x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
პროფესორი, რომელმაც შეისწავლა რეგიონები, რომლებიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად მოიცვა ამბობს როგორი ტემპერატურის პირობებში ვრცელდება ყველაზე მეტად COVID-19
image


შე­ა­ჩე­რებს თუ არა სით­ბო კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას? - ეს პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი მთა­ვა­რი კი­თხვაა. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში ვირუ­სი და­სუს­ტდე­ბა, თუმ­ცა ეს ვა­რა­უ­დი ასე­ვე მო­ი­ცავს იმ ფაქ­ტორ­საც, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ზა­ფხუ­ლო­ბით ერ­თმა­ნე­თის­გან მეტ დის­ტან­ცი­ას იჭე­რენ და გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე, სხვა შე­საძ­ლო მი­ზე­ზებ­თან ერ­თად, ესეც უნდა აი­სა­ხოს.


ტემ­პე­რა­ტუ­რა ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხია მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის სკო­ლის პრო­ფე­სო­რის, მო­ჰა­მედ სა­ჯა­დის უახ­ლეს კვლე­ვა­ში, სა­დაც ნა­ვა­რა­უ­დე­ვია, რომ COVID 19-ის გავ­რცე­ლე­ბას გარ­კვე­უ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და ტე­ნი­ა­ნო­ბა უწყობს ხელს.


image



მან შე­ის­წავ­ლა ის რე­გი­ო­ნე­ბი, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სი ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცელ­და და შე­ამ­ჩნია, რომ ინ­ფექ­ცი­ის ეპი­ცენ­ტრი ჩრდი­ლო­ეთ გა­ნე­დის 30-დან 50-ე პა­რა­ლე­ლამ­დე მო­ექ­ცა და მო­იც­ვა შემ­დე­გი ქვეყ­ნე­ბი: სამ­ხრეთ კო­რეა, ია­პო­ნია, ირა­ნი და ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლია, შემ­დეგ კი აშშ-ს ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი, ეს­პა­ნე­თი და საფ­რან­გე­თი.


თუ შე­ვა­და­რებთ ერთი მხრივ, 2020 წლის იან­ვარ­ში, ქა­ლაქ უხან­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ ტემ­პე­რა­ტუ­რა­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბას, ხოლო მე­ო­რე მხრივ, ამა­ვე მო­ნა­ცე­მებს თე­ბერ­ვალ­ში, იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სი ფარ­თოდ გავ­რცელ­და, თვალ­ში მოგ­ვხვდე­ბა ის, რომ ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­შუ­ა­ლოდ 5-11 გრა­დუს ცელ­სი­უსს, ხოლო ტე­ნი­ა­ნო­ბა - 47-84%-ს შე­ად­გენ­და.


image


მეც­ნი­ე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ უხა­ნის მსგავ­სი სუ­რა­თის შექ­მნას და კო­რო­ნა­ვირუ­სის გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღალ აქ­ტი­ვო­ბას უფრო სამ­ხრეთ აზი­ა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ბანგ-კოკ­ში ელოდ­ნენ, რო­მელ­საც ჩი­ნეთ­თან გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სი­ახ­ლო­ვე და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მოგ­ზა­უ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აკავ­ში­რებს, თუმ­ცა, ეს ასე არ მოხ­და. ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს ის, რომ ტა­ი­ლან­დში 2020 წლის იან­ვარ­სა და თე­ბერ­ვალ­ში ბევ­რად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ფიქ­სირ­დე­ბო­და.


ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, COVID 19-მა გავ­რცე­ლე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა ვერც უშუ­ა­ლოდ ჩი­ნე­თის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე ქვეყ­ნებ­ში - რუ­სეთ­სა და მონ­ღო­ლეთ­ში, და ვერც - ჩი­ნე­თის სამ­ხრე­თით. სამ­ხრეთ აზი­ა­ში პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ, უფრო ზო­მი­ე­რი კლი­მა­ტის მქო­ნე რე­გი­ო­ნე­ბის ანა­ლო­გი­ურ მო­ნა­ცე­მებს.


აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი ერთი თვის ინ­ტერ­ვალ­ში, ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის შე­და­რე­ბი­თი სტა­ბი­ლუ­რო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. არც ერთ მათ­გან­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 0 გრა­დუს ცელ­სი­უ­სის ქვე­მოთ არ და­ცე­მუ­ლა, რაც, რო­გორც კვლე­ვა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, იმის ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის­თვის "მყარ ნი­ა­დაგს" შე­იძ­ლე­ბა, მი­ნი­მა­ლურ ზღვა­რი ჰქონ­დეს.


მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რის კვლე­ვა­ში სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ ამ შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია ვა­რა­უ­დე­ბის გა­კე­თე­ბა, მსოფ­ლი­ოს რა ნა­წი­ლებ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში.


განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ქალაქების ჩამონათვალი



0
325
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0