x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
5G,მკვლელი ვაქცინა და მოსახლეობის მასობრივი დაჩიპვა-ჭორები მსოფლიო პანდემიის ფონზე

image

ბრიტანელები 5G ანძებს ანადგურებენ. ამერიკის საკაბელო ტელევიზიები ვირუსს დემოკრატების გამოგონებას უწოდებენ. ამერიკულ თუ რუსულ მედიაში ვრცელდა ფეიკ-ინფორმაციები, რომ ეს ვირუსი ხელოვნურად. სხვა ქვეყნის სამხედროების შექმნილია. ხოლო ოთხი ქვეყნის ხელისუფლება დღემდე უარყოფს ვირუსის არსებობას( ბელორუსია, თურქმენეთი, ნიკარაგუა და ბრაზილია)რითაც რეალურ საფრთხეს უქმნის საკუთარ მოსახლეობას, ეს არის არასრული სია, იმ ჭორებისა, რომელიც მსოფლიოში ვრცელდება პანდემიის ფონზე.


"დღეს, ახალი ამბების სიახლეების ზოლი არის ჩვენი მთავარი მთხრობელი. მაგრამ ის უბრალოდ უკვე სცილდება საიმედო წყაროებს, მოიცავს ჩვენს მეგობრებს და შეთქმულების თეორიებს, რომლებიც ცირკულირებს WhatsApp ჩატში", - ამბობს მწერალი და საერთაშორისო გამოფენების კურატორი შუმონ ბასარი.

"Covid-19-ის პანდემიის ფონზე შეთქმულების თეორიები აღმოჩნდა ინფორმაციის ნაწილი, რომლებიც ვრცელდება ბლოგერებისა და მასმედიის საშუალებით, მათ "ფეისბუკზე" აზიარებენ ჩვენი მეგობრები, ცნობილი პირები და ჩინოვნიკებიც კი და სჯერათ მისი."



Pew Research Center- ის ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა თითქმის მესამედს (29%) სჯერა, რომ SARS-CoV-2 კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილია, საქართველოში მსგავსი გამოკითხვა არ ჩატარებულა, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტებით და კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენში მსგავსი თეორიის მომხრეც დაახლოებით იგივე იქნება.



ნებისმიერი შეთქმულების თეორია ემყარება რწმენას, რომ მოვლენათა ოფიციალური ვერსია ამა თუ იმ გზით არის სიცრუე. ”რაღაც არ სჯერა”, "რაღაცას მალავენ"- ამ ფრაზას ხშირად ნახავთ შეთქმულების თეორეტიკოსებში.


შეთქმულების თეორიები წარმოიშვა უხსოვარი დროიდან და დღემდე მოგვყვება, მაგალითად არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ბევრს რომაელს არ სჯეროდა, რომ მათმა იმპერატორმა ნერონმა თავი მოიკლა.(68 წელს ჩვ. წელთაღრიცხვით)


"დღეისთვის შეთქმულების თეორია თან ახლავს თითქმის ნებისმიერ მნიშვნელოვან მოვლენას - არჩევნებსა და რევოლუციებს, ტერორისტულ აქტებს, რეზონანსულ მკვლელობებს (და თვითმკვლელობებს) და სამეცნიერო მიღწევებს, ხოლო დიდი ცვლილებებისა და გაურკვევლობის პერიოდში - მაგალითად, პანდემიის დროს - ასეთი თეორიების და მათი მომხრეების რიცხვი იზრდება, "- აღნიშნავს შეთქმულების თეორიის მკვლევარი, ლიდსკის უნივერსიტეტის პროფესორი ილია იაბლოკოვი, მისივე თქმით "შეთქმულების თეორიები არის ნორმალური მოვლენა, თუმცა ურთიერთსაწინააღმდეგო იარაღი სამყაროს რეალურად აღსათქმელად.



ჭორი №1-5G

image


5G რომ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, ამის თეორია დაახლოებით რამდენიმე წელია არსებობს. თავდაპირველად, შეთქმულების თეორეტიკოსებს მიაჩნდათ, რომ 5G იწვევს კიბოს, მაგრამ ეპიდემიის დაწყებისთანავე, მათ ყურადღება გადაიტანეს კორონავირუსზე.

დღეს, 5G-ზე არსებობს მითი, რომ მასიური რესპირატორული დაავადების უკან ვირუსი კი არ დგას, არამედ 5G სიხშირე, რაც იწვევს ჟანგბადის მოლეკულების რყევას "წამში 60 მილიარდი ჰერცი სიხშირით", რომელიც სისხლში ჰემოგლობინთანაა კავშირში. ”ეს იცით როგორ არის, რომ სცადოთ დანა დაიჭიროთ ხელში, რომელიც ბრუნავს 60 გიგაჰერცით წამში”, - "ამტკიცებს" ერთ-ერთი Reddit მომხმარებელი.


ამ თეორიის თანახმად, Covid-19 -ით დაავადებული პაციენტი სინამდვილეში განიცდის ჰიპოქსიას - ჟანგბადის ნაკლებობას ორგანიზმში, რომელიც გამოწვეულია "5G სხივებით". შეთქმულების თეორეტიკოსები ამ “დადასტურებას” ხედავენ იმ ფაქტში, რომ ქალაქ უხანში, სადაც დაიწყო ეპიდემია, იყო პირველი ქალაქი (სინამდვილეში, ეს ასე არაა), სადაც ზუსტად 2019 წლის შემოდგომაზე მათ გამოსცადეს 5G ქსელი.


აპრილის დასაწყისში, ბრიტანულმა პრესა წერდა სულ მცირე, ორ დიდ ქალაქში - ბირმინგემსა და ლივერპულში. 5G კოშკების ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ დაზიანების შესახებ, გარდა ამისა, ჟურნალისტები წერდნენ ინჟინრების წინააღმდეგ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას არაერთ შემთხვევაზე, რომლებიც მუშაობენ 5G მოწყობილობების დამონტაჟებაზე . ასევე, Twitter- ზე პოპულარული გახდა ლონდონის აღმოსავლეთით გადაღებული ვიდეო, რომელშიც ქალი შეურაცხყოფს ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის თანამშრომლებს: "არ იცით, რომ როდესაც ამ მოწყობილობას დააყენებთ, ის ყველას მოკლავს, ამიტომაც აშენებთ ამდენ საავადმყოფოს ხომ?"


ამ თეორიის საწინააღმდეგოდ მეცნიერები და რეგულატორები იძულებულები არიან განმარტონ, ზოგადად 5G სიხშირე, ისევე როგორც მისი წინამორბედები, სრულიად უსაფრთხო ადამიანებისთვის. გარდა ამისა, კორონავირუსი გავრცელდა ბევრ ისეთ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ არ არის 5G ქსელი, ამის მაგალითად ირანიც გამოდგება.



ჭორი№2-ბილ გეიტსის "ვაქცინა"

image


Covid-19- ის პანდემიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ასევე გააქტიურა ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობა. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ახალი კოროვირუსის უკან მილიარდერი და ქველმოქმედი ბილ გეითსია, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისიდან აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ვაქცინაციის პროგრამებში მონაწილეობდა.

კონსპიროლოგებს სჯერათ, რომ პანდემია არის მსოფლიო ელიტების მიერ დაგეგმილი ღონისძიება, პერსონალურად გეიტსის, როკფელერების და უორენ ბაფეტის მიერ, რომლის მიზანია მასობრივი ვაქცინაცია.

შეთქმულების თეორიის თანახმად, ვაქცინა კლავს მოსახლეობის 15% -დან 95% -მდე, ხოლო გადარჩენილებს გააკონტროლებენ სხეულში გადანერგილი მიკროჩიპების გამოყენებით და 5G ქსელით.


ბოლო 200 წლის განმავლობაში, ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობა ეწინააღმდეგებოდა მრავალ ვირუსულ და ბაქტერიული დაავადებების ვაქციანაციას, როგორებიცაა ნატურალური ყვავილი, წითელა, ყვანახველა და სხვა, სადაც მუდამ "შეთქმულების თეორიას" ეძებდა, საბედნიეროდ, სწორედ ვაქცინაციამ იხსნა მილიონობით ადამიანი ამ ვერაგი დაავადებებისგან.

2019 წელს ჯანმო-მ ვაქცინების საწინააღმდეგო მოძრაობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი უწოდა.



ჭორი№-3-ბიოლოგიური იარაღი და ახალი მსოფლიო წესრიგი

image


მოსახლეობაზე კონტროლი შეთქმულების თეორიების კიდევ ერთ ჯგუფშია წარმოდგენილი - ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრების რწმენა. ამ შეთქმულების თეორეტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა (ლაბორატორიაში ) ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ - ვერსია სხვადასხვაა, მაგალითად :კონკრეტული ქვეყნის მთავრობამ, კომუნისტებმა, ვატიკანმა, ილუმინატებმა და ა.შ ა რომელთა მიზანია ეკონომიკური ან პოლიტიკური დომინირება. შეთქმულების თეორეტიკოსებს სჯერათ, რომ მიზანია " მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების ჩახშობა" და მოსახლეობის "ციფრული დამონება".

მაგრამ EUvsDisinfo.eu თანახმად ყველაზე პოპულარულია ვერსია, რომ კორონავირუსი არის ბიოლოგიური იარაღი, რომელიც შექმნილია სპეციალურად კონკრეტული სახელმწიფოს მიერ: ჩინეთი, შეერთებული შტატები ან რუსეთი.


უამრავი მეცნიერული კველევა ჩატარდა ამ მოკლე ხნის განმავლობაში Covid-19-ზე და მსოფლიოს წამყვანი ვირუსოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ კორონავირუსი ბუნებრივი წარьოშობისაა და შეუძლებელია, ვირუსის სტრუქტურიდან გამომდინარე, იქ ხელოვნურ ჩარევას ჰქონდეს ადგილი, აგრეთვე არცერთი ქვეყნის დაზვერვას და სპეცსამსახურს(თვით რუსეთისაც კი) არ დაუდასტურებია, რომ ეს ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი.


ჭორი №-4-მასობრივი დაჩიპვა

image

ეს ჭორი მას შემდეგ აგორდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ 10 მილიონიან შვედეთში 4 ათასამდე მოქალაქემ სხეულში ნებაყოფლობით ჩაიდგა მიკროჩიპი, რომელსაც ერთბაშად რამდენიმე ფუნქცია აქვს(საკრედიტო, პირადობა და სამგზავრო ბარათი)აქედან გამომდინარე აგორდა, ჭორი, რომ აპირებენ მოსახელობის მასობრივ დაჩიპვას, რა დროსაც ზემოთ ნახსენები 5G-ის და მიკროჩიპების გამოყენებით მართონ ადამიანები და "რობოტებად აქციონ", მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელდა ჭორი, რომ კორონავიურისით დაინფიცირებულებს საავადმყოფოში უჩუმრად უდგამენ სხეულში მიკროჩიპებს, შემდეგ ღილაკზე დაჭერით შეიყვანენ მის სხეულში ნებისმიერ ვირუსს ან ბაქტერიას და დააკვირდებიან მის მოქმედებას, ამით მთელს მსოფლიოს ერთ დიდ საკონცენტრაციო ბანაკად აქცევენ, ხოლო მასობრივი კარანტინი მხოლოდ რეპეტიციაა.


სინამდვილეში არსებობს(რომელიც დიდი ხანია გამოიყენება მედიცინაში)დნმ მიკროჩიპი, რომელსაც მოლეკულურ ბიოლოგიისა და მედიცინაში იყენებენ, რომელსაც დნმ-ის ან რნმ-ის სწრაფი ანალიზის დროს იყენებენ, თუმცა მიკროჩიპს სხეულში არავინ "უმონტაჟებს" დ ამით უმეტეს არც არავინ ტოვებს.

3
803
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
803
  
2020, 14 აპრილი, 1:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 13 აპრილი, 21:26
თუ არჩევანზე მიდგა საქმე, რომ მინდა, თუ არა ჩიპის ჩადგმა, რა თქმა უნდა, არ მინდა, თუნდაც იმიტომ რომ არასოდეს დამიკრაგავს რაიმე სახის პლასტიკური ბარათი))) მაგრამ თუ ეს არ იქნება ნებაყოფლობითი და იძულებული იქნები, მაშინ ხარ ცოდო, სულო ცოდვილო)... უკვე რამდენი წელია, ,,დაჩიპული,, ადამიანები ჰყავს მსოფლიოს, ასეთი ტიპის სტატიები, ინფორმაციები მიზანმიმართულია, რადგან ყური და თვალი შევაჩვიოთ, მოვისმინოთ ბევრი დადებითი და ცოტა უაროფითი ჩიპზე, რომელიც ,,საოცრად პრაქტიკულია,,... საზოგადოება მოისმენს, ნახავს უამრავ ვიდეოსა და ადამიანებს ამ ,,სერვისით,, მერე მობეზრდება, შიში და პრაგმატიზმი გაქრება, დადგება დრო, როცა ბევრი სასტიკად წინააღმდეგი პირი დიდი ხალისით ჩაერთვება დაჩიპვის აქციებში და ბასტა... ოღონდ ეს არ მოხდება ხვალ ან ერთი წლის შემდეგ... თუმცა, სამწუხაროდ, მოხდება((
2020, 12 აპრილი, 23:39
უმიზეზოდ არაფერი ხდება.
0 1 3