საქართველო „შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე – მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებზე ძალადობის მიზნით, გადაწყვიტეს დამატებით სხვა პირების მობილიზება“ 2020, 10 ივლისი, 23:51 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს და კ.ღ.-ს თავს დაესხნენ ნ.ც., გ.ტ., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნ.ჟ., რომლებსაც ასევე შეუერთდნენ გ.მ. და ლ.შ. და ფიზიკურად გაუსწორდნენ გ.ქ.-ს, კ.ღ.-ს და ვ.ა.-ს, რა დროსაც კ.ღ. გაიქცა თბილისის მიმართულებით, ი.ბ. დაიმალა გზის პირას არსებულ შენობაში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. გაიქცნენ დასავლეთის მიმართულებით.
თავდამსხმელების წასვლის შემდეგ გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე, დაეხმარნენ ნაცემ გ.ქ.-ს და ცდილობდნენ ქალაქ თბილისში დაბრუნებას. დაახლოებით 00:50 საათზე, მათ თავს დაესხნენ ვ.ჩ., ვ.მ., ა.ქ., ზ.ხ., ა.გ. და ნ.რ., რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა.-ს და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი, გ.ა., გ.ქ. და ვ.ა. გაიქცნენ საავტომობილო გზაზე და გადავიდნენ გზის საპირისპირო მიმართულებაზე, შემდგომ კი გზიდან მარჯვენა მხარეს არსებულ ბუჩქნარისკენ. გ.ა., ვ.ა. და გ.ქ. დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით.
ვ.მ.-მ, ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ, ზ.ხ.-მ, ა.გ.-მ და ნ.რ.-მ დაიწყეს მიმალულების ძებნა და იპოვეს ბუჩქებში დამალული გ.ა., რომელსაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება – მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილის უკანა სავარძელზე, დაუსხდნენ ორივე მხრიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს ქალაქ თბილისში, სადაც ავტომობილიდან ჩამოსვეს მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ლუკოილის“ ფირმის ავტოგასამართ სადგურთან.
2020 წლის 22 ივნისს მდინარე არაგვში აღმოჩენილი იქნა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი.
ექსპერტიზის დასკვნას ქვეყანა ოჯახთან ერთად სამ კვირაზე მეტ ხანს ელოდა.15-გვერდიან დოკუმენტში შემზარავ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი. დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. რაც იმას ნიშნავს, რომ 19 წლის ბიჭი წყალში ჩავარდნისას ჯერ კდიევ ცოცხალი იყო. სიკვდილის მიზეზის გარდა, ექსპერტებმა სხვა მძიმე გარემოებაც დაადგინეს. გიორგი შაქარაშვილს ბლაგვი საგნებით სასტიკად სცემეს. ოჯახის მიერ დაქირავებული სამედიცინო ექსპერტი თითქმის ბოლომდე იზიარებს სამხარაულის სპეციალისტების დასკვნას. ალექსანდრე გეჯაძე იმაშიც დარწმუნებულია, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები ერთი ადამიანის მიერ არ იქნება მიყენებული. ამტიცებს, რომ დარტყმები არც მუშტითაა. თუმცა მთავარი კითხვა, როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა წყალში, ისევ პასუხგაუცემელია. რა გადამწყვეტი როლი ექნება გიორგი შაქარაშვილის მკვლელის ან მკვლელების დადგენაში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ჯერ-ჯერობით უცნობია, ამ ეტაპზე სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ამ დოკუმენტს გამოძიებაზე განსაკუთრებული გავლენა ვერ ექნება. მთელ რიგ უზუსტობებზე საუბრობენ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრში. ექსპერტ მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, სამხარაულის დასკვნა სრულყოფილი არ არის, საჭიროა დანაშაულის სურათის სრულყოფილი აღდგენა. ჯიშკარიანს ეჭვი საერთოდ არ ეპარება, რომ შაქარაშვილი წყალში შემთხვევით არ გადავარდა და ის მდინარე არაგვში მიზანმიმართულად გადააგდეს. სახელმწიფო გამოძიებას შაქარაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმეში ბრალდების მუხლის დამატებისთვის სამ კვირაზე მეტი დასჭირდა. დღეიდან 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლი. 292 1-ს მოსწონს |
ისე დიდი ნიჭით ჟურნალისტობის დროსაც არ გამოირჩეოდა.
გიორგობიანი ცხელ გულზე წამოსროლილი სიტყვების გამო უნდა მოეხსნათ, რას ჰქვია საერთოდ ბრეგვაძე დაზარალებულია?
ექსპერტიზის დასკვნა ედო წინ, პროკურატურის საგამოძიებო უწყების გამოძიების შედეგი თუ რა?!
თან რატომ ამტკიცებს გიორგობიანი ერთპიროვნულად არაფერი შეიცვლებაო?
ძალიან ბევრი რამ "წამოსცდა" გიორგობიანს...
გაწირეს ლაჩრებმა ბიჭი და გაიქცნენ...
შანსი არაა ბრეგვაძეს მომხდარის მერე ასე მვიდად და დალაგებულად ესაუბრა, დავსწრებივარ დაკითხვებს და გამოცდილ კრიმინალებს უჭირთ თავის დაჭერა.
ბრეგვაძემ ისაუბრა ის, რაც დაუწერეს.
საუბრისას არც სატელეფონო საუბრისათვის დამახასიათებელი გარე ხმები ისმის, მით უფრო მცხეთაში იმ ადგილზე მეტნაკლებად მუდამ ქარია.
00 საათი და 50 წუთი - იაკობ ბრეგვაძე რეკვას უცხო ნომერზე, საუბრის ხანგრძლივობა 91 წამი. ვის ურეკავს ფოტოგრაფი, არავინ იცის. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დეტალური მონაცემებს დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ ნომერი ბაზაში არ ფიქსირდება. ამ საუბრიდან ზუსტად ხუთ წუთში ბრეგვაძის ტელეფონზე ფიქსირდება შემომავალი ზარი, საუბრის ხანგრძლივობა 81 წამი. ნომერი, რომელიც საქმის მასალებშია მითითებული, მცხეთის სამორიგეო სამსახურს ეკუთვნის.
როგორც ჩანს სამორიგეოში ბრეგვაძეს პატრულის ეკიპაჟს ერთ-ერთი წევრის გიორგი ზარიაშვილის ნომერს აძლევენ. 01 საათსა 08 წუთზე და 12 წამზე ფოტოგრაფი პატრულთან რეკავს. ესაუბრება ერთ წუთზე მეტ ხანს. ამ საუბრის დასრულებისთანავე ფოტოგრაფთან ზარი 112 დან შედის. ზარის ხანგრძლივობა 133 წამია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ჩანაწერის პირველი ნაწილი, 1 წუთი და 16 წამი დამონტაჟებულია. ამ ჩანაწერში არ ჩანს საუბრის დასაწყისი. საიდანაც მარტივად გაირკვეოდა, ბრეგვაძემ დარეკა 112-ში თუ პირიქით. ამ საუბრიდან 10 წუთში, 01 საათსა და 19 წუთზე, იაკობ ბრეგვაძის ტელეფონზე ისევ მცხეთის პოლიციის სამორიგეოდან რეკავენ და 2 წუთზე მეტ ხანს ესაუბრებიან. ეს უკვე ის დროა,როდესაც ბრეგვაძე პოლიციის მანქანაში ზის.
დაახლოებით 01 საათსა და 15-16 წუთზე, სანამ არაგვის ხიდზე გადავიდოდით, საგურამოს მხრიდან, ტყის მასივიდან მაგისტრალზე გამოვიდა ახალგაზრდა ბიჭი. ჩვენ შევუჩერეთ ავტომანქანა, ვკითხეთ ვინაობა და ჩხუბთან დაკავშირებით ხომ არ ფლობდა რაიმე ინფორმაციას. მან განგვიცხადა,რომ იყო იაკობ ბრეგვაძე, იგი იყო ინიციატორი და ასევე განმარტა, რომ მოდიოდა დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით ე.წ ავტოსტოპით. მან ასევე გვითხრა, რომ როდესაც ის იყო ქვეითად, მისგან მოშორებით შეამჩნია ქვეითად მოსიარულე რამდენიმე პიროვნება, რომელთაც შეუჩერა მიმავალმა ავტომანქანამ. ავტომანქანი