x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გამომიტყდა,შენი ქმარი მიყვარსო-ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
image


ცნობილი ხდება დაკავებული ქალის ჩვენება, რომელმაც ქუთაისში საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალი ელენე ჩეჩელაშვილი ცივი იარაღით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩვენებას „მთავარი არხი“ აქვეყნებს.


„დანა რამდენჯერმე მოვუქნიე, ელისო ყვიროდა და ითხოვდა შველას, შემდეგ იგი წაიქცა იატაკზე, მაგრამ კვლავ ყვიროდა და გონება არ დაუკარგავს.

მე გავიგონე ბინის კარებზე ბრახუნის ხმა, გავაღე ბინის კარები და შევხედე, რომ კარებში იდგა ჩემი მეუღლე გაგა. იგი მიყვიროდა რა ხდება, რატომ ხარ სისხლიანი, რა მოხდაო, გაგას უკან "პადიეზდში" კიდევ იდგნენ სხვა პირები, მაგრამ მე ვერ გავარჩიე ვინ იდგნენ, რადგან არ იყო შუქი. ამის შემდეგ დანა შევახვიე ჩემს კუთვნილ "სალფეთკის" ქაღალდში და ჩავიდე ჩემი ტანსაცმელიშავი ფერის შორტის სათავეში, რის შემდეგაც გამოვიხურე ბინის კარი და გამოვედი ბინიდან.

მე და გაგა გამოვედით ბინიდან და შევედით ჩვენს საცხოვრებელ ფარდულში, მე გამოვიცვალე ტანსაცმელი.

​გაგას ვუთხარი, რომ უნდა გადამეყარა ტანსაცმელი, რომელიც სისხლიანი იყო. მე და გაგა ერთად გამოვედით სახლიდან, ჩემი ტანსაცმელი, რომელიც ელისოს დაჭრისას მოთავსებული მქონდა შავი ფერის პარკში და ეს ტანსაცმელი თავის პარკიანად ჩავაგდე იქვე მახლობლად, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მაგნიტის მაღაზიის ნაგვის ურნაში.

image

ამავდროულად გაგამ წამიყვანა, როგორც ჩანს მას ტაქსი ჰყავდა გამოძახებული და ჩვენ ორივე ჩავსხედით შავი ფერის მსუბუქ ავტომობილში“, – წერს დაკავებული ჩვენებაში.

45 წლის ქალი დანაშაულის მოტივად ეჭვიანობას ასახელებს, გამომიტყდა შენი ქმარი მიყვარსო, სწორედ ეს გახდა მკვლელიბის მიზეზი, თუმცა ელისოს მეგობრებს არ სჯერათ ამ ვერსიის, რადგან მათივე თქმით გარდაცვლილს შეყვარებული ჰყავდა და გათხივებასაც აპირებდა.


0
511
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
511
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0