x
მეტი
  • 01.12.2024
  • სტატია:138582
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512244
უკვე ცნობილია, ვის არ უნდა ეშინოდეს COVID-19 –ის

კლინიკა Charite–ს (ბერლინი) მეცნიერებმა 2 ტიპის უჯრედების კვლევა ჩაატარეს: ერთში ინფექციისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების უჯრედები იყო, ხოლო მეორეში, — იმ ადამიანების უჯრედები, ვისაც COVID-19 არა ჰქონია. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ თუ წარსულში ადამიანს კორონავირუსის რომელიმე სახეობა* აქვს გადატანილი, მას შეიძლება, იმუნიტეტი COVID-19–ზეც ჰქონდეს. ინფორმაცია აღნიშნული კვლევის შედეგების შესახებ, გერმანელმა ვირუსოლოგმა კრისტიან დოსტენმა გაავრცელა.

«კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანების 34%, რომლესაც ახალ SARS-CoV-2–თან შეხება არა ჰქონიათ, რეაქტიული Т-უჯრედები აღმოაჩნდათ, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ვირუსთან ბრძოლის, ე. წ. შეძენილი იმუნიტეტის ფორმირების საქმეში», — განაცხადა მეცნიერმა.


image


* COVID-19–ის ვირუსი კორონავირუსების ოჯახს ეკუთვნის, რომელიც გასული საუკუნის 60–იანი წლებიდან არის ცნობილი. იმ დროს, ვირუსი ძირითადად პატარა ბავშვებს, მოხუცებს და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს ეყრებოდათ და ხშირ შემთხვევაში, ავადმყოფობა ყოველგვარი გართულების გარეშე, მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა.

დღეისთვის, კორონავირუსების 39 სახეობაა ცნობილი და თითოეულში, შეიძლება, ვირუსის ათობით და ასობით შტამი შედიოდეს. გარდა ამისა, კიდევ არსებობს კორონავირუსობის კანდიდატობის 10 სახეობა (ამჟამად, ვირუსოლოგები კვლევას ატარებენ იმის გასარკვევად, შეიძლება, თუ არა, ამ ვირუსების კორონავირუსების ოჯახისთვის მიკუთვნება). ისე, როგორც კორონავირუსების სხვა სახეობებს, ამ ვირუსებსაც პატრონების ფართო სპექტრი გააჩნიათ, ფრინველებსა და ცხოველებს შორის, რომლებშიც ისინი სასუნთქი სისტემის და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს იწვევენ.

ადამიანებთან კორონავირუსი ცხოველებისგამ მოდის. ასე, მაგ., 2002—2003 წწ. ატიპიური პნევმონიის SARS-CoV ვირუსი, ღამურებისგან ჯერ მუსანგებს გადაედოთ, მათ ფრინველებს გადასდეს, ფრინველებმა კი – ჩვენ.

კიდევ ერთი კორონავირუსი, რომელიც ახლოაღმოსავლეთში რესპირატიული სინდრომის აფეთქებით გავიცნით და რომლის პირველი შემთხვევა 2012 წელს საუდიის არაბეთში დაფიქსირდა, — MERS-CoV სახელით არის ცნობილი. ეს ვირუსიც ჩვენთან ღამურებისგან მოვიდა. ხოლო შუამავალი, ამ შემთხვევაში, ერთკუზიანი აქლემი იყო. აღნიშნული ვირუსით ინფიცირებულთა მესამედი დაიღუპა. თუმცა, დღევანდელი ვირუსისგან განსხვავებით, ადვილად არ ვრცელდება — მისი გამოჩენიდან, მიმდინეარ წლის დასაწყისამდე, დაავადების მხოლოდ 2 500–მდე შემთხვევა არის რეგისტრირებული.

სავარაუდოდ, ახალი SARS-CoV-2 ვირუსიც ჩვენთან ღამურებისგან მოვიდა. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით, კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

უკვე ჩამოთვლილი ვირუსების გარდა, ამ საუკუნეში ადამიანებს შორის გავრცელებული, კიდევ 4 სახეობის კორონავირუსი არის ცნობილი, რომელთა შორის, – HCoV-229E და HCoV-OC43, ატიპიურ პნევმონიამდე იყო ცნობილი. ხოლო, დანარჩენი 2 — HCoV-NL63 და HCoV-HKU1, 2004 – 2005 წლებში აღმოაჩინეს. აღნიშნული ვირუსები მხლოდ მსუბუქი გაციების სიმპტომებს იწვევს და სერიოზული გართულების შემთხვევა რეგისტრირებული არ არის. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსული ინფექცია საკმაოდ ხშირი მოვლენაა და მის ანგარიშზე, მსოფლიოში, სეზონური გაციებების 15—30% მოდის.

ასე, რომ, კორონავირუსის რომელიმე სახეობა, იოლ ფორმებში, შესაძლებელია ნებისმიერ ჩვენგანს გადატანილი ჰქონდეს (ამის დადგენა ანალიზით შეიძლება) და თუ გერმანელი მეცნიერების კვლევას ვენდობით, — COVID-19 აღარ შეგვხვდება.

imageimageimage* ყველაზე ცუდი წელი კაცობრიობის ისტორიაში

* რა უნდა გავაკეთოთ, რომ მრავალჯერადი გამოყენების პირბადე უსაფრთხო იყოს (გარეცხვა საკმარისი არ არის)


* დასახელდა ინფიცირებული ადამიანისგან ვირუსის გადადების ყველაზე სახიფათო პერიოდი

0
2278
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0