„ეს ის ინგილო გოგოა მეფისთვის თავზე ქლიავი როუნდა დაეყარა, მაგრამ არაცადეს მონები მიუგზავნეს და ისტორია წაშალეს. ეს ის გოგა რომელმაც სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლა პატიოსნად, ისე რომ სხვა არავინ გაწირა, ეს ის გოგოა ვისზეც წიგნებში წერდნენ ადრე, ვისზეც ფილმებს უნდა იღებდნენ ჩვენ დროში. მაგრამ, ყველა ჩუმად ვართ, ველოდებით სხვა რასიტყვის, სხვა რას დაწერს და „დავულაიქებთ“ ეჰ...
განა არიცოდა სად მიდიოდა განა არ შეეძლო სისუსტე გამოეჩინა და სხვაც ჩაეგდო საფრთხეში, მაგრამ არა „მარტო“ ვაჟკაცურად, უშიშრად როგორც ინგილო ქალს შეეფერება, ისე წავიდა და როგორც ყოველთვის უმუხთლეს, სამშობლოს უღალატეს ისევ შუბლძარღვგაწყვეტილებმა!
შუბლძარღვგაწყვეტილობო სიმართლეა მხოლოდ „ხსნა“ სიმართლე და სინანული, ოღონდ ორივე ერთად და იქნებ მერე მშვიდად დაიძინოთ.
ეს შედარება თამარისთვისაა თორე ერეკლე მეფესთან შესადარებელი ვინაა და სადღაა?!.“ - წერს ოჯახის ნათესავი.
* * *
სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილი წერს, რომ ბაჩალიაშილის ოჯახის ახლობელმა ინკოგნიტოდ დარჩენის გარანტიით, მას თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ აქამდე გაუხმაურებელი დეტალები უამბო. ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილის თქმით, მისი წყაროს მიზანია მომხდარ ტრაგედიას პოლიტიკური ელფერი არ ჰქონდეს და საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.
.
სტატუსში აღნიშნულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მამა ეროვნებით აზერბაიჯანელია, დაღუპული პროგრამისტი კი დედის გვარზე იმყოფებოდა. როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, გარდაცვლილის მამა მკაცრი ხასიათით გამოირჩეოდა და ოჯახში მუდმივად კონფლიქტური სიტუაცია იყო. მისივე თქმით, დაძაბული სიტუაციის გამო თამარი მუდმივ სტრესში იმყოფებოდა და ფსიქოლოგთანაც ხშირად დადიოდა. კონფიდენციულური პირი ირწმუნება, რომ ბაჩალიაშილს 10 წლის წინ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, მედიკამენტები მიიღო და რამდენი დღით იაშვილის კლინიკაშიც იწვა.
.
„გუშინ მესაუბრა ქალბატონი, რომელმაც მთხოვა, არ გამემჟღავნებინა მისი ვინაობა და რომელმაც ინკოგნიტოდ არჩია დარჩენა. ჩემთან საუბარში ქალბატონმა აღნიშნა, რომ არის ბაჩალიაშვილების ოჯახის ახლობელი, იცნობს ოჯახს ძალიან კარგად.
.
თქვა, რომ გოგონას მამა არის ეროვნებით აზერბაიჯანელი და არის დედის გვარზე_ბაჩალიაშვილი. როგორც ინკოგნიტო წყარომ აღნიშნა, ოჯახში ხშირად ჰქონდათ ბაჩალიაშვილებს უსიამოვნება, ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ოჯახის დაწიოკების გამო მამაკაცისთვის პოლიცია გამოუძახებიათ, რომ ეს კარგად იციან მეზობლებმა და აქვე დაასახელა მეტად საყურადღებო ფაქტი, რომელზეც არავინ ლაპარაკობს_10 წლის წინ გოგონას ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, მან დალია წამლები და იწვა იაშვილის კლინიკაში... რომ გოგონა გამუდმებით იყო სტრესულ მდგომარეობაში მამამისის აგრესიული ხასიათის გამო. რომ გოგონასთან წლებია მუშაობდა ფსიქოლოგი.
.
როგორც ქალბატონმა აღნიშნა, გოგონას ჰქონდა კიდევ სხვა მცდელობაც სუიციდის, თუმცა ეს ინციდენტი მალევე აღმოფხვრეს... თუმცა, იაშვილში რომ სწორედ ამ ისტორიით იწვა 13 წლის ასაკში, ამის გადამოწმება, იოლია...
.
ის ამბობს, რომ სავსებით შესაძლებელია, სამსახურში ფსიქოლოგიური ზემოქმედების გამო ან სხვა გარემოებების გამო, გოგონას კვლავ ჰქონოდა თვითნკვლელობის სურვილი.
.
მე არ ვიცი, რამდენად მართალია ეს ინფორმაცია, თუმცა მე მჯერა ამ ქალბატონის, რომელიც დიდი ხანია ჩემი ფ/ბ მეგობარია, მაგრამ ქალბატონს ღრმად სწამს, რომ აღნიშნული ინფორმაცია იციან საგამოძიებო ორგანოებმაც და არ მისცემენ უფლებას პოლიტიკურად ანგაჟირებულ პერსონებს, ეს ტრაგედია აქციონ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად!“ - ნათქვამია გავრცელებულ პოსტში.
.
მალევე ბაჩალიაშვილის დედამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ბავშვობაში თამარმა მედიკამენტები მართლაც დალია, რის გამოც საავადმყოფოში მოხვდა.~
.
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს პატრიარქმა წესის აგების ნება დართო. 3 აგვისტოს გარდაცვლილის მშობლები საპატრიარქოში გარემოების ასახსნელად და შვილისთვის წესის აგების ნებართვისთვის იმყოფებოდნენ. კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ოჯახს წესის აგების უფლება მიეცა.
.
შეხვედრის დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ, იქ მყოფ სასულიერო პირებთან ერთად, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები საპატრაირქოში პატრიარქის თანამოსაყდრეს მეუფე შიოს შეხვდნენ. 23 წლის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი თამარ ბაჩალიაშვილი წესის აგების გარეშე დაკრძალეს.
გოგონას მართლაც ჰქონია სუიციდის მცდელობა ბავშვობაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ახლა თავი მოეკლა. ძალიან ბევრი შეუსაბამობაა ამ საქმეში.