x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სექსუალური ფობიები , რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ
image


სექსუალური ფობიები წარმოადგენს უსაფუძვლო აკვიატებული შიშის მდგომარეობას, რომელსაც თან ახლავს მაღალი ფსიქოემოციური დაძაბულობა, რომელიც იწვევს სექსუალურ ცხოვრებაში გართულებებისგან დაცვითი რეაქციის განვითარებას ნებისმიერი საბაბით სექსუალურ კონტაქტზე უარის თქმის გზით, სექსუალური ცხოვრების სრულ შეწყვეტამდე.


ყველაზე ხშირად გვხვდება სექსუალური ინიციაციის ფობია (სექსუალური ცხოვრების დაწყების შიში), რომელიც აღენიშნება ავადმყოფთა 11%, რომლებიც იტანჯებიან რაიმე სახის ფობიებით. ზოგიერთი ავტორის აზრით, სექსუალური ინიციაციის ფობია ეს არის ფსიქიკის ისეთი პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენა როგორიცაა დეპერსონალიზაციის შიში.


ქორწინებაში სექსუალური ფობიების წარმოქმნის გავრცელებულ მიზეზებს განეკუთვნება მეუღლის აგრესიული ქცევა, ერთ–ერთი პარტნიორის მხრიდან დევიაციური სექსუალური ქცევა. ამასთანავე, ფობია ყალიბდება დაცვითი რეაქციის განვითარების მექანიზმის მიხედვით. სექსუალური ფობიის სხვა გავრცელებულ ვარიანტებს განეკუთვნება: იმპოტენციის შიში, გამოფობია, სქესობრივი ცხოვრების დაწყების შიში, დეფლორაციის შიში. სექსუალური ფობიის უკანასკნელი ტიპი ხშირად იწვევს ვაგინიზმის განვითარებას ქალებში.



მწვავე სექსუალური მდგომარეობის შიში – ეს არის მოულოდნელად წარმოქმნილი და დინამიურად მზარდი შიშის მდგომარეობა, დაკავშირებული მღელვარებასთან ან მოულოდნელ დეზადაპტაციასთან სექსუალური კონტაქტის პროცესში. ის შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე წუთიდან რამოდენიმე დღემდე და თან ახლდეს მოუსვენრობა (პანიკის ჩათვლით)და ვეგეტატიური აშლილობები. მაგრამ ამ მოვლენებს შეუძლიათ ჰქონდეთ უფრო ხანგძლივი ხასიათი, მაგალითად მოგვევლინონ როგორც ფსიქიკური დაავადების ერთ–ერთი გამოვლინება.შესაძლოა მათი გამოჩენა პერიოდულად, მათ შორის ახლდნენ ორგანიზმის ფუნქციის დროებით დარღვევებს (ფსიქიკური და ჰორმონალური კრიზები, ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა) კულტურულად განპირობებული შიშის სექსუალური მდგომარეობა ჩნდება, კულტურის სპეციფიური ზეგავლენის შედეგად, რომელიც იწვევს მღელვარებას, შიშს, ან საშიშროებას უქმნის სუბიექტის ინდივიდულურ სექსუალურ ქცევას.


image


კეხრერის სინდრომი - სინდრომი ვლინდება სხვადსხვანაირი ფსიქოსომატური აშლილობების თანმიმდევრული ზრდის სახით სექსუალურად დაუკმაყოფილებელ ქალებში - ფსიქომოტორული აღგზნების, გაღიზიანების, გამონადენების მოზღვავებით, მუცლის ქვემოთ ტკივილების, საშოს სიმშრალის, მენჯის ვენების გაფართოების, კუჭის მოქმედების აშლილობის, მენსტრუალური ციკლის დარღვევის და ა.შ. სახით.


მოჩვენებითი ანორგაზმიის სინდრომი - აღნიშნული სინდრომის არსებობობის შემთხვევაში ქალი რომელსაც შეუძლია მიაღწიოს ორგაზმს, შეუძლია მისი მიღება მხოლოდ კლიტორის ეფექტური სტიმულაციისას. მაგრამ ასეთი ხერხი აღიქმება ქალის მიერ როგორც „არასწორი“ რაც იწვევს მის აცილებას მიიღოს ასეთი სახის აღგზნება. ქალთა შორის ეს სინდრომი არის გავრცელებული, როგორც სექსუალური დარღვევების სახეობა.


სექსუალური ობიექტის განურჩევლობის სინდრომი - ეს სინდრომი ვლინდება სუბიექტის სექსუალური მოთხოვნილებების დაკმყოფილების სხვადასხვა სექსუალურ ობიექტებთან კონტაქტების გზით. ყველაზე აქტუალური ამ პირებისათვის არის ის ობიექტი, რომელიც ყველაზე მეტად ხელმისაწვდომია არსებულ მომენტში და მისი სექსუალური მიმზიდველობა ელემენტალურად საკმარისია სქესობრივი აღგზნებულობის საჭირო დონის განვითარების უზრუნველყოფისათვის. პრაქტიკულად პირები, დაავადებულები ამ სინდრომით ასრულებენ სექსუალური მოქმედებების შესაძლო ფორმების მთლიანი მრავალსახეობებს როგორებიცაა პედოფილური, ჰეტერო-ჰომოსექსუალური, ინცესტური, ზოოფილური და სხვა სექსუალური კონტაქტი. აქედან გამომდინარე მათი სექსუალური ქცევა არის პოლიდევიანტური.


აღნიშნული სინდრომის მქონე სუბიექტების პიროვნება ხასიათდება იმპულსურობით, სექსუალური რეაქტიულობის ზღვარის დაქვეითებით(აღგზნება დგება სწრაფად, მისი დონე მაღალია) სექსუალური ქცევა კონტროლდება უმნიშვნელოდ, ან საერთოდ არ ექვემდებარება კონტროლს. ყოველი სექსუალური ობიექტი განიხილება მხოლოდ ფანტომის კონტექსტში სქესობრივი აღგზნების რეალიზაციისათვის. ამ სინდრომის არსებობა აღინიშნება პიროვნების პათოლოგიური განვითარების სუბიექტებში ფსიქოპათოლოგიურად დაავადებულებში და დეგრადირებულ ალკოჰოლიკებში.

0
759
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
759
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0