x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული საშინელებათა ფილმები

image


თანამედროვე საშინელებათა ფილმებს უმრავლესობა, სპეციალურად დადგმული ეფექტების გამო, ხშირ შემთხვევაში, გაღიზიანებას იწვევს. გარდა ამისა, ბოლო დროს, ასეთი ფილმების სიუჟეტიც შაბლონური და მოსაწყენია.

მაგრამ არსებობს საშინელებათა ფილმები, რომლის გამოყოფა ცალკე კატეგორიად შეიძლება. ეს რეალურ ფაქტებზე გადაღებული კინოპროდუქციაა და უნდა ითქვას, რომ ხან ისეც ხდება, რომ რეალობა ისეთივე საშინელია, როგორც ნებისმიერი ფანტაზია...

აქ სწორედ, რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ საშინელებათა ფილმების წარმოგიდგენთ:


«ზოდიაქო» (Zodiac), 2007 წ.image


ფილმი მოგვითხრობს, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი მანიაკის დაჭერის მცდელობებზე, რომელიც პოლიციას პრესის საშუალებით ეკონტაქტებოდა.

ფილმის სიუჟეტი მეტად დაძაბულია და ამ ჟანრის ფილმების მოყვარულების ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.


«ანაბელი» (Annabelle), 2014 წ.image


მამაკაცმა მეუღლეს ანტიკვარული თოჯინა აჩუქა. რომელიც, მისი აზრით, ძალიან საყვარელი იყო. მაგრამ, როგორც ფილმის სიუჟეტიდან ირკვევა, ამის გაკეთება, ნამდვილად არ ღირდა...


«ჯოჯოხეთიდან» (From Hell), 2001 წ.image


რადგან მანიაკი "ზოდიაქო" იყო ნახსენები, ამ პიროვნებისთვის გვერდის ავლა ნამდვილად არ შეიძლება. ამ ფილმში მოთხრობილია, კიდევ ერთ საქვეყნოდ ცნობილ მანიაკზე, – ჯეკ მფატრავზე, რომლის დაჭერა პოლიციამ ვერაფრით შეძლო...


«მეზობელი გოგონა» (The Girl Next Door), 2004 წ.image


ძალიან მძიმე ისტორიაა და უნდა აღინიშნოს, რომ სუსტი ნერვების პატრონისთვის, მისი ნახვა რეკომენდებული არ არის.

ფილმი სილვია ლიკენსის ინტერპრეტირებული ისტორიაა, რომელიც გერტრუდა ბანიჩესკის მეურვეობის ქვეშ აღმოჩნდა. გერტრუდა კი, არ იყო ბედნიერი ოჯახის ამგვარი გაზრდით და გოგონაზე ძალადობდა.



«მთვარის შუქი» (In the Light of the Moon), 2000 წ. image


ეს ედ გეინის რეალური ისტორიაა, რომელიც უფრო საშინელია, ვიდრე ზოდიაქოს და ჯეკ მფატრავის ისტორიები...


«ცოცხლად დამარხული» (Buried), 2010 წ. image


ბევრ ადამიანს ცოცხლად დამარხვის შიში აქვს. ეს ფილმი დაფუძნებულია იმ ადამიანების ჩვენებებზე, რომლებსაც არ გაუმართლათ და ცოცხლად დამარხეს, მაგრამ გადარჩენა შეძლეს...


image

არხის სხვა სიახლეები:


* "უადგილო" არტეფაქტი – გზა ატლანტიდისკენ

* დროის პორტალის გავლით – ადამიანები სხვა ეპოქიდან

* დედამიწა მაღალგანვითარებული ცივილიზაციების კარიერი იყო?!

* იდუმალი და სახიფათო კარი და საცავი მსოფლიოში

* ყველაზე საინტერესო ფაქტები ევროპის ქვეყნების შესახებ

* 20 ნაკლებად ცნობილი და უცნაური ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ

* აღმოჩენილია პლანეტა, რომლიდანაც დედამიწაზე სიცოცხლე გავრცელდა

* მიწისქვეშა ცივილიზაციებმა შესაძლოა თავი გაამჟღავნონ



0
97
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0