x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
"კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის" - კანადაში ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფის ქართველი წევრი
image


მეც­ნი­ე­რი გი­ორ­გი ბა­ბუ­ა­ძე, რო­მე­ლიც კა­ნა­და­ში მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­თან ერ­თად ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობს, აცხა­დებს, რომ ვაქ­ცი­ნა მზად არის. რო­გორც გი­ორ­გი ბა­ბუ­ა­ძე გან­მარ­ტავს, ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში და­ი­წყო და აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნის ცხო­ვე­ლებ­ზე გა­მოც­და ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.


"ცხო­ვე­ლებ­ზე ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი. გა­მოც­და მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა მო­დე­ლის ცხო­ველ­ზე. სრუ­ლი პა­სუ­ხი ყვე­ლა მო­დე­ლის ცხო­ვე­ლი­დან გვექ­ნე­ბა 15 ივ­ნი­სის­თვის... ჩვენ ვმუ­შა­ობთ მე­სა­მე ტი­პის ვაქ­ცი­ნა­ზე, რო­მე­ლიც არ სა­ჭი­რო­ებს ცო­ცხა­ლი ან ან­ტი­ვირუ­სის შეყ­ვა­ნას ორ­გა­ნიზ­მში. ეს არის კონ­კრე­ტუ­ლი დნმ პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი ვირუ­სის ან­ტი­გე­ნის შეყ­ვა­ნის მე­ქა­ნიზ­მი. რაკი პლატ­ფორ­მა უკვე მზად იყო, ჩვენ მა­შინ­ვე შე­ვუ­დე­ქით ამ საქ­მეს და ორი თვეც არ დაგ­ვჭირ­და, მზად გვქონ­და ვაქ­ცი­ნა. პრეკ­ლი­ნი­კურ ფა­ზა­ში ვართ, ამას სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი დრო. 30-40 დღე გვა­შო­რებს პრეკ­ლი­ნი­კუ­რი ფა­ზის სა­ბო­ლოო პა­სუ­ხებს, თუმ­ცა ეს ხელს არ გვიშ­ლის, კლი­ნი­კურ ფა­ზა­ში გა­და­ვი­დეთ.


კლი­ნი­კურ ფა­ზა­ზე გა­დას­ვლა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს პა­რა­ლე­ლუ­რად ან მას შემ­დეგ, რაც გვექ­ნე­ბა პირ­ვე­ლი უჯრე­დუ­ლი იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხი მა­ინც, 28 დღის შემ­დეგ პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­დან. უბ­რა­ლოდ, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დროს­თან, ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა სა­ბუ­თე­ბი, ფორ­მა­ლო­ბა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, თან­ხე­ბი.



ახლა ვა­წარ­მო­ებთ ინ­ტენ­სი­ურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. დღე­საც გვქონ­და ჩარ­თვა კა­ნა­დის მთავ­რო­ბას­თან, არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი...


განაგრძეთ კითხვა



3
661
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
661
  
2020, 15 აპრილი, 19:00
რა დროს ფორმალობაა, დააჩქარონ, ვერ ხედავენ რა დღეშია მსოფლიო
2020, 15 აპრილი, 3:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 14 აპრილი, 1:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3