x
image
Yoona
ჟურნალმა Time 2020 წლის 10 საუკეთესო სერიალი შეარჩია
ჟურნალმა Time 2020 წლის 10 საუკეთესო სერიალი დააანონსა, რომელთა ნაწილი ეკრანზე პირველად 2020 წელს გამოვიდა. ასევე სიაშია სერიალები, რომლებიც გასულ წელს გამოვიდნენ, მაგრამ 2020 წელს ახალი სეზონი გადაიღეს.


უმჯობესია დაურეკოთ სოლს

image

IMDb: 8.7


ისტორია განსაცდელის და გამოცდების შესახებ, რომელთა გადატანა უწევს სოლ გუდმანს, სისხლის სამართალის საქმეების ადვოკატს, იმ დროს, როცა ცდილობს საკუთარი იურიდიული კომპანია ალბუკერკეში, ნიუ-მექსიკის შტატში გახსნას.


ყველაფერი უკეთესობისკენ

image

IMDb:7, 7

მარტოხელა დედის ისტორია ყოველთვის რთული და მკაცრია. თქვენ ორის საქმის შესრულება გიწევთ, რომ შვილი არჩინოთ. ამ სერიალის გმირი ქალი, სემი არ წუწუნებს, რადგან მხრებზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. მას შეუძლია სამი ლამაზი გოგონა მარტომ გაზარდოს. სემმა კარიერაში წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ პირად ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგშია.


ბეტი

image

IMDb:6, 1

სერიალი ეძღვნება გოგონების ჯგუფს, რომლებიც პირად ცხოვრებას აგვარებენ და პარალელურად მამაკაცების და უკიდურესად მტრულ სკეიტბორდინგის სამყაროში ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ.


ცხენი ბოჯეკი

image

IMDb:8, 5

სიუჟეტი ცხენის, სახელად ბოჯეკის, რომელიც ვისკს სვამს, ასევე მისი ყოფილი შეყვარებულის და მისი მეგობრის ირგვლივ ვითარდება.


როგორ მიბედავ

image

IMDb:6, 7

გოგონამ მხარდამჭერთა გუნდიდან გადაწყვიტა გამოსაშვებ საღამოს შური იძიოს ჯგუფზე, რომლებმაც ის გამორიცხეს.


მის ამერიკა

image

IMDb:7, 8

1970-იანი წლები. კონსერვატიული პარტიის აქტივისტი, ფილის შლეფლი მოულოდნელ კამპანიას იწყებს ქალთა თანაბარი უფლებების შესწორების მიღების წინააღმდეგ.


დიდებული

image

IMDb:8, 0

გაღატაკებული გერმანელი თავადის ახალგაზრდა ქალიშვილი, სოფია ავგუსტა ფრედერიკა ანგალტ-ცერბსტსკაია რუსეთის იმპერატორს პეტრე III-ს ცოლად მიჰყვება და იმპერატრიცა ეკატერინე II ხდება. სუფთა და ნათელი სიყვარულის იმედით აღსავსე გოგონა სამეფო მეუღლით იმედგაცრუებული რჩება როგორც ადამიანის, ასევე მმართველის მხრივ. სანამ ის სასახლეში წვეულებებს მართავდა, ნადირობდა, ხელქვეითების დამცირებით ერთობოდა, იმპერატრიცა გეგმებს ადგენს, თუ თავად როგორ აღჭურვოს რუსეთი.


ახალი პაპი

image

IMDb:8, 2

ლენი ბელარდო კომაში ჩავარდა. ასე რომ, კარდინალს ახალი პონტიფიკის არჩევა მოუწია. რომელიც იოანე პავლე მესამე გახდა.


შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ

image

IMDb:7, 3

ცნობილი მფრინავი და იზოლაციის მომხრე ჩარლზ ლინდბერგმა 1940 წელს არჩევნები მოიგო და აშშ=ს ახალი პრეზიდენტი გახდა. ლინდბერგის მოსვლასთან ერთად ქვეყანაში ანტისემიტიზმი იზრდება. პრეზიდენტი საჯაროდ ადანაშაულებს ებრაელებს, რომ ისინი ნაცისტურ გერმანიასთან ქვეყნის ომში ჩაბმას ცდილობენ და ჩაურევლობის შესახებ ადოლფ ჰიტლერთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. სანამ რადიოთი ლინდბერგის ხმამაღალი გამოსვლები ისმის, ახალგაზრდა ფილიპ როტი, მისი ოჯახი და ახლობლები შიშით აკვირდებიან, თუ როგორ ემზადება ახალი პრეზიდენტის იდეოლოგია მათი ცხოვრების გასანადგურებლად.


ცხოვრება

image

IMDb:7, 1

დები, ემა და ლინი ლოს-ანჯელესში ცხოვრობენ. ერთხელ გარემოებები დებს აიძულებთ, რომ დაუბრუნდნენ რაიონს, სადაც გაიზარდნენ. აქ გოგონებს წარსულთან უსიამოვნო შეხვედრა და დედის შესახებ შოკისმომგვრელი სიმართლის გაგება ელოდებათ.


ასევე დაგაინტერესებთ:

14 ფილმი, რომელთა შექმნისთვის ფული დაზოგეს, მაგრამ მათ ნამდვილი ფურორი მოახდინეს

image

10 საუკეთესო რომანტიკული ფილმი კინოს ისტორიაში

image

10 ფსიქოლოგიური ფილმი, სადაც ჩაკეტილ სივრცეში ნამდვილი საშინელება ხდება

image

ტოპ 6 კორეული რომანტიული ფილმი

image

საჭირო დროს საჭირო ადგილას: როგორ გახდნენ ცნობილები შარლიზ ტერონი, ჯონი დეპი და სხვა ვარსკვლავები

image

0
602
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
602