x
image
თათიაა
ანეკდოტები
image
1. - რა გითხრა შენმა ცოლმა, როცა დაგინახა, როგორ კოცნიდი მეზობლის ქალს?

- შენ წარმოიდგინე, არაფერიც არ უთქვამს. ის ორი კბილი კი ისედაც ამოსაღები მქონდა.


2. - სატვირთო მანქანიდან გადმოვარდა მორი და მსუბუქ მანქანას დაეცა. ავტომანქანიდან ქალი დაგმოვიდა და ატირდა:

- ჩემი ქმარი არაფრის გულისთვის არ დამიჯერებს, რომ ხე მე დამეტაკა და არა პირიქით.



3. ცოლი ქალაქგარეთ წავიდა და ქმარს დაურეკა:

- ჩვენი ფისო როგორ არის?

- ფეხები გაფშიკა!

- რა საშინელებაა! ნუთუ არ შეგეძლო ეს ამბავი უფრო დელიკატურად გეცნობებინა. მაგალითად, ჯერ გეთქვა, რომ იგი სახლის სახურავზე იჯდა. მერე მეტყოდი - გადმოვარდა და დაიმტვრაო. გაიგე?

- შესანიშნავად.

- დედაჩემი როგორ არის?

- სახურავზე ზის საყვარელო.

0
40
2-ს მოსწონს
ავტორი:თათიაა
თათიაა
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0