სხვა სერღოვი „წყლის თა-ვი“ 2020, 23 აპრილი, 12:43 წყლის დემონი მთის ებრაელთა რწმენა-წარმოდგენების მიხედვით; არის ჰაეროვანი, თოვლივით თეთრი ქალწული; ცხოვრობს სას-მელ წყაროსთან, დასახლებული პუნქტის ფარგლებში; მთვარიან ღამეში შადრევანზე ზის და წყალს იცავს, რათა იგი ადამიანებმა არ დააბინძურონ. ზოგჯერ სერღოვი ახალგაზ-რდებს იტყუებს და წყალში ახრჩობს, მოხუცებს კი არ ვნებს. ხალხის რწმენით, სერღოვს ფოლადის ეშინია და მის დანახვაზე გარბის; ამიტომ როცა ღამით წყალზე მიდიან თან მი-აქვთ ფოლადის რაიმე საგანი, რომელსაც შედ-რევნის თავზე აქნევენ; ქალებისა და მამაკაცე-ბის უმრავლესობა დიდ თითზე ფოლადის ბეჭდს ატარებს. ბნელ ღამეში სერღოვი შავი ღრუბლის სახით გარდაიქმნება და წყლის ზე-დაპირზე განიფინება. 26 შეფასება არ არის
|