x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508458
"ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, ვინც თბილისშია და სოფელი მიტოვებული აქვს..." - ეკა ნიჟარაძეს პანდემიის დროს კახეთში მოსავალი მოჰყავს
image


თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არ­თა­ნა­ში დღეს თუკი ვინ­მე მუ­შა­ობს და სა­გა­ზა­ფხუ­ლო სა­მე­ურ­ნეო საქ­მე­ებს აწარ­მო­ებს, მათ შო­რის, მსა­ხი­ო­ბი ეკა ნი­ჟა­რა­ძე­ცაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო პან­დე­მი­აა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ამას ხელი არ შე­უშ­ლია, რომ მსა­ხი­ობს სო­ფელ­ში ეშ­რო­მა. ცნო­ბი­ლია, რომ მან რამ­დე­ნი­მე წლის წინ აღ­ნიშ­ნულ სო­ფელ­ში მი­წის ნაკ­ვე­თი, სა­კუ­თა­რი კარ­მი­და­მო შე­ი­ძი­ნა, სა­დაც მა­შინ­ვე შე­უდ­გა სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბას. ამ­ბობს, რომ სახ­ლი ძვე­ლია და იქ კაცი დიდ­ხანს ვერ დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ მი­წას კი ნამ­დვი­ლად არ აც­დენს, ინ­ტენ­სი­უ­რად ამუ­შა­ვებს.


„კარ­გი სახ­ლი რომ მქონ­დეს, ახლა თბი­ლის­ში რა გა­მა­ჩე­რებ­და?! მაგ­რამ მის გა­სა­კე­თებ­ლად, ერ­თი­ან თან­ხას თავი ჯერ ვერ მო­ვუ­ყა­რე, იქა­უ­რო­ბა რო­გორც სა­ჭი­როა, რომ მო­ვა­წეს­რი­გო. არც ისე დიდი თან­ხა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ არ მაქვს. ამი­ტომ, სო­ფელ­ში ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ სა­მუ­შა­ოდ ჩავ­დი­ვარ და ისევ უკან ვბრუნ­დე­ბი, “ - გვე­უბ­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბი და გვიყ­ვე­ბა, რომ გა­სულ წელს 2 წლის გა­შე­ნე­ბულ ვე­ნახ­ში 300 კი­ლოგ­რა­მამ­დე ყუ­რძე­ნი მი­ი­ღო და შე­სა­ბა­მი­სად, რქა­წი­თე­ლის მშვე­ნი­ე­რი მო­სავ­ლი­დან ღვი­ნოც კი და­წუ­რა.


image



„წელს ღვი­ნოც კი დავ­წუ­რე, რი­თაც ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. ვე­ნახ­მა კარ­გი მო­სა­ვა­ლი მომ­ცა, რა­საც არ ვე­ლო­დი. ვფიქ­რობ, რომ წელს უფრო მეტი ყუ­რძე­ნი უნდა მი­ვი­ღო. რაც შე­ე­ხე­ბა ბოს­ტანს, - 2000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მი­წის ფარ­თო­ბი­დან 1000 კვად­რა­ტუ­ლი მეტრზე ვე­ნა­ხი გა­ვა­შე­ნე, 1000 კვად­რა­ტულ მეტ­რი ისე იყო, რომ­ლის მი­ხედ­ვას წელს ვა­პი­რებ­დი. ვირუ­სის ამ­ბე­ბი რომ და­ი­წყო, სო­ფელ­ში გა­ვი­ქე­ცი, ტრაქ­ტო­რი ვი­ქი­რა­ვე, მიწა მოვ­ხა­ნი, და­ვა­მუშ­ვეთ და კარ­ტო­ფი­ლი, ხახ­ვი, ნი­ო­რი, ბრო­კო­ლი, ყა­ბა­ყი, გოგ­რა, ის­პა­ნა­ხი, ქინ­ძი, ოხ­რა­ხუ­ში, კამა დავ­თე­სე. ცოტა ხან­ში ლო­ბი­ოც უნდა დავ­თე­სო. აქამ­დე ცი­ო­და და ია­ქურ­მა მე­ზობ­ლებ­მა მი­თხრეს, ცოტა ცივა და გა­ფუჭ­დე­ბაო... ასე რომ, ლო­ბი­ოს და­სა­თე­სად ახლა ვემ­ზა­დე­ბი. მაქვს პო­მიდვ­რის ჩი­თი­ლე­ბი და ჯერ აქ მაქვს. ერთი სული მაქვს, რო­დის წა­ვაბ­რძა­ნებ კა­ხეთ­ში და ჩემს კარ­მი­და­მო­ში ჩავრგავ. მინ­და, ვთქვა, რომ მე­ზობ­ლებ­ში ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, უზო­მოდ მშრო­მე­ლი ხალ­ხია, ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბი­ან“ - გვიყ­ვე­ბა ეკა ნი­ჟა­რა­ძე, რო­მელ­საც სოფ­ლად შრო­მა სუ­ლაც არ ეზა­რე­ბა, პი­რი­ქით, ამ საქ­მე­ში დიდი ინ­ტე­რე­სით და ხა­ლი­სით არის ჩარ­თუ­ლი. თან ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი ხე­ლით მოყ­ვა­ნილ პრო­დუქტს სხვა ფასი და გემო აქვს. „ახლა სოფ­ლი­დან მო­მა­წო­დეს ფო­ტო­ე­ბი, რომ ნი­ორს და ხახვს უკვე გა­უ­ხა­რია, თავი კარ­გად წა­მო­უყ­ვია. და­ახ­ლო­ე­ბით სამი კვი­რაა, რაც დავ­თე­სე... სა­დილ­ში ბევრ ნი­ორს და ქინძს ვი­ყე­ნებ, მიყ­ვარს, როცა კერ­ძი მწვა­ნი­ლე­ბით და ნივ­რით კარ­გად არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ, მინ­და, რომ ჩემი მქონ­დეს და დიდი იმე­დი მაქვს, რომ წელს უკვე არა მარ­ტო ქინ­ძი და ნი­ო­რი, ჩემი კარ­ტო­ფი­ლიც მექ­ნე­ბა“ - დას­ძენს რეს­პონ­დენ­ტი.


image


მახ­სოვს, წლე­ბის წინ, მწვა­ნი­ლი თბი­ლის­ში აი­ვან­ზეც კი გქონ­დათ და­თე­სი­ლი და მშვე­ნივ­რად ხა­რობ­და...


- კი, რო­გორ არა, აქაც ვა­ხა­რებ­დი და ვა­ხა­რებ კი­დეც. ახლა მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე გოგ­რის თეს­ლი ჩავ­ყა­რე მი­წა­ში და თავი უკვე მა­თაც წა­მოყ­ვეს. რა­საც ამ კო­რო­ნა­ვირუ­სი­სას ვხე­დავ, ამ ყვე­ლა­ფერ­მა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან დიდი უბე­დუ­რე­ბა მო­ი­ტა­ნა. ადა­მი­ა­ნე­ბი ისე­თი რა­ო­დე­ნო­ბით იღუ­პე­ბი­ან, ტე­ლე­ვი­ზო­რის ჩარ­თვა აღარ მინ­და, მაგ­რამ ერ­თი­ცაა, ამ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა და­ფიქ­რდა იმა­ზე, ამ ქვე­ყა­ნა­ზე რის­თვის ცხოვ­რობს. მა­გა­ლი­თად, ბევ­რმა აღ­მო­ა­ჩი­ნა, თუნ­დაც ის, რამ­დე­ნი ზედ­მე­ტი წიგ­ნი, ნივ­თი აქვს სახ­ლში. რო­გორც გა­ირ­კვა, არ­სად გვეჩ­ქა­რე­ბა. სახ­ლში ვართ, არ­სად გავ­რბი­ვართ. ამი­ტომ, ყვე­ლა­ნი უნდა დავ­ფიქ­რდეთ ია­მა­ზე, რომ მი­წას­თან შრო­მის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი უნდა და­ფიქ­რდნენ, ვი­საც სოფ­ლე­ბი, მიწა აქვთ მი­ტო­ვე­ბუ­ლი და თბი­ლის­ში არი­ან... სა­ქარ­თვე­ლო­ში ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა და კარ­ტო­ფი­ლი თურ­ქე­თი­დან და ირა­ნი­დან არ უნდა შე­მო­დი­ო­დეს. ეს არ არის ნორ­მა­ლუ­რი. მეს­მის, ეგ­ზო­ტი­კურ, უცხო პრო­დუქტზე იყოს სა­უ­ბა­რი (ბა­ნა­ნი, ანა­ნა­სი...)


- მი­წა­ში სა­სუ­ქი შე­ი­ტა­ნეთ?


- მხო­ლოდ ბუ­ნებ­რი­ვი სა­სუ­ქი გა­მო­ვი­ყე­ნე (200 ლიტრ წყალ­ზე იხ­სნე­ბა ერთი ბოთ­ლი და ნი­ა­დაგ­ში ის უნდა შე­ვი­დეს). ისე, და­ლოც­ვი­ლი და ნა­ყო­ფი­ე­რი მი­წაა და მისი იმე­დი მაქვს, ამი­ტო­მა­ცაა, რომ ყვე­ლა­ფე­რი მო­დის.


image


- რას ურ­ჩევთ ადა­მი­ა­ნებს, მოყ­ვა­რულ მე­ბა­ღე-მე­ვე­ნა­ხე­ებს?


განაგრძეთ კითხვა და იხილეთ სხვა ფოტოები



8
402
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
402
  
2020, 15 აპრილი, 3:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 15 აპრილი, 3:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ზურაბ ლუხავა-ის კომენტარზე
2020, 15 აპრილი, 1:30
თანაც,მე ფსევდონიმებს არ ვეფარები,დასამალი არაფერი მაქვს.
2020, 15 აპრილი, 1:24
კრამპუს,შენ ხოხბის შთამომავალი ხარ თუ შევარდენის? ისე, ჩხოროწყუ კი არა,სენაკი.
2020, 14 აპრილი, 23:56
ვიდეო დადოს აბა სადაც თვითონ ბარავს და თოხნის
2020, 14 აპრილი, 23:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 14 აპრილი, 23:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ზურაბ ლუხავა-ის კომენტარზე
2020, 14 აპრილი, 16:00
სოფელში დაბრუნებას რაც შეეხება,ქალაქში დღეს ჩამოსული ხალხით რატომ ვიწყებთ,ჯერ თქვენი მშობლები და ბებიები და ბაბუები დავაბრუნოთ,თუ ღვთის მადლით ცოცხლები არიან და მერე მივყვეთ ქრონოლოგიურად.
0 1 8