x
დიხაშ კოჩი (მეგრ.) – „მიწის კაცი“

დიხაშ კოჩიავსული ჯუჯა მეგრულ მითოლოგიაში. ტანით პატარა, ჭინკისტოლა, მაგრამ ძალ-ღონიანი მიწის კაცი ადამიანის მსგავსი წითური ფერის არსებაა, რომელიც ვერტიკალურად ვერ დადის, ოთ-ხზე დგას და ნელ-ნელა დაღოღავს; ცხოვრობს მიწისქვეშა გამოქვაბულში, საიდანაც პერიო-დულად ამოდის და დასახლებულ პუნქტებს სტუმრობს, იმალება ეზოებში და მალულად ძროხასა და თხას წველის, ჩნდება სასოფლო გზებსა და ბილიკებზე;

დიხაშ კოჩიქვეითად მიმავალთ ფეხებშუა უძვრება და ცდილობს წააქციოს; თუ მხედარს შეხვდა, აღვირს წაავლებს ხელს და ცხენს ფეხის გადადგმის საშუალებას არ აძ-ლევს;

დიხაშ კოჩიშეშინებულ მგზავრს ჭკუიდან შლის; იკ-ვებება ძროხისა და თხის რძით.

როცა ადამიანს უნებური შიში იპყრობს, მეგრელები გარეთ გადგამდნენ ყველჩაფ-შვნილ რძეს ჯამით – „მიწის კაცის ულუფას“ (დიხაშ კოჩიშ თია) – და ავსულს დაშორებას თხოვდნენ.


0
120
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0