საქართველო თურქეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ბინალი ჩამქოზი საქართველოშია 2020, 4 ივნისი, 22:05 დაბადებული ერზრუმში 1983 წელს, ბინალი ჩამქოზი იყო 16-წლიან პატიმარობაში, მაგრამ მისი სასჯელი უზენაესი სასამართლომ არ დაამტკიცა, ამიტომ 78 პროცენტიანი ინვალიდი, ბინალი ჩამგოზი ციხიდან გაათავისუფლეს, ადვოკატის აისუნ ფაკო სანმეზის ძალისხმევით. მას სასჯელი მოეხსნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ბინალი ჩამქოზი, რომელიც იარაღით დაშავდა 2008 წელს წელისგან პარალიზებული დარჩა. თურქეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფება "ჯაჭვის" ლიდერი თავისუფალია და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ბინალი ჩამქოზი, ჩვენს ქვეყანაში 2019 წლის აგვისტოში შემოვიდა. როგორ მოხვდა თურქული მხარის მიერ ძებნილი პირი საქართველოში არავინ იცის. მაგრამ ფაქტია, რომ მას საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთავს. პირისთვის კი, რომელიც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილება, ყველაზე მარტივი გზა საქართველოში უკანონოდ შემოსასვლელად, თურქეთი-მარადიდის საზღვარია.
501 შეფასება არ არის
|