სხვა 34 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ღირს ავსტრალიაში ცხოვრება 2020, 20 ივლისი, 13:21 "სასიკვდილო კონტინენტად" მონათლული ეს ეგზოტიკური და ულამაზესი ქვეყანა - მოგეხსენებათ, მხოლოდ კენგურუების სამშობლო არ რის. ამ იდუმალებით მოცული, ზღაპრული ქვეყნის ფაუნა იმდენად მრავალფეროვანია, რამდენადაც სახიფათო. საკუთარ სააბაზანოსა თუ სავაჭრო ცენტრში შესული "მწვანე კონტინენტის" თითქმის ყველა მკვიდრი დაუპატიჟებელ სტუმრებთან - ნიანგებთან ან გველებთან პირდაპირი კომუნიკაციისგან დაზღვეული დროის არც ერთ მონაკვეთში არ არის.1. პითონები ყველაფერს ჭამენ, აბსოლუტურად ყველაფერს2. აქ პითონები ისეთ შთამბეჭდავ ზომებს აღწევენ, რომ წყლიდან ვალაბის ამოყვანაც კი თავისუფლად შეუძლიათ3. ისინი სავაჭრო ცენტრების ხშირი სტუმრებიც არიან, რომლებიც მყიდველებს პირდაპირ შოკში აგდებენ4. გველებს თქვენამდე მოღწევა ასევე კანალიზაციის საშუალებითაც, უპრობლემოდ შეუძლით5. ავსტრალიაში გველები თავისზე გაცილებით უფრო დიდი ზომის ქვეწარმავლებს მშვენივრად მიირთმევენ
6. თქვენ უბრალოდ უნდა გესმოდეთ, რომ ისინი აბსოლუტურად ყველგან არიან7. თვითმფრინავებზეც კი8. ღამურები საშიში დაავადებების გადამტანები შეიძლება იყვნენ9. ველური ძაღლი დინგო თვით ზვიგენებისთვისაც კი საშიშია10. თუმცა, ზვიგენები ყველა დანარჩენს თავად აშინებენ11. განსაკუთრებით კი სერფერებს12. სერფერები ასევე ფრთხილად უნდა იყვნენ ნიანგებთან13. და ზოგადად, ყველა უნდა ერიდოს მათ14. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ავსტრალიაში, სადაც ნიანგები პირდაპირ თქვენს ქუჩებზე ცურავენ15. თუმცა, გველები თვით ნიანგებსაც კი ჭამენ16. რომლებიც წარმოუდგენელი ზომების იზრდებიან17. ადამიანები კი აქ ტკიპების საკვებად გვევლინებიან18. ცალკე ყურადღების ღირსია მწერებიც, აქ მილიონობით ობობაა გავრცელებული19. თითოეული მათგანის ნაკბენმა შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიღოს20. რბილტანიანასებრნი - ავსტრალიის კიდევ ერთი პრობლემაა21. ბუზები22. მრავალფეხები23. წვიმის ჭიაყელები აქ შთამბეჭდავ ზომებს აღწევენ24. გაიცანით, ეს მახრასებრია, დამეთანხმეთ, რომ მართლაც საშინლად გამოიყურება25. ავსტრალია - გიგანტური, შხამიანი მრავალფეხების მშობლიური სახლია26. ეს კაზუარია - საშინელი გიგანტური ფრინველი27. აქ თქვენ უზარმაზარ მედუზებსაც შეხვდებით28. მაგრამ თუ თქვენ გიგანტური მედუზები დიდად არ გხიბლავთ, არსებობენ ზომით უფრო პატარებიც, რომლებიც კობრაზე 100-ჯერ უფრო შხამიანები არიან29. ადამიანისა და კუბომედუზის პირისპირ შეხვედრის საშინელი შედეგი30. ნუ ინერვიულებთ, ავსტრალიაში კიდევ არაერთ, სხვა საშიშ ზღვის არსებას შეხვდებით, აი, ისეთს როგორიც მაგალითად, ცისფერი რვაფეხაა, რომლის შხამიც ადამიანისთვის სასიკვდილოა.31. მარმარილოს ლოკოკინის ნაკბენმა შეიძლება სასუნთქი ცენტრის დამბლა, საბოლოოდ კი, ადამიანის გარდაცვალება გამოიწვიოს32. გსმენიათ ოდესმე მეჭეჭიანას შესახებ? ის მსოფლიოში ყველაზე შხამიანი თევზიააი, მასთან შეხვედრის სავალალო შედეგიც...33. წყლისგან თავი შორსაც რომ დაიჭიროთ, შესაძლოა სიკვდილი პირდაპირ ზეციდან, სეტყვის სახით მოგევლინოთ34. მტკნარწყლიან წყალსატევებში ბანაობა სახიფათოა"ამიოური მენინგიტი" - როდესაც წყლის ტემპერატურა 24 გრადუსს (76F) აღემატება. წყალი შეიძლება ისეთ პარაზიტებს შეიცავდეს, როგორიც მაგალითად ამებაა, როგორც წესი ეს ერთუჯრედიანი ორგანიზმი უმეტესად, თბილ, მტკნარ წყლებში ბინადრობს და ადამიანის ჯანმრთელობაზე დამღუპველად მოქმედებს, ის ისეთ მომაკვდინებელ დაავადებას იწვევს როგორიც - "ამიოური მენინგიტია", თუმცა ხელისუფლების მხრიდან მსგავსს წყალსატევებში, წყლის დეზინფექციის ჩასატარებლად არანაირი ზომები არ ტარდება, ამიტომ ბანობისას ყველა ადამიანი საკუთარ თავზე პასუხისმგებელი მხოლოდ თავად არის. წყალში შესვლისას კი შემდეგი ზომების დაცვაა რეკომენდებული:1. თავი წყლის ზემოთ დაიჭირეთ2. მოერიდეთ წყლის ცხვირში მოხვედრას3. წყალში გადახტომისას (რისი გაკეთებაც ნამდვილად არ ღირს), ცხვირზე ხელი მოიჭირეთ4. თუ ცურვას გადაწყვეტთ, ნუ ჩაყვინთავთ.456 შეფასება არ არის |