საზოგადოება "ასეთი მდაბიო "შუტკა" არავის უკადრებია" - მაკა რაზმაძე ია ფარულავას უპირისპირდება 2020, 30 ივლისი, 12:08 ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში მსახიობს და ტელეწამყვანს, ია ფარულავას უპირისპირდება. საქმე ეხება ფარულავას საავტორო გადაცემა "ფარულ კონვერტს". როგორც მაკა რაზმაძე წერს, მისი პაროდია ბევრს გაუკეთებია, თუმცა, მსგავს ზღვარს არავინ გადასულა და ეს იყო მდაბიო და დაბალი დონის "შუტკა", რომელიც მისთვის არავის არასოდეს უკადრებია. "პაროდიები ბევრი გაუკეთებიათ ჩემზე და თითქმის ყველა მათგანი მომწონს და მეც კარგად ვიცინი ხოლმე საკუთარ თავზე.ჩემი წარბების შესახებაც ბევრი მიცინია პაროდიებზე და არც ეს მიკვირს.მაგრამ ასეთი მდაბიო და დაბალი დონის "შუტკა" არასდროს არავის უკადრებია ჩემთვის კი არა, საკუთარი თავისთვის რაც შენ დაუშვი შენს გადაცემაში.კოლეგიალობაზე აღარ ვლაპარაკობ-ეს ან იცი ან არა ადამიანმა და თუ არ გესმის ვეღარავინ აგიხსნის.მესტიაში ერთად ვიყავით ერთი სამეგობრო და თურმე სად ვარ. სწორედ იმ დღეებში რეები მოგიმზადებია... ზურგსუკან გყვარებია ჩხლართაობა ჩემო ია და რა ძალიან ცუდია ეს! თან რად გიღირდა -3 პროცენტიან რეიტინგად? 3 პროცენტს ორი დღის გახსნილ " იბერიაშიც" კი არ ვწერდით არათუ ამხელა " რუსთავი-2ზე" და მანდ გონიათ რომ გადაცემა აქვთ და ამ დაბოლებებით კმაყოფილდებიან? ამდენი ადამიანის განაწყენება და შეურაცხყოფა და დაკარგვა თუ გიღირდა 3 პროცენტიან რეიტინგად კი ბატონო, ასე გააგრძელე", - წერს მაკა რაზმაძე. მაკას აღნიშნულ პოსტს ია ფარულავა ჯერ არ გამოხმაურებია. პოსტის კომენტარებში კი უამრავი მხარდამწერი კომენტარია და ჟურნალისტს მოუწოდებენ, ფარულავას გადაცემა გულთან არ მიიტანოს. 838 1-ს მოსწონს |
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge