საზოგადოებრივი პირველი პაციენტი გაწერეს 2020, 16 მარტი, 19:29 დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ინფექციური საავადმყოფოდან პირველი პაციენტი გაწერეს, რომელსაც 2-ჯერ ზედიზედ კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა.
გაწერილ პაციენტს შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს, ასევე ის 1 კვირიან თვითიზოლაციაში იქნება.
დღესდღეისობით საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა.
პრემიერს მიერ შექმნილმა საკორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2 კვირით იზღუდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში. ამავდროულად საყურადღებოა, რომ სომხეთში 1 თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 28 შეფასება არ არის
|