x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ გამოიყურებიან ზოგიერთები, ასაკთან შედარებით, უფრო ახალგაზრდულად?

მეცნიერებისთვის ცნობილი გახდა, თუ რატომ გამოიყურებიან ზოგიერთი ადამიანები, ასაკთან შედარებით, უფრო ახალგაზრდულად. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა, ხანგრძლივი კვლევის შედეგად, აღმოაჩინეს გენების ჯგუფი, რომელიც კანის მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი. ახალგაზრდობის გენები, თეთრკანიანი ამერიკელების 10%-ს და აფრო-ამერიკელების 20%-ს აღმოაჩნდა.


image


საკუთარი აღმოჩენის დაანონსებისას, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ გამოვლენილია 7 კატეგორიის გენი, რომელსაც შემდეგი ფუნქციები ეკისრება: კანის უჯრედებს შორის კავშირის შექმნა, ბარიერის შექმნა და კანის დაცვა გარემოს მავნე ფაქტორებისგან, დნმ-ს აღდგენა, ლიპიდების გამოყოფის გაძლიერება, რომელიც საჭიროა კანის დატენიანებისთვის და ა.შ.

ექსპერიმენტის ფარგლებში, მეცნიერებმა გაახალგაზრდავების მეთოდი სიცოცხლის შედარებით მარტივ ფორმებზე – მწერებზე უკვე გამოცადეს. გარდა ამისა, ლაბორატორიაში 60–ზე მეტი გენო–თერაპიული პროცედურა თაგვებზეც ტარდება და კვლევის მიხედვით, საუკეთესო შედეგი იმ მეთოდმა აჩვენა, რომელიც CRISPR გენების რედაქტირებით ხორციელდება.


image


«ჩვენ არაერთი ექსპერიმენტი ჩავატარეთ თაგვებზე და ახლა, ძაღლების ჯერი დადგა. ხოლო, შემდეგ, ადამიანებამდეც მივალთ... დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ადამიანებისთვის ეს პროცედურა უსაფრთხო იქნება!», — განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ჯორჯ ჩერჩმა.


image


არხის სხვა სიახლეები:


* ჩინეთში 150 000 წლის მილსადენი აღმოაჩინეს

* თავსატეხი ძეგლზე გაკეთებული წარწერის შესახებ (პასუხი აქვს)

* უინძორების დღეგრძელობის საიდუმლო

* ახალი სასწავლო წელი იწყება და მეცნიერებმა მეცადინეობის საუკეთესო დრო დაასახელეს

* ღვინო და ლუდი – 12 ფაქტი იმის შესახებ, რომ ალკოჰოლი მხოლოდ მავნე კი არა, სასარგებლოც არის

* ჯანმრთელი კვება ჩაი, რომელიც ამცირებს ალცჰეიმერის და პარკინსონის განვითარების რისკს და არა მხოლოდ...

* საწოლის თეთრეულის დაუთავება და მაღვიძარა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის – ეს და სხვა პრაქტიკული რჩევები

* როგორ ავარჩიოთ ნამდვილი თაფლი, გავუხანგრძლივოთ პურს ვარგისიანობის ვადა და სხვა ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს



1
200
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
200
  
2022, 16 სექტემბერი, 22:36
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1