x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სასარგებლო იდეები ავტომობილის მფლობელთათვის
image

გამოცდილ მძღოლთან მგზავრობა გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ახალბედასთან. სტაჟიანი მძღოლი რთულ სიტუაციებში არ იბნევა და სიმშვიდეს ინარჩუნებს, რაც მის მგზავრებზეც დადებითად მოქმედებს. თუმცა, ბევრმა გამოცდილმა მძღოლმაც არ იცის ეს სასრგებლო ხრიკები:

image

ძილი და ლიმონი

ძილი-მძღოლის საშიში მტერია. ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობისას საჭესთან ჩაძინების რისკი იმატებს. ძილს ზოგი ყავით ებრძვის, ძოგი ენერგეტიკული სასმლით, ზოგიც ხმამაღალი მუსიკით და ა.შ.


თუმცა, ძილთან გამკლავება შესანიშნავად შეიძლება ლიმონის საშუალებით: დაიდეთ ენის ქვეშ ლიმონის ნაჭერი და ძილზე ფიქრიც კი დაფრთხება.

რა თქმა უნდა, უსაფრთხო ადგილას გამოძინება ყველაზე კარგი საშუალებაა. სანამ ხანგრძლივ მგაზავრობას შეუდგებით, ეცადეთ კარგად გამოიძინოთ, რომ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნათ.

image

ჰაერის ცირკულირება

ზოგჯერ მძღოლები ყურადღებას არ აქცევენ იმ დამატებით ფუნქციებს, რომელთაც ჩვენი ცხოვრების გამარტივება შეუძლიათ. ამ ფუნქციებში გარკვევა კი, როცა ქარი გარედან სალონში ხვდება ან არ ხვდება-ნამდვილად ღირს. ეს საშუალებას იძლევა თავი კომფორტულად ვიგრძნოთ როგორც ზაფხულის ცხელ დღეს, ისე ზამთარში, ან მაშინ, როცა ჩვენს წინ სატვირთო მანქანა გზას ამტვერებს.


გაყინული საკეტი

გაყინული საკეტი ზამთარში ბევრ მძღოლს უქმნის პრობლემას. ამ პრობლემის გადაჭრაში სპირტის შემცველი ნებისმიერი სითხე გამოგადგებათ. უბრალოდ, წაუსვით გასაღებს, ან საკეტს და სპირტი თავის საქმეს გააკეთებს.

image

სუფთა ავტომობილი

თუ ავტომობილს თავად რეცხავთ, ერთ ხრიკს გასწავლით: წყალში თმის კონდიციონერი ჩაამატეთ და ამ ხსარით გარეცხეთ ავტომობილი. თმის კონდიციონერი ხშირად ცვილისებრ ნივთიერებას შეიცავს, რომლის წყალობითაც თქვენი ავტომობილი სა ლლონიდან გამოყვანილივით იბზინებს.


სუფთა ფარები

ფარების სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანია. მათ გაწმენდაში კბილის პასტა დაგეხმარებათ. დაიტანეთ კბილის პასტა სუფთა მშრალ ჩვარზე, ფარებს წაუსვით და შემდეგ წყლით ჩამორეცხეთ. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ თავიდან გაიმეოროთ პროცედურა.

image

სასიამოვნო სუნი

იმისთის, რომ სალონში ყოველთვის კარგი სუნი ტრიალებდეს, ბევრი მძღოლი სპეციალურ საშუალებას კიდებს, მაგრამ ეს ნივთიერებები ყოველთვის უსაფრთხო როდია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

უბრალო არომატიზატორის დამზადება თავადაც შეგიძლიათ. შეიძინეთ სასურველი ეთერზეთი, რამდენიმე წვეთი დააწვეთეთ სარეცხის ხის სარჭზე და დადეთ ავტომობილის სალონში. კეთილსურნელება გარანტირებულია.


მონეტები

იმისთვის, რომ მონეტები მუდამ ხელთ გქონდეთ და შეუფერებელ დროს არ დაიწყოთ ჯიბეებსა და საფულეში ქექვა, სასურველია მანქანაში ყოველთვის გქონდეთ პატარა კოლოფი ან მონეტების შესანახი საშუალება. ეს საშუალებას მოგცემთ დრო დაზოგოთ და ზურგსუკან ნერვული სიგნალები აიცილოთ, სანამ სასურველ მონეტას იპოვით.

image

0
421
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0