x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჰიტლერის უკანასკნელი ინტერვიუ — რას ფიქრობდა ის სტალინის შესახებ

როგორც ცნობილია, ჰიტლერი, პატივისცემას სტალინის მიმართ, ხშირად გამოხატავდა. თავის უკანასკნელ ინტერვიუში, რომელიც მან შვეიცარელ ჟურნალისტს კურტ შპეიდელს მისცა, ფიურერმა აღნიშნა, რომ II მსოფლიო ომში, სწორედ საბჭოთა ხალხი აღმოჩნდა ყველაზე ამტანი. თუმცა, მისი აზრით, ამ ხალხის იდეალიზირება არ ღირდა, რადგან მათში ძალიან ბევრი აზიატური თვისება იყო. აქედან გამომდინარე, თავისი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ფიურერს, სავარაუდოდ, არც სტალინი ეყოლებოდა იდეალიზირებული. თუმცა, მას უფრო მეტ პატივს სცემდა, ვიდრე, იგივე ჩერჩილს და რუზველტს.


image


აღმოსავლეთის დესპოტი


ჰიტლერს, სტალინისგან განსხვავებით, მოადგილე ჰყავდა — რუდოლფ ჰესი, რომელიც გერმანიაში განსაკუთრებულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ამ განყოფილების მოვალეობას ადამიანების ფიზიკური თვისებების და მათი სისუსტეების შესწავლა შედიოდა. ცნობილია, რომ სტალინის პიროვნებაზე დასკვნის შემდეგ, ჰესის თანამშრომლებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მათი ერთი ნაწილი თვლიდა, რომ სტალინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვეყანამ სვლა აღმოსავლური დესპოტიზმის მიმართულებით დაიწყო. ხოლო, სხვები მიიჩნევდნენ, რომ საბჭოთა ლიდერი არ ამჟღავნებდა ეროვნულ თვისებებს და ინტერნაციონალი იყო. თავად გესი კი, შემონახული დოკუმენტების მიხედვით, მეორე თვალსაზრისს უფრო იზიარებდა. თუმცა, როგორც ჩანს, მან ამაში ჰიტლერის დარწმუნება ვერ შეძლო...


ჯუღაშვილი


იმის მტკიცებულება, რომ ჰიტლერი სტალინს აღმოსავლეთის დესპოტად თვლიდა, უამრავია... მაგ., საბჭოთა ლიდერის გვარს — «სტალინს», იმ დროს, გერმანიაში, მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებში იყენებდნენ. არაოფიციალურ საბუთებში და ჰიტლერთან დაახლოებულ წრეში, მას ყოველთვის ქართული გვარით — ჯუღაშვილით მოიხსენიებდნენ. და ეს, იმის მიუხედავად, რომ გერმანელისთვის «ჯუღაშვილი» უფრო რთულად გამოსათქმელია, ვიდრე «სტალინი».


აზიური მხეცი


1939 ჰიტლერი და მისი გარემოცვა რაღაც ფილმს უყურებდა, რომელშიც რამდენიმე კადრში სტალინიც გამოჩნდა. ბორმანი მოგვიანებით წერდა: «ფილმის დასრულების შემდეგ, ფიურერმა უეცრად აღნიშნა, რომ სსრ კავშირის ლიდერი, მას რაღაცით, აზიური ჯიშის ძლიერი მხეცს ახსენებდა. ამასთან, მან წუხილი გამოთქვა, რომ ეს ჯიში გერმანიაში ცუდად იყო შესწავლილი».



აზიატის პრიმიტიული ლოგიკა


როდესაც მოსკოვში, 1939 წ. აგვისტოს, სსრ კავშირს, ინგლისს და საფრანგეთს შორია მოლაპარაკება მიმდინარეობდა, ჰიტლერი, თანამებრძოლების მოგონებების თანახმად, შესამჩნევად ნერვიულობდა. მისთვის ეს კავშირი, სიკვდილის ტოლფასი იყო. თავად ფიურერმა მოსკოვში ჩასვლაზე უარი თქვა და შეხვედრაზე გესის გაგზავნა გადაწყვიტა, რადგან გესი ინტერნაციონალურ ალექსანდრიაში გაიზარდა და მისი აზრით, ის აზიატის (სტალინს გულისხმობდა) «პრიმიტიულ–პათოსურ» ლოგიკას სხვებზე უკეთესად გაიგებდა.


ჰიტლერის აზრი სტალინზე: არაპროგნოზირებადი აზიატი


ცნობილია, რომ ჰიტლერს რუზველტის მოქმედების და ლოგიკის ცუდად ესმოდა. მაგრამ, მას უფრო ნაკლებად ესმოდა სტალინის. ჰიტლერი საბჭოთა ლიდერს, მისი «აზიატური» წარმომავლობის გამო, გაუმჭვირვალე პიროვნებად თვლიდა. მისი აზრით, სტალინი შეიძლებოდა, საღი აზრისადმი აბსოლუტურად არაადეკვატური ყოფილიყო და მას არაპროგნოზირებადად და სპონტანურად მოქცევა შეეძლო, ისე როგორც, ამას აზიელები აკეთებენ. ფიურერი თვლიდა, რომ სტალინის ბევრი გადაწყვეტილება, სწორედ რომ აზიური არალოგიკურობით იყო მიღებული.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. აშშ–ს საზღვაო ძალების ყოფილი ოფიცრის განცხადებით, ამო–ს ტექნოლოგია ბევრად უსწრებს ადგილობრივს (ვიდეო)
2. ყავის დღიური ნორმა, დღეგრძელობისთვის
3. მთვარეზე გიგანტური ამო დააფიქსირეს (ვიდეო)
4. თომას ანდერსმა Modern Talking–ის დაშლის მიზეზი ახსნა
5. II მსოფლიო ომის 10 საიდუმლო, რომელიც დღემდე ამოუხსნელია

6. სხეულის სიკვდილის შემდეგ, სული სამყაროში ბრუნდება — ასეთია ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგი

1
4118
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4118
  
2021, 28 მაისი, 14:51
თუ მართლა ასე პრიმიტიულად უყურებდა საკითხს ჰიტლერი და იმდენად ფუნდამენტურ რამეში ცდებოდა, როგორიც ქართველების აზიელობაა, მაშინ გასაგებია რატომაც დაიდო ეს შედეგი და წააგო :)) ქართველები ევროპის საწყისი ხალხია, თუ ვინმს შეიძლება ეწოდოს ევროპელი, პირველ რიგში ქართველს, ბერძენს და იტალიელს.
0 1 1