x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ალკატრასის ციხის საშინელებები

მსოფლიოში ბევრი უარყოფითი რეპუტაციის ნაგებობაა, რომლის შესახებ ჭორები დადის. მათ შორის, განსაკუთრებული ადგილი ციხეებს უკავია. ციხის მსჯავრდადებულები, ხშირად, სასტიკი ბოროტმოქმედები არიან და სასჯელს საკუთარი ბოროტი ქმედებებისგან იხდიან. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მათი ციხეში ყოფნა, ჯოჯოხეთში მოხვედრას უფრო ჰგავს — ძალადობა, წამება და სიგიჟე, ჩვეულებრივი მოვლენები იყო ზოგიერთ სამართალაღსრულების დაწესებულებებში. ამ მხრივ, ყველაზე ცნობილი, ალკატრასი იყო.


image


სამხედრო ციხე კუნძულ პელიკანზე, სან–ფრანცისკოს ყურეში, XIX საუკუნის შუა წლებში ააშენეს. 1934 წ. არმიამ კუნძული ფედერალური ცენტრალური ციხის ადმინისტრაციას გადასცა, იქ მკაცრი რეჟიმის ციხის შესაქმნელად. ალკატრასი უნდა გამხდარიყო, პატიმრებისთვის, მინიმალური კომფორტის ციხედ, ხოლო, მომსახურე პერსონალისთვის — ადგილად, მაქსიმალური უსაფრთხოების ხარისხით... და მასში სასჯელი, ამერიკის ყველაზე საშიშ დამნაშავეებს უნდა მოეხადათ.

მიუხედავად იმისა, რომ ციხიდან გაქცევის მცდელობა 14–ჯერ იყო, რთული პირობების და კლდოვანი რელიეფის გამო, მისი დატოვება ვერც ერთმა პატიმარმა ვერ შეძლო. გარდა ამისა, კუნძულზე ბევრი მცველი იყო (3 მსჯავრდადებულზე, 1 ოფიცერი მოდიოდა), რომლებიც პატიმრებს თვალს არ აცილებდნენ.

ალკატრასში მოჩვენებების არსებობის ისტორიები უკვე რა ხანია არსებობს. მათ შორის, პირველი, მანამდე გაჩნდა, ვიდრე ამ ადგილზე ციხე აშენდებოდა. გადმოცემით, კ. პელიკანს ინდიელები დამნაშავეების განდევნისთვის იყენებდნენ. მათი რწმენის თანახმად, კუნძულზე ბოროტი სულები და დემონები ცხოვრობდნენ.

ბევრი ადამიანი საუბრობდა, საფრთხის და პანიკის გრძნობაზე, რომელიც მათ ციხის გარკვეულ ნაწილებში უჩნდებოდათ. პატიმრები კი, ხშირად ამბობდნენ, რომ მათ, ღამ–ღამობით, ციხის დერეფნებიდან კივილის და კვნესის ხმები ესმოდათ. დღეს ციხეში მუზეუმია და როგორც ამბობენ, ასეთი ხმები, მისი თანამშრომლები, ტურისტები და მკვლევარებსაც ესმით. ხოლო, ციხის დერეფნებში, ლურჯი სინათლეები და უცნაური უფორმო ჩრდილებია შემჩნეული.

გარდა ამისა, მუზეუმის დაცვის სამსახურის თანამშრომლები, დაკეტილი ოთახებიდან გამომავალი ხმების და სამოქალაქო ომის დროინდელ, ადამიანების მოჩვენებებზე საუბრობენ, რომლებიც დერეფნებში დადიან. ბრიტანელების გარდა, ასევე შემჩნეულები იყვნენ, ინდიელ მებრძოლთა მოჩვენებებიც.


image


ყველაზე საშიში დამნაშავეები D ბლოკში ისხდნენ, რომელშიც 6 იზოლირებული კამერა იყო. ციხის ამ ნაწილშიც, შეიძლება ხმების და ხშირ შემთხვევაში, ჩურჩულის მოსმენა.

გასული საუკუნის 40–იან წლებში, პატიმარმა რომელიც საკანში მარტო იმყოფებოდა, ციხის დაცვას შეატყობინა, რომ ის აშკარად მარტო არ იყო. მისი სიტყვებით, ეს ადამიანი კი არა, «რაღაც» იყო, რომლის რაობის განსაზღვრაც მას არ შეეძლო — ის მუქი ფიგურა იყო, წითელი თვალებით. ციხის თანამშრომლებმა პატიმრის ნაამბობი არასერიოზულად მიიღეს და მიუხედავად ყვირილისა, რომელიც მისი კამერიდან ღამე ისმოდა, პატიმრის დასახმარებლად არ მივიდნენ... დილით კი, მისი უსიცოცხლო სხეული ჩაკეტილ კამერაში აღმოაჩინეს, რომელსაც კისრის მიდამოებში, დახრჩობის კვალი აღენიშნებოდა.

D ბლოკის სარდაფში კარცერები იყო, რომელშიც ყველაზე აგრესიული პატიმრები ჰყავდათ. ციხის თანამშრომლებისთვის ზიანი რომ არ მიეყენებინათ, ისინი კედლებზე იყვნენ ჯაჭვებით მიბმულები. დღეს, ყველაზე მეტი პარანორმალური მოვლენა, სწორედ ამ ადგილზე ფიქსირდება. იქ მოხვედრის შემდეგ, ადამიანები თავს ცუდად გრძნობენ, აღენიშნებათ პანიკის შეტევები, ჰაერის უკმარისობა და თავბრუსხვევა. ხოლო, «მოჩვენებებზე მონადირეებმა», იქ გაურკვეველი წყაროდან მომავალი იდუმალი ხმების ჩაწერა არაერთხელ მოახერხეს.


image


ალკატრასში სასჯელს ცნობილი ამერიკელი განგსტერი "ალ" კაპონეც იხდიდა. ციხეში მოხვედრიდან, რამდენიმე თვის შემდეგ, მან ციხის დაცვას შეატყობინა, რომ მისი ერთ-ერთი მსხვერპლის, ჯეიმს კლარკის სული მოსვენებას არ აძლევდა. ის თვლიდა, რომ კლარკის მოჩვენება ალკატრასში, მასთან ერთად მივიდა. ციხეში ყოფნის დროს, კაპონე, გულის გადასაყოლებლად, ბანჯოზე (გიტარის მსგავსი სიმებიანი საკრავი) უკრავდა... დღეს კი, ტურისტები ირწმუნებიან, რომ ცნობილი განგსტერის ყოფილი საკნიდან, ამ ინსტრუმენტის ხმა ესმით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სული ალკატრასში «სეირნობს» და «ერთობა».

1963 წ. გენერალურმა პროკურორმა რობერტ კენედიმ ალკატრასის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ოფიციალური ვერსიით, ციხის დახურვის მიზეზი პატიმრების შენახვის სიძვირე იყო — კუნძულზე ყველაფერი მატერიკიდან შეჰქონდათ, რაც ციხის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდიდა. გარდა ამისა, ალკატრას რემონტიც ესაჭიროებოდა, რაც ხაზინას 3 – 5 მლნ. დოლარი უჯდებოდა. იმ დროს კი, ეს საკმაოდ სოლიდური თანხა იყო.


imageალკატრას უკანასკნელი 27 პატიმარი ტოვებს. 1963 წ. 21 მარტი



image

არხის სხვა სიახლეები:


* ცნობილი ადამიანების უცნაური და მავნე ჩვევები

* შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა

* 5 საინტერესო ფაქტი ყველაზე ცნობისმოყვარულთათვის

* ჩუმი, სახიფათო და ყველაზე დიდი გველი მსოფლიოში

* 25 საოცარი ფოტო, ფოტოშოპის გარეშე

* რატომ არის ლომი "ცხოველთა მეფე"? – კითხვაზე პასუხი

* ქალმა კვერცხი იპოვა და საკუთარ სხეულზე 35 დღე ატარა...

* 20 კურიოზული ისტორიული ფაქტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ


0
433
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
433
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0