x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"სრული ფიასკო": ესპანელ ტელეწამყვანს კაბამ ყველაზე მოულოდნელ მომენტში უმტყუნა

image


ყოველდღიურ ცხოვრებაში მცირე კონფუზები მეტ - ნაკლებად თითქმის ყველა ჩვენგანს ემართება, თუმცა რიგითი ადამიანებისგან განსხვავებით, სელებრითების "უხერხული მომენტები" ინტერნეტსივრცეში მყისიერად ვრცელდება და როგორც წესი, წლობის განმავლობაში დიდი განსჯის საგანი ხდება.


image


სწორედ ასეთი უხერხული ინციდენტი შეემთხვა წითელ ხალიჩაზე, სულ ცოტა ხნის, ესპანელ ტელეწამყვან ადრიანა აბენიას, მადრიდში გამართულ "GQ Awards of the Year"- ის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე, სადაც თვალისმომჭრელ ესპანელ ლამაზმანს ყველაზე მოულოდნელ მომენტში, ულამაზესმა შავი საღამოს კაბამ მწარედ უმტყუნა და ღონისძიებაზე საგანგებოდ მოწვეული მრავალრიცხოვანი სტუმრების თვალწინ მთელი თავისი "ღირსებებით" ნახევრად შიშველ მდგომარეობაში დატოვა.


image


გოგონა პოზირებით იმდენად გაერთო, რომ კაბის თასმა ისე ჩამოუვარდა, ვერც კი მიხვდა, ამ მომენტის დაფიქსირება რაღა თქმა უნდა, წვეულებაზე დამსწრე ათეულობით ფოტოგრაფმა ხელიდან არ გაუშვა. მეორე დღეს ერთმანეთის მიყოლებით, ესპანური ტაბლოიდური გამოცემები ტელეწამყვანის მოშიშვლებული მკერდის სკანდალური ფოტოებით მთლიანად აჭრელდა.


imageimage


დაჯილდოვების შემდეგ სოციალურ ქსელში გოგონამ ავბედითი ფოტო განათავსა, რომელსაც შემდეგი შინაარსის კომენტარი დაურთო: "ჩემს ფოტოარქივს კიდევ ერთი ფოტო შეემატა, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება". ტელეწამყვანს გამომწერებმა იუმორი მოუწონეს და ურჩიეს ამასთან დაკავშირებით დიდად არ ენერვიულა.

image



0
1657
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1657