x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508458
აზარი - ქართველ მთიელთა წარმართული რიტუალი
აზარი - ქართველ მთიელთა წარმართული რიტუალი


აზარი ერქვა თოფის რიტუალურად დამარხვის წესს ქართველ მთიელ მონადირეებში, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში: გუდამაყარში, თუშეთში, ხევსურეთში, ხევში, მთიულეთში და ფშავში, ასევე დასავლეთ საქართველოს მთიანეთში, მაგალითად რაჭასა და ლეჩხუმში. ეს წესი სრულდებოდა მონადირის მიერ მთელი თავისი სამონადირეო პრაქტიკის განმავლობაში. გარკვეული რაოდენობის ნადირის დახოცვის შემდეგ. აზარს ზოგიერთი მონადირე ასრულებდა მას შემდეგ, რაც დახოცავდა ას ნადირს, ზოგიერთი კი ათასი ცხოველის მოკვლის შემდეგ. სათვალავში ითვლებოდა მხოლოდ წმინდა, ჩლიქოსანი ნადირი, როგორიცაა არჩვი, ირემი, ჯიხვი და ა.შ. სააზარო სათვალავში არ ითვლებოდა: კურდღელი, მელა, მგელი, ტახი და დათვი.


სვანი მონადირეები. 1929 წ.


თუ მონადირე აზარს შეასრულებდა, თოფს დაფლავდა, მაგრამ სიტყვას გატეხდა და ისევ მოინადირებდა რაიმეს, ეს ნადირთპატრონ ოჩოპინტრეს რისხვას იწვევდა და ფიცის გამტეხი მონადირე სასტიკად, ზოგჯერ სიკვდილითაც კი ისჯებოდა. ხშირ შემთხვევაში ხდებოდა ისე, რომ თოფის დამარხვის შემდეგ მას პატრონი მიწაში დიდხანს არ ტოვებდა, არამედ ეს მხოლოდ ოჩოპინტრეს საპატივსაცემოდ შესრულებული წესი იყო და სამუდამოდ არ ამბობდა მონადირე ნადირობაზე უარს.



აზარი - ქართველ მთიელთა წარმართული რიტუალი


ყოველი აზარის დამთავრების შემდეგ, ანუ ყოველი 100 ჩლიქოსანი ცხოველის მოკვლის შემდეგ, ეს რიტუალი უნდა ჩატარებულიყო და ყველაზე ცოტა, თოფი მიწაში სამი დღის განმავლობაში მაინც უნდა გაეჩერებინა ნებისმიერ მონადირეს. შემდეგ შეეძლო, რომ კვლავ ამოეღო და ნადირობა გაეგრძელებინა. ზოგიერთი მონადირე კი ჩამარხულ თოფს აღარ იღებდა და აზარის დამთავების შემდეგ სამუდამოდ ხელს იღებდა ნადირობაზე.


წყარო: ნუგზარ ანთელავა. "კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები". 2017.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
203
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0