x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბედნიერება მამაკაცით არ განისაზღვრება - როგორ ცხოვრობს საკულტო თურქული სერიალის მთავარი გმირი დღეს
imageროგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს 35 წლის შემდეგ თურქული საკულტო სერიალის "ნარჩიტა ჩიტი მგალობელის" მთავარი გმირი აიდან შენერი?



"ნარჩიტა ჩიტი მგალობელი", პირველი თურქული მინი–სერიალი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირმა შეიძინა, რომელსაც ფანტასტიური წარმატება ხვდა წილად, სიუჟეტი მე-19 საუკუნის თურქეთში, 60-იან წლებში ვითარდება. სერიალის მთავარი გმირია ფერიდე, რომლის გარშემოც ვითარდება მოვლენები.

image

1 მარტს 57 წლის გახდა (დაიბადა 1963 წელს). გამოიყურება საოცრად ეფექტურად: მოხდენილი, მოვლილი, მოდურად ჩაცმული. მას იმდენად ხშირად ეკითხებიან თუ რაში მდგომარეობს მისი სილამაზის და ახალგაზარდობის საიდუმლო, რომ აიდანი ხუმრობით ამბობს: " მაცივარში მძინავს!" და მხოლოდ ამის შემდეგ ის სერიოზულად პასუხობს:


image

"ყველაფერს პოზიტიურად უნდს მოეპყრო და გიყვარდეს საკუთარი თავი. მიირთვა ბევრი ბოსტნეული და თევზი."

"ნარჩიტას" მთავარი გმირი ამბობს, რომ სახის ნიღბებს ახალი ხილისგან, ბოსტნეულისგან და იოგურტისგან იმზადებს.

ასევე აუცილებელია კარგად გამოძინება. ბოტოქსს ხანდახან ხმარობს. ასევე იღებს ვიტამინებს. არ უყვარს ტკბილეული. სპორტით არაა დაკავებული, სამაგიეროდ ფეხით ბევრს მოძრაობს.


ქვემოთ მოცემული ფოტო ამ ზაფხულსაა გადაღებული, რომელმაც დიდი აჟიოატაჟი გამოიწვია თურქეთში, პრესაში წერდნენ, რომ ასეთ ასაკში ქალმა ოდნავი მოკრძალება მაინც უნდა გამოიჩინოს და ასეთი შიშველი ფოტო არ დადოს, რაზეც მსახიობმა უპასუხა:

image

"მე ყოველი წლის ზაფხულში ვდებ ფოტოებს საცურაო კოსტუმში, ყოველგვარი ფილტრების და ფოტოშოპის გარეშე, არაფრისაც არ მრცხვენია, მე ნატურალური სილამაზის მომხრე ვარ, ხომ მეთანხმებით, რომ კარგია?"-წერს მსახიობი "ინსტაგრამზე"


მსახიობს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს ეჯენი-32 წლის ახალგაზრდა ქალი დედის კვალს გაჰყვა, მონაწილოებს ფილმებში და სერიალებში, ასევე არის დიზაინერი და არქიტექტორი, ცხოვრობს სტამბულში, კერძო ვილაში დედასთან ერთად.

image

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აიდან შენერი უკვე 30 წელზე მეტია მარტო ცხოვრობს, მისი ერთადერთი ქმარი იყო "გალათასარაის" ფეხბურთელი აიხან აკბინი, რომელთანაც შეეძინა ერთადერთი ქალიშვილი, თუმცა სამი წლის შემდეგ წყვილი დაშორდა ერთმანეთს:

image

"ქმარი მძიმედ განიციდიდა ჩემს პოპულარობას, ეჭვიანობდა, ერთხელ დაბადების დღეზე მაჩუქა ფარანჯა, მუსულმანი ვარ, მწამს მამაზეციერის, მაგრამ აზრს ვერ ვხედავდი მეტარებინა ჩადრი და მით უმეტეს ფარანჯა"-იხსენებს აიდანი.


მოგვიანებით ჰქონდა მსახიობს რომანები, თუმცა ხელმეორედ გათხოვება აღარც უფიქრია."ბედნიერება მამაკაცით არ განისაზღვრება" ამბობს მსახიობი.

image

ამჟამად მსახიობი მონაწილეობს სხვადასხვა ტელეშოუებში, თამაშობს თეატრში და სერიალებში, რეკლამებისთვის ის პროფესიონალი მოდელია, აიდენი ხომ 18 წლის ასაკში "მის თურქეთი" გახდა, ხოლო "მის მსოფლიოს" სულ ცოტა დააკლდა, გვრიგვინი ვენესუელელ გოგონას ერგო.



მსახიობის წინაპრები ყაზანიდან არიან, ბებია ყირიმიდან იყო, თურქეთში XIX საუკუნის შუა ხანებში გადასახლდნენ, მსახიობის მამა ცნობილი მუსიკოსია, რომელიც სხვათა შორის არაერთხელ იყო მიწვეული თათრეთის რესპუბლიკაში.





image


თურქულ სერიალებში სიყვარული ზღაპარს წააგავს:იდეალური ქალ-ვაჟი, რომელიც ყველა წინააღმდეგობას გადალახავს და ფინალში ბედნიერებას მოიპოვებს, აღმოჩნდა, რომ რეალურ ცხოვრებაშიც მსახიობები ანალოგიურად იქცევიან. ჰალიტ ერგენჩი და ბერგიუზარ ქორელი-"დიდებული საუკუნის" და "1001 ღამის" ვარსკვლავს, ამ უკანასკნელი სერიალის გა...


დამთავრდა თურქული სერიალის ჩვენება "სიყვარული და სასჯელი", რომელმაც მთელ საქართველოში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, წარმატებით ფრთაშესხმულმა ტელეკომპანია "მაესტრომ" ერთბაშად კიდევ 2 თურქული სერიალი გაუშვა ეთერში, "შტორმი" შუადღის ეთერში და საღამოს "ათას ერთი ღამე".ერთუჯრედიან მექსიკურ-ბრაზილიურ სერიალების ფონზე ქართველი მაყურებლისათვის თურქული სერი...


თიურკან შორაი-მას ეძახიან ლეგენდას მარგალიტს, დედოფალს, სულთანაის, აგრეთვე თურქეთის სოფი ლორენს. იგი დაიბადა 1945 წლის 28 ივნისს სტამბულში, ჩვეულებრივი მოსამსახურის ოჯახში, დედა დიასახლისი იყო, ხოლო მამა რიგითი მოხელე.მისი უმცროსი და მელიჰაც მსახიობია, თუმცა



39 წლის წინ, 1980 წლის 5 ივლისს, ქალაქ ბურსაში თურქმა ულტრა-ნაციონალურმა დაჯგუფების "რუხი მგლების" აქტივისტებმა სახლიდან გამოსული აჰმედ მელაშვილი ავტობუსის გაჩერებაზე ჩაცხრილეს, მასთან ერთად დაიჭრა აჰმედის ვაჟი- იბერია, დიდი ქართველი მოღვაწე 58 წლის იყო, აჰმედ ოზქანი (მელაშვილი) სოფელ ჰაირიეში და...

0
317
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0