შესრულებული ნახატები.


image


გაიცანით, ეს ჯოელ რია, მორიგი შედევრის შექმნის პროცესში... აქ, ყველა დეტალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ...


image


ავსტრალიელი მხატვარი, რომლის საოცარი ნიჭიც ფოტორეალისტურ და სიურეალისტურ ფერწერაში ვლინდება, 1983 წელს ავსტრალიაში დაიბადა. 2003 წელს მან ქუინსლენდის ხელოვნების კოლეჯი დაამთავრა, სადაც სახვითი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მიიღო. რი, არაერთი პრესტიჟული კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია, როგორც ცნობილია, ჯოელი თითოეული ნამუშევრის შექმნას 750 საათს ანდომებს. მისი ჯადოსნური ფუნჯები კი, რამდენიმე სინთეზური თმის ღერისგან შედგება, რისი წყალობითაც ის საკუთარ ნამუშევრებში ასეთ წარმოუდგენელ დეტალიზაციასა და რეალისტურობას აღწევს. ჯოელ რი 30-ზე მეტი პერსონალური გამოფენის მონაწილეა.


image



მხატვრის ნამუშევრები საოცარი რეალისტურობით გამოირჩევა, განსაკუთრებით კი, მისი - ადამიანის სხეულებია შთმბეჭდავი, რომელთა თითოეული უჯრედიც წარმოუდგენელი სიზუსტით არის შექმნილი.


image



ამ ნამუშევრის ყურებისას, ისეთი განცდა გრჩება თითქოს შენც სადღაც სიღრმეში, მასთან ერთად ცურავ...


image


ეს კი, ზეთში შესრულებული ყველასთვის საყვარელი მსახიობი კრის ჰემსვორთია



image


ადამიანი და მისი სტიქიასთან ურთიერთქმედება - ჯოელ რის ნახატების მთავარი თემაა.


imageimageimage


პარალელური სამყაროები


imageimage


ალბათ, მოულოდნელი არავისთვის იქნება თუკი გეტყვით, რომ ავსტრალიელი ჯოელ რის კერპი XX - ის საუკუნის უდიდესი ესპანელი მხატვარი სალვადორ დალია. სავარაუდოდ, ამ საოცარი ნამუშევრების ნახვისას, დიდი მაესტრო თავისი ავსტრალიელი მიმდევარით ნამდვილად იამაყებდა.


image




0
2516
5-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2516