x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Covid-19 მუტაციას განიცდის 8–10 ჯერ უფრო ნელა, ვიდრე გრიპის ვირუსები

image

ამერიკელმა მეცნიერებმა გაანალიზეს ახალი SARS-CoV-2 კორონავირუსის რვა შტამი, იუწყება Daily Mail.


განსხვავებები მათ შორის მინიმალური იყო. ”ვირუსი ისე ნელა განიცდის მუტაციას, რომ შტამები ფაქტობრივად არ განსხვევდება ერთმანეთისგან” - აღნიშნა პროფესორმა ჩარლზ ჩიუმმა, სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტიდან.

მუტაციის ნელი პროცესი იმედს იძლევა, რომ ვაქცინის შემუშავება და დანერგვა ხელს შეუწყობს „წლების ან თუნდაც ათწლეულების განმავლობაში კორონავირუსისგან დაცვას".



აღინიშნა, რომ SARS-CoV-2 მუტაციას განიცდის 8–10 ჯერ უფრო ნელა, ვიდრე გრიპის ვირუსები. ეს ნიშნავს, რომ მისი სხვადასხვა ქვეტიპები პრაქტიკულად არ განსხვავდება იმ სიმპტომებისგან, რომლებიც დაავადების დროს გვხვდება და არ იწვევს სხვადასხვა მიზეზით სიკვდილიანობას.

ამავე დროს, მკვლევარებმა განმარტეს, რომ თუ ინფიცირებულ ადამიანს აქვს მსუბუქი ან ასიმპტომური დაავადება, ეს არ ნიშნავს რომ იგი დაავადებულია კორონავირუსის ”მსუბუქი ფორმით” - დაავადების სხვადასხვაგვარად მიმდინარეობა, მათი აზრით, ასოცირდება ინდივიდუალურად, - პაციენტის იმუნურ სისტემასთან და მის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასთან.

0
262
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0