x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ნაცვალსახელების მართლწერა - გრამატიკა მოკლედ და გასაგებად!

image

დაიმახსოვრეთ: სწორი ფორმებია:
ჩემკენ, შენკენ, ჩვენკენ, თქვენკენ.
ჩემ მიერ / გამო / წინაშე / გარდა / გვერდით / ნაცვლად / წინ / უკან / შემდეგ / ზევით...
შენ მიერ / გამო / წინაშე / გარდა / გვერდით / ნაცვლად / წინ / უკან / შემდეგ / ზევით...
ჩვენ მიერ / გამო / წინაშე / გარდა / გვერდით / ნაცვლად / წინ / უკან / შემდეგ / ზევით...
თქვენ მიერ / გამო / წინაშე / გარდა / გვერდით / ნაცვლად / წინ / უკან / შემდეგ / ზევით...

მიცემით ბრუნვას დაერთვის შორის, შუა თანდებულები. ამდენად, სწორი ფორმებია: ჩვენ შორის, ჩვენ შუა, მე და შენ შორის, / მე და მას შორის (და არა: ჩემ და შენ შორის, ჩემ და მას შორის).

თუ I პირის ნაცვალსახელი მეორე ადგილზე დაისმის, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეენაცვლება მე-ს ჩემ ფორმა: შენ და ჩემ შორის.

მიცემით და ვითარებით ბრუნვებში ბრუნვის ნიშანი -ს აუცილებელია, როცა მსაზღვრელად კუთვნილებითი ნაცვალსახელებია, :
მიცემითი ბრუნვა: ჩემ-ს მეზობელ-ს (და არა: ჩემ მეზობელ-ს), შდრ: ძველ მეზობელ-ს; შენ-ს მეზობელ-ს, მის მეზობელ-ს.
ვითარებითი ბრუნვა: ჩემ-ს მეზობლ-ად (და არა: ჩემ მე-ზობლად); ჩვენ-ს მეზობლ-ად, შენ-ს მეზობლ-ად, თქვენ-ს მეზობლ-ად, მის მეზობლ-ად, მათ-ს მეზობლ-ად...

იმდენი, ამდენი, მაგდენი ნაცვალსახელებთან საზღვრული მხოლობითშია:



იმდენი თავგადასავალი
ამდენი საჩუქარი
მაგდენი პრობლემა



>>> მისი თუ თავისი? - რომელია სწორი ფორმა და რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ








0
1261
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
1261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0