x
მეტი
  • 05.10.2022
  • სტატია:122778
  • ვიდეო:355142
  • სურათი:495049
"მარტოსულები": ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც მთელ ცხოვრებას მარტოობაში გაატარებს

image


მრავალი ადამიანი საკუთარი მეორე ნახევრის პოვნას მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ანდომებს, თუმცა სამწუხაროდ, მაინც ვერ პოულობს, მიზეზს კი თავადაც ვერ ხვდება, თუმცა როგორც ასტროლოგები ირწმუნებიან, ყველაფერი სწორედ იმ ზოდიაქოს ნიშანს უკავშირდება, რომლის ნიშნის ქვეშაც დაიბადეთ. მაშ ასე, გთავაზობთ ზოდიაქოს იმ 3 ნიშანს, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო, მთელ ცხოვრებას მარტოობაში ატარებს.




ქალწული



ქალწული, ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე რთული ნიშანია. ასეთი ჯიუტი და პრინციპული ხასიათი სხვა, არცერთ ნიშანს არ გააჩნია. მათ არ იციან როგორ მოერგონ სხვებს, საყვარელი ადამიანების გამო კომპრომისზე არასოდეს მიდიან, რისთვისაც როგორც წესი, მათი სასიყვარულო ურთიერთობა დიდხანს არ გრძელდება.



image


ქალწული საკუთარი პარტნიორის მიმართ მეტისმეტად მომთხოვნია, თუმცა საკუთარ მოთხოვნებს ხშირად თავადაც ვერ შეესაბამება. ამგვარი ხასიათის ატანა ადვილი არ არის. სწორედ ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, ქალწულები საკუთარ ცხოვრებას სრულ სიმარტოვეში ატარებენ.





მერწყული


მერწყულის დიდი უბედურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის ურთიერთობის დასაწყისში საკუთარ პარტნიორს მეტისმეტად აიდეალებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, სრულ იმედგაცრუებას განიცდის. მერწყული საკუთარ თავთან დარჩენილი თავს კომფორტულად გრძნობს, სწორედ ამიტომ მისი ხანგრძლივ ურთიერთობაზე დათანხმება მარტივი არ არის.


image


მათ უყვართ თავისუფლება, ყოველთვის იციან თავი რითი გაირთონ და სრულ სიჩუმეშიც კი თავს ჰარმონიულად გრძნობენ. სიყვარული მერწყულს ნამდვილად შეუძლია, თუმცა მას პირადი სივრცეც ჰაერივით სჭირდება.





კირჩხიბი


კირჩხიბი ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ნიშანია. ისინი დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ისეთ ადამიანს ეძებენ, ვინც მათ მოთხოვნებს 100% - ით დააკმაყოფილებს.


image


ზოგჯერ კი, ეს დაუსრულებელი ძიების პროცესი უშედეგოდ სრულდება, მაგრამ თუკი კირჩხიბი მაინც შეძლებს იდეალური ადამიანის პოვნას, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას საკუთარი არჩევანის სისწორეში უკვე ეჭვი ეპარება. კირჩხიბი ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს, მათ შორის საკუთარ არჩევანსაც, ეს კი პარტნიორის გაღიზიანებას იწვევს, შესაბამისად, ის მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ ქრება.



0
1400
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1400