სხვა გარდაიცვალა იური გაგარინის მეუღლე 2020, 18 მარტი, 12:45
84 წლის ასაკში გარდაიცვალა ვალენტინა გაგარინა, ლეგენდარული საბჭოთა კოსმონავტის, იური გაგარინის ქვრივი. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის კოსმონავტების მომზადების ცენტრი.
ЦПК- ის ცნობით, ვალენტინა ივანოვნა გარდაიცვალა სამშაბათს, 17 მარტს. ”დღეს ვალენტინა ივანოვნა გაგარინა გარდაიცვალა, ” - ციტირებს ცენტრის განცხადებას სააგენტო ТАСС-ი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ვალენტინა და იური გაგარინი 1957 წლის ოქტომბერში, ქალაქ ორენბურგშუ დაქორწინდნენ და მათ რამდენიმე წლის შემდეგ ორი ქალიშვილი შეეძინათ - ელენა და გალინა. შემდეგ მოხდა მოვლენა, რომელმაც შეცვალა არა მხოლოდ ამ ოჯახის ცხოვრება, არამედ მთელი მსოფლიო ისტორიაც, 1961 წლის 12 აპრილს - საბჭოთა კოსმონავტი გახდა მსოფლიო ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. 1968 წელს, მეუღლის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ ვალენტინა გაგარინა აღარ გათხოვილა. კოსმონავტისგან ოჯახს მემკვიდრეობით ერგო ორი ბინა - ერთი "ვარსკვლავთა ქალაქიდან", ხოლო მეორე მოსკოვში, იუგოსლავიური ავეჯით გაწყობილი და "ვოლგა"21. ბოლო წლებში ვალენტინა გაგარინა სწორედ მოსკოვის ბინაში ცხოვრობდა. 796 4-ს მოსწონს 1-ს არა |
ხომ არ იცით როდის გეგმავენ საბრალო მოხუცის დაკრძალვას?