x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლეგენდარული "ჟიგული" 50 წლისაა

image

60-იანი წლების შუა ხანებისთვის საბჭოთა კავშირი მასობრივად ძირითადად სამი მარკის მსუბუქ ავტომობილს აწარმოებდა: "ვოლგა"(საშუალო კლასი) "მოსკვიჩი"(მცირე კლასის მე-2 ჯგუფი) და "ზაპოროჟეცი"(მცირე კლასი), იყო კიდევ წარმომადგენლობითი კლასის სამთავრობო ავტომობილები, რომლებიც მცირე ტირაჟით მზადდებოდა.


50-იანი წლების ბოლოს მსოფლიოში იწყება ნამდვილი საავტომობილო ბუმი, რა დროსაც ავტომობილი უკვე აღარ ითვლებდოდა "ფუფუნების საგნად", ამ ფონზე საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა შეექმნა ნამდვილი სახალხო ავტომობილი, იყო ამის მცდელობა "ზაპოროჟეცის" სახით, რომელმაც სრული ფიასკო განიცადა, 1964 წლიდან იწყება საზღვარგარეთ პარტნიორების ძებნა, შეისწავლეს გერმანული "ფოლკსვაგენი", ფრანგული "რენო" და იტალიური "ფიატი", სწორედ ამ უკანასკნელზე შეჩერდა არჩევანი.

image


1966 წელს იტალიურმა კომპანია "ფიატმა" და საბჭოთა "ვნეშტორგმა" ხელი მოაწერა ხელშეკრულებას მსუბუქი ავტომობილის ერთობლივ წარმოებაზე, საბჭოთა ინჟინრების ჯგუფი ამავე წელს ჩავიდა პირველად ტურინში და გაეცნენ ავტოკონცერნის პროდუქციას.არჩევანი შეაჩერეს "ფიატ"-124-ზე, რომელიიც ერთი წლის შემდეგ დასახელდა ევროპაში "წლის საუკეთესო ავტომობილად", პირველი პრობლემა, რასაც გადააწყდნენ საბჭოთა ინჟინრები, ის იყო რომ, რაც იტალიის და ევროპის გზებისთვის იყო გათვალისწინებული, ვერ მოერგებოდა საბჭოთა მოუწყობელ ინფრასტრუქუტურას, გზებს და მკაცრ ზამთარს.


საბოლოოდ Fiat 124-ისგან განსხვავებით საბჭოთა და იტალიელმა ინჟინრებმა 800-მდე შესწორება შეიტანეს ავტომობილის კონსტრუქციაში, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორიცაა უკანა ნაწილში დოლურების მექანიზმები, (რომელიც კარგად იტანდა ცუდ გზას)კარდანი, ანჯამები და მრავალი სხვა.

image


პარალელურად გადაწყდა ახალი მსხვილი ავტოქარხნის აშენება, განხილული იყო 54 სამშენებლო ადგილი მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, საბოლოოდ შეირჩა ქალაქი ტოლიატი, სადაც 1966 წლის ივლისში დაიწყო კიდეც ქარხნის მშენებლობა.

image

პირველი ავტომობილის "ჟიგული"–ვაზ-2101-ის გამოშვება დაგეგმილი იყო ლენინის 100 წლისთავისთვის, 1970 წლის 22 აპრილს, თუმცა პირველი 6 ავტომობილი კონვეირიდან 19 აპრილს გადმოვიდა, ხოლო წლის ბოლომდე ტოლიატის ქარხანამ 21 530 ავტომობილი გამოუშვა.

image

აღსანიშნავია, რომ თავიდან ახალ ავტომობილს საბჭოთა მომხმარებელი საკმაოდ უნდობლად შეხვდა, დადიოდა ათასგვარი ჭორები, თუმცა სულ მალე ავტომოყვარულები დარწმუნდნენ, რომ ავტომობილი საკმაოდ კომფორტული, უხმაური, რბილი და სხარტი იყო.1974 წლისთვის ავტომობილის ტირაჟი უკვე 400 000-მდე გაიზარდა.


ვაზ-2101 1988 წლამდე გამოდიოდა, რომლის საერთო ტირაჟმა 4, 8 მილიონი შეადგინა, 01-ის პარალელურად შეიქმნა ვაზ-2102(უნივერსალი), შემდეგ კი მის ბაზაზე გაუმჯობესებული ვერსიები:03, 06, 05, ყველგანმავალი "ნივა"–ვაზ 2121 და ა.შ.


"ჟიგული/ფიატ-124-ს მსოფლიოს ყველა დროის გაყიდვად ავტომობილების სიაში საპატიო მე-4 ადგილი უკავია(23 მილიონამდე)



ამ ავტომობილის საკუთარ ვერსიებს კიდევ მრავალი ქვეყანა ამზადებდა-SEAT 124-ესპანეთი, Fiat-KIA 124-სამხრეთ კორეა, Premier 118N- ინდოეთი, TOFAŞ Murat 124 თურქეთი და ა.შ.

imageფოტოზე: სამხრეთ კორეული Fiat-KIA 124

1
895
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
895
  
2020, 5 მაისი, 3:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1