x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
უზუსტესი ტესტი: როგორ მამაკაცთან დაგაკავშირებთ ბედისწერა?
image


ნე­ბის­მი­ე­რი გო­გოს სურ­ვი­ლია იცო­დეს, თუ ვის და­ა­კავ­ში­რებს ბედი სა­მო­მავ­ლოდ და მა­ინც, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მისი "პრინ­ცი". ამი­ტომ, ეს ტეს­ტი მხო­ლოდ ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი და მისი მეშ­ვე­ო­ბით სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ი­გონ რო­გო­რი პარტნი­ო­რი შე­ე­ფე­რე­ბათ და რა თვი­სე­ბე­ბით იქ­ნე­ბა შემ­კუ­ლი მათი რჩე­უ­ლი.


წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი თქვენ­თვის სა­ხე­ლო­ბით, ექ­სკლუ­ზი­ურ ფეხ­საც­მელს კე­რავს. ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი­დან უნდა აარ­ჩი­ოთ ფეხ­საც­მლის და­სამ­ზა­დებ­ლად გან­კუთ­ვნი­ლი მხო­ლოდ ერთი, თქვენ­თვის მი­სა­ღე­ბი მა­სა­ლა და ამის შემ­დეგ გა­და­ხე­დოთ პა­სუ­ხებს.


1. ხბოს ტყა­ვით


2. პი­თო­ნის ტყა­ვით

3. ციყ­ვის ბეწ­ვით

4. თიკ­ნის ტყა­ვით

5. ნი­ან­გის ტყა­ვით

6. მე­ლი­ის ბეწ­ვით

7. ცხვრის ტყა­ვით

8. ზებ­რის ტყა­ვით

9. მგლის ბეწ­ვით

10. კენ­გუ­რუს ტყა­ვით

11. დათ­ვის ტყა­ვით

12. ღო­რის ტყა­ვით


იხილეთ პასუხები


1. თუკი თქვენ ხბოს ტყა­ვით შე­კე­რი­ლი ფეხ­საც­მე­ლი აირ­ჩი­ეთ, პარტნი­ო­რი ცოტა ჯი­უ­ტი, ხელ­მომ­ჭირ­ნე, მაგ­რამ მზრუნ­ვე­ლი და სტა­ბი­ლუ­რი მა­მა­კა­ცი იქ­ნე­ბა. კუ­როს ან თხის რქის ტი­პა­ჟი.


2. პი­თო­ნის ტყა­ვის მოყ­ვა­რულს ერთი შე­ხედ­ვით მშვი­დი, თუმ­ცა ში­ნა­გა­ნად ემო­ცი­უ­რი, ვნე­ბი­ა­ნი და ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი პარტნი­ო­რი ეყო­ლე­ბა. წინ­და­ხე­დუ­ლი, გამ­ჭრი­ა­ხი და ეშ­მა­კი. მო­რი­ე­ლის ტი­პა­ჟი.


3. თუკი ფეხ­საც­მლის შე­კერ­ვა ციყ­ვის ბეწ­ვით მო­ი­სურ­ვეთ, პარტნი­ო­რი მო­უს­ვე­ნა­რი ხა­სი­ა­თის, დი­ნა­მი­კუ­რი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ინ­დი­ვი­დი იქ­ნე­ბა. კარ­გი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე და ერუ­დი­რე­ბუ­ლი. ტყუ­პის ტი­პა­ჟი.


4. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თიკ­ნის ტყავს მი­ა­ნი­ჭეთ უპი­რა­ტე­სო­ბა, ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რი ასა­კით გა­ცი­ლე­ბით უფ­რო­სი, გა­მოც­დი­ლი და წინ­და­ხე­დუ­ლი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა. შე­საძ­ლოა, თქვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა გა­რი­გე­ბი­თაც მოხ­დეს. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ამ კავ­შირს, აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა სა­ფუძ­ვლად ცივი გო­ნე­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. თხის რქის ტი­პა­ჟი.


5. ნი­ან­გის ტყა­ვით შე­კე­რი­ლი ფეხ­საც­მლის მსურ­ველს დიდი ქო­ნე­ბის პატ­რო­ნი და ფი­ნან­სუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი ეყო­ლე­ბა. თუმ­ცა, ოჯა­ხუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ხში­რად მო­უ­წევს მძაფ­რი გან­ცდე­ბის, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის და დრა­მა­ტუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბის გა­და­ტა­ნა. მშვილ­დოს­ნის ტი­პა­ჟი.


იხილეთ პასუხები სრულად




0
1254
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
1254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0