საზოგადოება რა გავაკეთოთ პირველ დღეს ინფექციის ნიშნების გამოვლენისას? - მედიცინის დოქტორის რჩევები 2020, 26 მარტი, 15:30 " - 1-3 დღე - ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია კორონა ვირუსუს მქონედაავადებულისთვის, მართალია, გაცივების სიმპტომებისას ჩვენ ზუსტად არ ვიცით, კორონა ვირუსია ეს თუ სხვა, უდავოა, რომ მოქმედება უნდა დავიწყოთ მაშინვე, დაუყოვნებლივ. ეს ფაზა ნიშნავს, რომ ვირუსი უკვე შემოიჭრა თქვენს ლორწოვანზე და ეხლა სჭირდება გარკვეული დრო, რომ გავრცელდეს ორგანიზმში. - ჩვენი ქმედებები: როგორც კი შევამჩნევთ, რომ ყელში გვაქვს უსიამოვნო შეგრძნება ან ტკივილი ან შესაძლოა იყოს თავის ტკივილი, უხასიათობა - ეს უკვე მოქმედების ნიშანია, აქ სჯობს ზედმეტად იაქტიუროთ, ვიდრე საერთოდ არ იაქტიუროთ! - პირველი ნაბიჯი - ეს არის არარაფინირებული ზეთის გამოყენება - შესაძლებელია ნებისმიერი (სიმინდის, მზესუმზირის, ზეითუნის) ჭამიდან უნდა იყოს გასული 2 საათი ან უზმოზე ჩავწუწნოთ 20 წუთის განმავლობაში, როგორც კანფეტი, არავითარ შემთხვევაში არ გადავყლაპოთ, ზეთი შეიცვლის ფერს და ამის შემდეგ მას გადმოვაფურთხებთ და გამოვივლებთ ანადუღარ თბილ წყალს, შესაძლებელია მარილიანი წყლის გამოვლება (თბილი, ზღვის მარილით). ეს პროცედურა კარგია, თუკი ჩატარდება დღეში 2-3 ჯერ, 3-4 დღე, შემდეგ დღეში ერთხელ - ასე 2 კვირა. - ამის შემდეგ ავიღოთ დინდგელის ხსნარი - 30 წვეთი გავხსნათ წყალში ან თავად დინდგელი - ვწუწნოთ ან დავღეჭოთ აქტიურად. დინდგელის გამოყენება საჭიროა საკმაოდ ხშირად - სულ ცოტა დღეში 4-ჯერ მაინც. კარგი იქნება, თუკი დინდგელის ბურთულას მივიწებებთ კბილებზე და ასე დავიძინებთ, რომ დინდგელის მოქმედება არ შეწყდეს არც ღამით. - დამატებით ვღებულობთ ლიმონს - ერთ ლიმონს დავჭრით 3-ად და დავასხამთ ცხელ წყალს - ეს შეგიძლიათ დალიოთ დღეში რამდენჯერმე. - კარგია ძირტკბილას ნაყენი (გამოივლეთ, შეგიძლიათ დალიოთ, განსაკუთრებით კარგია მშრალი ხველისას, მაგრამ არაუმეტეს 2 კვირისა) - კარგია ასკილის გამოყენება, ერიდეთ შაქრიან სიროპებს. - პერიოდულად პირში და ყელში ვივლებთ ძმრიან წყალს - ასევე ძლიერი ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია ჩაის ხის ეთერზეთს, პიხტის ეთერზეთს, ევლკალიპტს - ამ ეთერზეთებს შევურევთ ცოტაოდენ ზეთს და შევიზელთ ცხვირის, ყელის, ნუშურების მიდამოში, განსაკუთრებით ლიმფური კვანძების ადგილებში. - სახლში აუცილებელია ჩაის ხის ეთერზეთის კმევა ირგვლივ მყოფ ნივთებზე, ინგალაციები მისი გამოყენებით. - აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება - სასურველია ანადუღარი წყალი ლიმონით, ოთახის ტემპერატურის წყალი. - აუცილებელია კვების რაციონის შეცვლა - აიკრძალეთ ტკბილი, შაქარი, მურაბები, ნამცხვრები, ფუნთუშები, პურიც, მაკარონი, ბრინჯი. იკვებეთ ბოსტნეულით და ყურადღება მიაქციეთ ცილას - ცილა უნდა იყოს საკმარისი თქვენს რაციონში, სხვა შემთხვევაში თქვენი ორგანიზმი ვერ შეებრძოლება ინფექციას. ამიტომ მიირთვით ხაჭო, ყველი, მაწონი კარგია, მაგრამ მისი ცივად მიღება დაგასუსტებთ, ამიტომ შემთბარი მიიღეთ - კვერცხი. ცილების რაოდენობა: ქალისთვის 1 გრ/კგ, მამაკაცები 1, 2 გრ/კგ. - სასარგებლო პროდუქტებია ამ დროს: შტოში, ლიმონი, თაფლი, ასკილი, ძახველი, ნიორი, ხახვი, მწვანილი. - პარალელურად დაამატეთ იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალებები, როგორიც არის ომეგა-3, ექინაცეა, ვიტამინების და მინერალების კომპლექსი და ანტიოქსიდანტები. - თუკი ამ პროცედურებს აქტიურად ჩაატარებთ რამდენიმე დღის განმავლობაში, თქვენ შესაძლოა თავი დააღწიოთ ვირუსს ან თუკი მაინც მოგერევათ იგი, დაავადება ძალიან იოლ ფორმებში ჩაივლის. - დაავადებული ადამიანი აუცილებლად უნდა დაწვეს და დღის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში!!!
- თუკი იმავე დღეს ან მეორე დღეს თავი უკეთ ვერ იგრძენით და თავის ტკივილი, ხველა გაძლიერდა, ტემპერატურამ მოიმატა ეს ნიშნავს, რომ ამ ზომებმა ვერ იმოქმედა (ან იყო არასაკმარისად ჩატარებული) და ვირუსმა დაიწყო გამრავლება ორგანიზმში, ამიტომ, აუცილებლად და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.თანაც თქვენ გექნებათ უკვე უტყუარი საბუთი იმისა, რომ გაქვთ სერიოზული ინფექცია და ტყუილად არ დააკავებთ ექიმებს.
- ასევე გაითვალისწინეთ, რომ ინფექციის პირველივე ნიშნებისას უნდა დაიცვათ იზოლაციის წესები. - ასევე, აუცილებელია ტესტის გაკეთება, რადგანაც თუკი ინფექციამ იოლ ფორმაში ჩაიარა, თქვენ მაინც იქნებით გარკვეული დროით ვირუსის მატარებელი და ამიტომ საზოგადოებისთვის საშიში - ეს გაითვალისწინეთ! - ეს ღონისძიებები, ცოტა ნაკლები ინტენსივობით შეგვიძლია გამოვიყენოთ საპროფილაქტიკოდ - კერძოდ - პირის ღრუს ინფიცირების თვაიდან აცილება - არარაფინირებული ზეთის გამოვლება ყოველ დილით უზმოზე, დღეში ერთხელ. დინდგელი - დღეში 2-3 ჯერ წყალხსნარი, სპირტხსნარი, თავად დინდგელი, ჩაის ხის, პიხტის, ევკალიპტის ეთერზეთების პკურება სახლში, კარგი იქნება ეს ეთერზეთები ვიპკუროთ ტანსაცმელზე, ნიღაბზე, სახლში ნივთებზე, შევიზილოთ ლიმფური კვანძების არეზე - განსაკუთრებით ყელის, გულ-მკერდის არეში (პერიოდულად) - სითხეები მივიღოთ დიდი რაოდენობით თბილი და ცხელი სახით, ლიმონის დამატებით და მის გარეშე, ჯანსაღი კვება, ჰიგიენური წესების დაცვა და აუცილებელია ვარჯიში, ანტიოქსიდანტები, ომეგა-3. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მშვიდად ყოფნა და ერთმანეთის პატივისცემაა! ჩვენ ამას დავძლევთ!" დოქტორ- წერს ექიმი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე სოხაძე 308 1-ს მოსწონს
|