x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სამგზავრო და სამხედრო თვითმფრინავების პატარა დეტალი, რომელსაც კრიზისის დროს თვითმფრინავის გადარჩენა შეუძლია

image თანამედროვე სამგზავრო და სამხედრო თვითმფრინავები ურთულესი ტექნოლოგიური სიახლეების ნაყოფია და პრაქტიკულად ყველა ექსტრემალური სიტუაცია გათვალისწინებულია, თუმცა მოგეხსენებათ ერთია ტექნოლოგია და მეორეა რეალობა, როცა საქმე გვაქვს ელექტრონიკით გაძეძგილ უზარმაზარ საფრენ აპარატთან ყველაფერს ვერ გამორიცხავ, სისტემაში ენერგოენერგიის მიმწოდებელი გენერატორის მწყობრიდან გამოსვლა გარდაუვალი კატასტროფით და ტრაგედიით ემუქრება თვითმფრინავსაც და შესაბამისად ეკიპაჟსაც მგზავრებთან ერთად.
სწორედ ასეთი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად საკონსტრუქტორო ბიუროებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც კრიზისული სიტუაციის თავიდან ასარიდებლადაა შექმნილი და თვითმფრინავებში გამოყენებული.
და მაინც რას წარმოადგენს ეს "უჩინარი მაშველი", რომელიც თვითმფრინავის ეკიპაჟს საშუალებას აძლევს თვითმფრინავი ავარიულ სიტუაციაშიც კი წყნარად დასვას დასაფრენ ბილიკზე.
ეს გახლავთ ავარიული საავიაციო ტურბინა (Ram air turbine). თვითმფრინავის გენერატორების და ჰიდრავლიკური სისტემების გამორთვისას "RAT"-ი, რომელიც თვითმფრინავის ფიუზელაჟშია შემალული ავტომატურად გამოდის გარეთ, თუ თვითმფრინავის ძირითადი და სათადარიგო კვების წყაროები გამოვიდა მწყობრიდან.
ტურბინა მუშაობას იწყებს ეგრევე შემხვედრი ჰაერის ნაკადის წყალობით, რაც უზრუნველჰყოფს თვითმფრინავის კრიტიკულად საჭირო ელექტრო ბლოკების გამართულად მუშაობას.
როგორც წესი "RAT"-ის დიამეტრი არ აღემატება 80 სანტიმეტრს, თუმცა "Airbus A380"-ის ტურბინის დიამეტრი 163 სანტიმეტრია და ის სადღეისოდ ყველაზე დიდი ზომის ტურბინად ითვლება.
imageimageimageimage





0
595
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
595