x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
20 ფაქტი,რომელიც ხსნის,თუ რატომ შორდება ზოგი წყვილი მალე, ზოგი კი სამუდამოდ ერთადაა
image


ალბათ თავში გაგიელვათ სადღაც წაკითხულმა, რომ ქორწინების ნახევარი გაყრით მთავრდება. ფსიქოლოგები კი ამტკიცებენ, რომ ეს გაბერილი რიცხვია და წყვილების 75%-ს აქვს შანსი, რომ მთელი ცხოვრება ერთად გაატარონ.


ეს ფაქტები ასე თუ ისე ხსნიან იმას, თუ რატომაა, რომ ზოგი წყვილი მალევე შორდება, ზოგი კი ბრილიანტის ქორწილს იხდის.


1. ბევრი წყვილი დარწმუნებულია, რომ ქორწილამდე თანაცხოვრება ერთმანეთის კარგად გაცნობის საშუალებაა და ქორწინებაც მყარი იქნება. თუმცა, რეალურად, ქორწილამდე თანაცხოვრება ქორწინებას ნაკლებად მყარს ხდის და გაყრის რისკს ზრდის.



2.რაც უფრო ბევრ ფულს დახარჯავს წყვილი ქორწილზე, მით უფრო დიდია გაშორების რისკი. თუ საქორწილო ბეჭედიც ძალიან ძვირია, ეს რისკი მაშინაც იმატებს.


3.სრულფასოვანი თაფლობის თვე წყვილის ურთიერთობას ამყარებს.ამიტომ, უმჯობესია ფული მოგზაურობაზე დახარჯოთ და არა მდიდრულ ცერემონიაზე.


4.ფსიქოლოგები გვირჩევენ გამოვთვალოთ დადებითი და უარყოფითი ემოციების თანაფარდობა. უარყოფითი ემოციაა-კამათი. დადებითი კი-რომანტიკული ვახშამი ან გულითადი საუბარი. მათი თანაფარდობა 5:1-ზე უნდა იყოს. ანუ ყოველ 1 უარყოფით ემოციაზე 5 დადებითი ემოცია უნდა მოდიოდეს. რაც უფრო იკლებს დადებითი ემოციების რიცხვი, მით უფრო ცუდია ეს ქორწინებისთვის.


5.ფოტოგრაფები ირწმუნებიან, რომ იმით, თუ როგორ ჭრიან წყვილები ტორტს, მათი მომავლის განჭვრეტაა შესაძლებელი. ის წყვილი, რომელიც საქორწილო ტორტის გაჭრას არასერიოზულად უყურებს და ერთმანეთს სახეზეც ათხიპნიან კრემს, მალე გაშორდება.


6. ქორწინებაში აუცილებელია პარტნიორს თავისუფლება მისცეთ. მაგრამ ასევე საჭიროა გახსოვდეთ, რომ ერთი პარტნიორის ზედმეტი აქტიურობა ოჯახის გარეთ -ქორწინებისთვის საზიანოა.


7. ერთი პარტნიორის აქტიურობა სოციალურ ქსელებში მისდამი უნდობლობას იწვევს. ბევრი ადამიანი მხოლოდ იმიტომ მიდის გაყრაზე, რომ მისი პარტნიორი დღე და ღამ ტელეფონში თავჩარგული ზის.


image


8.ადამიანები ფიქრობენ, რომ ბავშვები ქორწინებას ამყარებენ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ბავშვიან ოჯახებში კონფლიქტებიც იმატებს. მამაკაცებს კი ბავშვის გაჩენის შემდეგ ქორწინებით დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება უჩნდებათ.


9.კიდევ ერთი გავრცელებული აზრი:რაც უფრო მეტია ბავშვი, მით უფრო იკლებს გაყრის რისკიც. თუ პირველი ბავშვის გაჩენა გაყრის რისკს 30%-ით ამცირებს, შემდეგი ბავშვების დაბადება ამ მაჩვენებელზე უკვე გავლენას აღარ ახდენს. და თუმცა ბავშვებიან ოჯახებში კამათი უფრო ხშირია, გაყრის რისკი ნამდვილად იკლებს.


10.საერთო ინტერესები ადამიანების დაახლოებას თავისთავად არ იწვევენ. იმისთვის, რომ საერთო საქმემ ადამიანები უფრო დააახლოვოს, ურთიერთპატივისცემაა საჭირო. მაგალითად, არის ორი წყვილი, რომელიც კაიაკინგითაა გატაცებული, თუმცა პირველი წყვილი ამას დროის ერთობლივად და სასიამოვნოდ გატარებად აღიქვამს, მეორე წყვილისთვის კი ეს ერთგვარი გამოწვევაა, რომ ერთმანეთს უპირატესობა დაუმტკიცონ.


image


11.წყვილი, რომელიც ხშირად იყენებს სიტყვებს ჩვენ და ჩვენი, გაცილებით უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს ქორწინებაში, ვიდრე ის წყვილი, რომელიც ხშირად ხმარობს სიტყვებს: მე, ჩემი.


12.რომანტიკული კომედიების ერთობლივად ყურება კარგი საშუალებაა, რომ ერთმანეთს დაუახლოვდეთ და ოჯახური პრობლემები “უსაფრთხო ტერიტორიაზე" განიხილოთ.


13.ფსიქოლოგი ჯონ გოტმანი, რომელიც თავისი შემთხვევების 90%-ში სწორად წინასწარმეტყველებს გაშორდებიან თუ არა წყვილები, გაყრის 4 მიზეზს ასახელებს:კრიტიკია, დამცირება, თავდაცვითი პოზიცია(როცა ქმარი ან ცოლი მხოლოდ თავის სიმართლეს აღიარებს ან მსხვერპლის როლს თამაშობს) და ობსტრუქცია.


14.ქცევის ყველაზე სერიოზული სახეა დამცირება და ზიზღი, რომელიც მოსალოდნელ გაყრაზე მიანიშნებს. ეს უკიდურესად დესტრუქციული გრძნობაა, რომლის გამოც იმატებს კრიტიკა, თავდაცვითი პოზიცია და ობსტრუქცია. დამცირება იწყება საუბრის დროს თვალების მოჭუტვით და მოსაუბრისადმი გესლიანი შენიშვნებით.


15.მთავარი ვიზუალური ნიშანი, რომელიც პარტნიორისადმი აუტანლობას ახასიათებს, სახის სიმეტრიაა. თუ პარტნიორი ცალყბად, მრუდედ იღიმის ან მჭიდროდ კუმავს ტუჩებს და ტუჩის კუთხეს მაღლა სწევს, ის პარტნიორისადმი ზიზღს განიცდის.


image


16.დაქორწინებულებისთვის პრობლემები აუცილებელია. მშვიდი ცხოვრება მათთვის მოსაწყენი ხდება. ნუ შეეცდებით თანაცხოვრება მშვიდ ნავსაყუდელად აქციოთ. ეს პირდაპირი გზაა გაყრისკენ. იმისთვის, რომ კავშირი მყარი იყოს, დრო და დრო პატარა გამოწვევებს უნდა გაუმკლავდეთ.


17.ერთობლივი ხარჯები და გადასახადები კავშირს ამყარებს. წყვილები, რომელთაც საერთო საკრედიტო ვალდებულება აქვთ, 10-ჯერ უფრო იშვიათად იყრებიან.


18.სიმართლე კარგია, მაგრამ თუ ყოველთვის იმას მიახლით პარტნიორს, რაც არ მოგწონთ, თქვენი კავშირი განწირულია. უნდა უთხრათ არა ის, რა არ მოგწონთ, არამედ ის, თუ რა გაწყობთ. მაგალითად: უნდა თქვათ “მე შენგან უფრო მეტი ყურადღება მინდა" და არა “საერთოდ არ მაქცევ ყურადღებას".


19.ქონების დაგროვება ცუდად მოქმედებს ქორწინებაზე. მეუღლეები დიდ დროს უთმობენ რემონტს, მანქანებს, საყიდლებს და ერთმანეთს შორდებიან. ბედნიერ ოჯახს ჯანსაღი მინიმალიზმი სჭირდება.


image


20. ქორწინების გასამყარებლად დაგჭირდებათ ქაღალდი, კალამი და 21 წუთი წელიწადში.


მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. წყვილეი წელიწადში სამჯერ, 7 წუთის განმავლობაში ფურცელზე წერდნენ კონფლიქტებს. მთავარი პირობა კი ის იყო, რომ მათ ეს კონფლიქტი გარე დამკვირვებლის პოზიციიდან უნდა აღეწერათ და შეეფასებინათ. აღმოჩნდა, რომ ეს პრაქტიკა კავშირს ამყარებს და ქორწინებით მიღებული კმაყოფილების შეგრძნებას ზრდის.


0
244
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0