x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
აფსუები საომრად ემზადებიან - სიურპრიზები რუსებს!

image

(გაგრძელება. ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი, ნაწილი 38)
2009 წელი, 18 იანვარი
ვხედავ, დასავლეთმა რაც უნდა მოიმოქმედოს, რუსები საკუთარ გეგმებს მაინც ბოლომდე განახორციელებენ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ევროპას გაზი არ მიაწოდონ. „დიდი შვიდიანის“ ჩასვლაც არ უშველის დასავლეთს, პირიქით, ვხედავ ორი პრეზიდენტის კმაყოფილ სახეებს. პირდებიან, მაგრამ გაზს მაინც არ გაუშვებენ. რუსები ამით გამოხატავენ, ვინ არის უფროსი ევროპაში, ანუ ანგარიშგასაწევი ქვეყანა.
როგორც ნაპოლეონმა ბრძანა 1812 წელს, რუსმა ჯარისკაცმა კი არა, გენერალმა ზამთარმა დამამარცხაო, ისეა დღესაც: რუსეთს „გენერალმა ზამთარმა“ გაამარჯვებინა თითქოს ევროპასთან (სულ სხვა კონტექსტშია, მაგრამ ახლოსაა).
რუსებს უყვართ ძალების დემონსტრირება, ჰოდა, აქაც მთავარია, ძალა აჩვენო. რუსეთი ხომ ყოველთვის უპირისპირდება დასავლეთსა და განსაკუთრებით, ამერიკას. იგი იყო და რჩება „ერთგულ“ მოკავშირედ მუსლიმური სამყაროსი. რუსეთი ყიდის მათზე იარაღს და ამარაგებს ბევრი სხვა რამითაც. თუმცა არც ამერიკა აკლებს, პირიქით, რუსეთს არასდროს დაუთმობს პირველობას. მსოფლიოს ერთპიროვნული მმართველი იყო და რჩება ამერიკა. თუმცა ბრძოლა პირველობისთვის იქნება მანამ, სანამ ეს ორი მონსტრი სახელმწიფო იარსებებს. საბოლოოდ კი, ვხედავ, რუსეთი წააგებს. ის, რაც კრემლმა კავკასიაში მოიმოქმედა, ახლო მომავალში გამოიწვევს კავკასიურ ომებს (იხ. 1992 წ. წინასწარმეტყველებები).
აფხაზეთში კი აფსუები საბოლოოდ რუსების ხელით ნადგურდებიან, თუმცა დღეს, რუსეთი დასავლეთს სთხოვს, რომ გაზის სანაცვლოდ ცნონ აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. რუსები ვითომ აქტიურობენ აფსუებისა და ოსების დასანახად, რომ იქნებ რამე გამოუვიდეთ, თორემ პერევში, საჩხერესა და სხვა ქართულ სოფლებში რუსის ჯარის ყოფნა და ყვირილი, ეს რუსეთის მიწებიაო, როგორც ადრე, თხუთმეტი წლის წინ აღვნიშნე, ღია, უტვინო თამაშია საქართველოს მიწების მისათვისებლად. დიახ, რასაც რუსეთი ახორციელებს საქართველოში დღეს: აშენებენ ბაზებს, შემოყავთ ტექნიკა, ჯარი, სწორედაც რომ ღია, უტვინო თამაშია, რომელსაც, ვხედავ, ასრულება არ აწერია. ამინ!
კრემლს ძალიან მალე, ერთ მშვენიერ დღეს თავზე დაემხობა საქართველოს მიმართ გატარებული არასწორი პოლიტიკა.
აფსუები, ვხედავ, ორად იყოფიან საბოლოოდ. ისინი საომრად ემზადებიან. სიურპრიზები რუსებს!
აქ ქართველებს დიდი ძალისხმევა არც სჭირდებათ. ვხედავ, ევროპელი დამკვირვებლები უამრავ მასალას წარმოადგენენ და რუსეთი ვერაფერს გახდება.
მალე მთელი ჩრდილოეთი კავკასია ცეცხლის ალში გაეხვევა. ჩრდილოელებმა 2008 წლის აგვისტოში გულზე ხელები დაიკრიფეს, როცა რუსეთი შემოესია საქართველოს და ლოდინი დაიწყეს. აი აქ დაუშვეს დიდი შეცდომა. ჩრდილოეთ კავკასიას დიდი შანსი ჰქონდა, მკაფიოდ დაფიქსირებულიყო მსოფლიოს საერთაშორისო არენაზე და რუსეთი ვერაფერს დამალავდა. დღეს ბრძოლები კი მიდის ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ ამაზე დასავლეთი და ამერიკა არ საუბრობს. ეს ყოველივე საქართველოსთვის სასიკეთო როლს თამაშობს იმდენად, რამდენადაც ჩრდილოეთ კავკასია ჭკუას ისწავლის. ისტორიას, წარსულს მაინც გადახედონ.
ვხედავ, საქართველოს საკითხში ჩართული „დიდი შვიდიანი“ გადაარჩენს ქართველებს განადგურებისგან, რისი დიდი სურვილიც აქვთ რუსებს. მოვა დრო და თვითონ რუსეთის განადგურების საკითხი დადგება. ვხედავ, რომ მსოფლიო განაცხადებს, რუსული გაზი, ანუ ენერგორესურსები მსოფლიოს ხალხს ეკუთვნისო. აი მაშინ ნახეთ რუსების გაცოფება და შეცდომების დაშვება.
რუსეთს დაადანაშაულებენ სხვა ერების დისკრედიტაციაში და ვხედავ, მათ დიდ სასამართლოებს მოუწყობენ ევროპაში მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები. ეს ზღაპარი არ არის, ეს წინასწარმეტყველებაა, რომელიც ასი პროცენტით ასრულდება.
რუსული „დერჟავა“ დღეს ენერგორესურსებს ემყარება, რომელიც, სხვათა შორის, სულს ღაფავს, იმიტომ, რომ ევროპა არცერთ შემთხვევაში არ დაიხევს უკან. უნდა განხორციელდეს „ნაბუქოს“ პროექტი და თანაც აუცილებლად მხოლოდ საქართველოზე გავლით! აქ არაფერი ესაქმება სომხეთს. არაფერი! ამ ფრაზებს ტყუილად არ ვწერთ. რუსეთი ვერ ჩართავს ამ პროექტში სომხეთს (ან როგორ უნდა ჩართოს?).
1995 წელს პირდაპირ ვხედავდი, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს აბრეშუმის გზა დასავლეთისთვის. დღეს ეს ყოველივე ასრულდა და ასრულდება ბოლომდე. მილები მაინც გაივლის საქართველოზე.
ვიმეორებ: რუსეთის ყველა მცდელობა ამაოა. მიუხედავად დიდი წინაღობებისა, საქართველო მაინც შევა ნატოში. ეს მოხდება მოულოდნელად. ეს ყველა უფლებას აძლევს ევროპასა და განსაკუთრებით, ამერიკას, უკვე ღიად დაეხმარონ საქართველოს პრობლემების გადაწყვეტაში – იქნება ეს ტერიტორიის დაბრუნება, გაზის მილების გაყვანა თუ სხვა ეკონომიკური საკითხები. განსაკუთრებით დასავლეთი აკეთებს ამას სიამოვნებით. ისე, სანამ საკუთარი სახლი არ დაემხოთ თავზე, მანამ არ ამოძრავდნენ პირდაპირ, ყოველგვარი თამაშის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანია დღეს ორმაგ თამაშს განაგრძობს, რუსეთის პრეზიდენტ-პრემიერის დაჯილდოვება ორდენითა თუ მედლით, არაფერს ცვლის. თანაც, რა ღირსებებითაც ეს ორდენია შემკული, არცერთი მათგანი არ მიესადაგება პრეზიდენტ-პრემიერს, განსაკუთრებით მშვიდობისმოყვარეობის კუთხით. უბრალოდ, სირცხვილია! ასეთი მშვიდობისმყოფელი არ მოაცილოს ღმერთმა დიდ გერმანიას! ზუსტად ის იქნება, ვინც ბოლომდე გააწნავს სილას დასავლეთს.
ეს ორდენი რუსეთმა დასავლეთისგან მიიღო, როგორც მარცხის აღიარება: დღეს ორდენი ინებეთ და ხვალ სხვა რამეზეც თანახმა ვართო. მაგრამ მოდით, ცოტაც ვაცალოთ და ნახავთ, როგორ იტყვიან: აი, რა ვართ ჩვენ – რუსები, ევროპა ყოველთვის დაიჩოქებს დიდი რუსეთის წინაშეო. აი, აქედან იწყება ის მყარი პოზიცია ევროპისა, რასაც „ნაბუქოს“ პროექტის საქართველოზე გავლა ჰქვია. რუსეთს შეუტევენ და როგორც ყოველთვის, რუსეთი წააგებს. განსაკუთრებით კი საქართველოსთან მიმართებაში.
ვხედავ, რუსეთი ვერ შეუშლის ხელს საქართველოს განვითარებაში. რაც შეეხება „ქარტიას“, ეს დოკუმენტი პატარა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკა და დასავლეთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საქართველოს და ასპროცენტიანი უფლება აქვთ საქართველოს პოლიტიკაში ჩარევისა, თუკი საჭიროება მოითხოვს. დიახ, ქარტია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რასაც აღიარებს ამერიკაც და დასავლეთიც; ხოლო რუსეთის მხრიდან ამ ხელშეკრულების იგნორირება, ძახილი იმისა, რომ ქარტია სუსტია და არაფრის მომცემი – ეს არის რუსების დიდი სიცრუე. ეს ხელშეკრულება, ქარტია მანამდე მართლაც რომ არაფრის მომტანი ყოფილიყო, დღეს რუსეთის ჯიბრზე იგი გახდა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. ანუ ეს ხელშეკრულება, ვხედავ, უფრო მაღლა დააყენა დასავლეთმა და ამერიკამ რუსეთის ჯიბრზე. ვხედავ, რუსებს ეს ყველაფერი ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, მაგრამ მათ აწყობთ ამ ხელშეკრულების იგნორირება(თუმცა სხვა გზაც არ აქვთ).
ვიმეორებ: საქართველო, ბატონო რუსეთო, არ გახლავთ არც ავღანეთი და არც ღაზის სექტორი – პალესტინა. საქართველო, ძირძველი ქართული სახელმწიფო ანგარიშგასაწევი ქვეყანაა.
აი, როცა რუსეთი ამას შეიგნებს და თავს დაანებებს ქართველების გენოციდს, მაშინ მოეხსნება რუსეთს წყევლა კოსმოსიდან.
ასეა ასი პროცენტით.
ვხედავ, დაიწყება ფილმების – ეს დოკუმენტურია თუ მხატვრული, გადაღება. აუცილებელია მომავალში ყველას ვაჩვენოთ, რაც რუსებმა ქართულ მიწაზე ჩაიდინეს: როგორი გენოციდი მოუწყეს ქართველებს, როგორ გმირულად იბრძოდა საქართველო რუსი აგრესორების წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ვრცლად უნდა დაანახოს საქართველომ მსოფლიოს. მთავარია, გადაიღოთ ფილმები და დეტალურად მოყვეთ, რა არის აფხაზეთი და სამაჩაბლო, ვინ არიან აფსუები და ოსები (ასევე სხვა ერებიც), როგორ მოხვდნენ ისინი ქართულ მიწაზე. აღწერეთ ყველაფერი დეტალურად და გამოამზეურეთ მსოფლიოს დონეზე. ვხედავ, მთავრობა დააფინანსებს ამ პროექტებს – პიარი, იცოცხლეთ, ძალიან უყვართ. თუმცა ეს პიარი არც არის, ეს საქართველოს ისტორიაა, ბატონებო, და ქართველი ისტორიკოსების დიდი მუშაობის შედეგად იწერება ნამდვილი ქართული ისტორია, რომელსაც მომავალში – 23-24-25-ე საუკუნეებში და მერეც, სიამაყით მოიხსენიებენ იმ დროის ქართველები.
ვხედავ, უზარმაზარი მასალა იყრის თავს, რაც იყო, ხუთი იმდენი ემატება და ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ეძლევა საშუალება, წარმოაჩინოს, ვინ იყო ასწლეულების განმავლობაში მისი ნამდვილი მტერი, ვინ უფრო მეტი დაგვიშავა – მუსლიმებმა თუ ერთმორწმუნე მართლმადიდებელმა რუსებმა. როგორც უნდა შეცვალოთ ისტორია, ვხედავ, იგი მაინც იტყვის სიმართლეს. ამინ!
ვხედავ, იღებენ ფილმებს. მთავარი აქ ისაა, რომ ეს არის გაფრთხილება ჩვენი მომავალი თაობებისა, ეს არის დიდი ინფორმაცია, როგორ მოექცნენ მტერს და მოყვარეს, ვის არ უნდა ენდნენ.
ისტორია ყოველთვის მეორდება. აუცილებელია გადაიღოთ ისიც, რა მოიმოქმედეს ქართულ მიწაზე სხვა ერებმაც. ნუ დამალავთ ნურაფერს, თქვით და დაწერეთ! ვხედავ, ეს შეუფასებელი ინფორმაცია იქნება ჩვენი მომავალი თაობებისთვის.
ქართველებს საამისოდ არ სჭირდებათ რეჟისორების მოწვევა საზღვარგარეთიდან (ეს ხომ შეკვეთა არ არის. შეკვეთა აგრესორ რუსეთს სჭირდება). ჩვენ გვყვანან დიდი ხელოვანები, გენიოსები, რომელნიც ზუსტად აღწერენ, დაწერენ და გადაიღებენ „ქართლის ჭირს“ და ამას ქართველზე უკეთ, ვხედავ, ვერავინ გააკეთებს. დიახ, ჩვენმა ნიჭიერებამ და შეუპოვრობამ, სამშობლოს დიდმა სიყვარულმა გადაარჩინა ღვთისმშობლის წილნაყარი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო – საქართველო!
საინტერესო ხედვა მაქვს: აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მდგომარეობა ძალიან გართულდება. საქართველოს სპეცსამსახურებს აქვთ ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კავკასიელები აპირებენ ტერორისტული აქტების განხორციელებას, ანუ სერიალების ჩატარებას ქართულ ტერიტორიებზე – სამაჩაბლო-აფხაზეთში. თითქოს გეგმა კრემლშია შემუშავებული. ეს იქნება თავდასხმები რუსულ ჯარზე. მრავალი მოკლულია, ვხედავ, სნაიპერის ტყვიით (ესე იგი, სნაიპერებიც არიან ჩართულნი ტერაქტებში). მოკლედ, ძალიან აირევა ყველაფერი. საქართველოს მთავრობა საქმის კურსში წინასწარ — ვიმეორებ: წინასწარ! — აყენებს დასავლურ ორგანიზაციებს, ამერიკის მთავრობასა და ყველას საქმის კურსში, რომ რუსეთის მხრიდან მზადდება დიდი ტერორები. საქართველოს მთავრობა უტყუარ ფაქტებს დაალაგებს, ისე ლამაზად, თანმიმდევრულად დააწყობენ ეჭვმიუტანელ დოკუმენტებსა და ფაქტებს, რომ ყველა გაოცდება. დიახ, მასწავლებლებს მოწაფეებმა გადაასწრეს!
რუსის ჯარი კი პანიკაშია, დანაკარგები დიდია, მაგრამ საბოლოოდ ეს ნომერი რუსეთს არ გამოუვა. რა შუაში ვართ ქართველები? არც ევროპა-ამერიკას სჯერა რუსეთისა, არ ენდობიან. ჰოდა, მიდი ახლა და გაარჩიე, ვინ ვის უწყობს ტერორს. ისე ჩანს, რომ თვითონ აფსუები და ჩრდილო კავკასიელები ებრძვიან რუსეთს.
დღეს, ვხედავ, საქართველოს ომი არ აწყობს, იმიტომ, რომ ვემზადებით ნატოში შესასვლელად, ჩვენი სამშობლოს – საქართველოს სახელმწიფოს გადასარჩენად. რუსეთი ცდილობს, რომ საქართველო დარჩეს მარტო, ჩამოგვაცილოს დასავლეთსა და ამერიკას, რათა მერე ჩეჩნეთივით გაგვანადგურონ. ამიტომ იწვევს რუსებში ისტერიკას საქართველოს ნატოში შესვლა, ამიტომ იომებს საქართველო მერე აუცილებლად, იქნება ეს პოლიტიკური თუ ცივი ომი. ამიტომ გვჭირდება დღეს ძალიან არა მარტო ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოს დახმარება. ყველას და ყველაფერს გამოყენებს საქართველო, რათა წართმეული მიწები დავიბრუნოთ – ახალიც და ძველიც.
ვხედავ, რუსეთი სომხებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ომისთვის ამზადებს. ეს ყარაბაღია!!! მაგრამ ქართველებიც უნდა გავფრთხილდეთ, ვინაიდან რუსეთმა უამრავი იარაღი შეზიდა სომხეთში, რაზეც ყველა ალაპარაკდება და მთავარი, ეს მიმართულია საქართველოს სახელმწიფოსკენ! რუსეთი თითქოს ორ და სამ კურდღელს იჭერს ერთდროულად. მთავარი მათთვის აზერბაიჯანის ენერგორესურსებია. ამიტომ აუცილებელია აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა შეიქმნას და ეს გზა მოჭრან, ანუ პირდაპირ დაარტყან „ნაბუქოს“ პროექტს. ამით საქართველოც პარალიზდება, ევროპა კი ისევ რუსეთზე დამოკიდებული დარჩება.
ქართველებო, კარგად დააკვირდით, რას ვწინასწარმეტყველებ, კარგად გააანალიზეთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული ფაქტია.
ის ტერორები, რომელთაც ჩრდილო კავკასიელები მართლა მოუწყობენ რუსებს, უდიდესი დარტყმა იქნება მათთვის. არც სოჭს დაადგება კარგი დღე. ვხედავ სერიოზულ ტერაქტებს. ჩრდილოეთ კავკასია და მრავალი სხვა ძალაც უპირისპირდება რუსეთს და აქ საქართველო არაფერ შუაშია!!!
ვხედავ, აფხაზეთი და სამაჩაბლო ომობს. ეს ტერაქტები და პარტიზანული ომებია და აქ რუსეთი უძლურია. ვხედავ, სოფლების გამწარებული მოსახლეობაც უპირისპირდება რუს ჯარისკაცებს. სათითაოდ დაუდარაჯდებიან მათ და გააქრობენ, რაც მასიურ სახეს მიიღებს. რუსები სადამსჯელო ოპერაციებს ვერ ჩაატარებენ. ან ვის უნდა ჩაუტარონ? ისინი საქართველოს ადანაშაულებენ, დასავლეთი და ამერიკა კი გვამართლებს და პირიქით, რუსეთს ადანაშაულებს ტერორებში. ისინი ხომ აგრესორები არიან?!
ნავთობის ფასი ძალიან დაარტყამს რუსეთს. ვხედავ, უკვე მილიონრებიც ლამის აღარ ჰყავთ.
დრო გადის და ვხედავ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო უკვე დიდი სიმძიმეა რუსეთისთვის, უფრო და უფრო რწმუნდებიან, რომ ქართველები არ გაახარებენ რუსებს და საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ რუსეთმა დიდი პოლიტიკური ომი წააგო საქართველოსთან. დიახ, წააგო!
კოსმოსი შადიმანებსაც – საქართველოს გამყიდველებსაც მოისვრის პოლიტიკურ სანაგვეზე. ვხედავ, მათ გვარებსა და საქმიანობას სახალხოდ გამოაცხადებენ.
მინდა ხაზგასმით ვთქვა: თუ მკითხავთ, რანი არიან, ვინ არიან ქართველები, გიპასუხებთ, რომ ვხედავ, ჩემი საყვარელი სამშობლო წმიდა მიწაა მთლიანად. უამრავი წმიდანი იყო წარსულში, უამრავია დღესაც და იქნებიან მომავალშიც. ეს ისინი არიან, ვინც საქართველოსთვის თავი დადეს, ბრძოლებში დაეცნენ. ასეთები ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი: ასობით, ათასობით და მილიონობითაც კი.
ქართველი წმინდანები! მთელი საქართველო წმინდანებია. ჩვენ ბევრი ვიცით, მაგრამ ძალიან ბევრი ამბავი თავგანწირვისა და თავდადებულობისა უცნობია და ეს იმაზე მეტია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, ჩემო ქართველებო.
მინდა მივმართო ჩემს ერს: ქართველებო! არ გაბედოთ და არ დაკარგოთ იმედი, ვინაიდან ეს ნიშნავს საქართველოს დაღუპვას. კოსმოსი არ დაუშვებს ჩვენს გადაშენებას არცერთ შემთხვევაში.
ასეთები ვართ ქართველები, რაც გავჩნდით დედამიწაზე, ჭირშიც და ლხინშიც ვმღეროდით და დღესაც, ამ ძნელბედობის ჟამს, უნდა დავჭექოთ ისე, რომ ყველა და ყველაფერი შეიძრას და შეზანზარდეს, რომ მტერს გული გაუსკდეს, რომ ვამცნოთ მსოფლიოს: ჩვენ – ქართველები, ვართ და ვიქნებით, ამქვეყნად ყველაზე წმიდა და ნათელი ერი!
დუშმანნი და მოღალატენი ყოველთვის ცდილობდნენ ჩვენ გადაშენებას, მაგრამ ვერ შეძლეს. ვერც შეძლებდნენ, რადგან უფალი ყოველთვის ჩვენთან იყო და არის დღესაც! ვხედავ, როგორ გადაშენდებიან ჩვენი მტრები ქართული მიწიდან ახლო მომავალში.
იმედი და რწმენა ნუ მოგიშალოთ უფალმა მთელ საქართველოს და ქართველ ხალხს.
მახსენდება1987 წლის წინასწარმეტყველება: ვხედავ, როგორ იბადება ქვიშასავით მრავალრიცხოვანი ქართველი ბავშვი. გავმრავლდებით და ვიცხოვრებთ დედამიწაზე ყოველთვის, სანამ იგი იარსებებს.
  • ჩვენ არასდროს გადავშენდებით!
  • ჩვენ ასე გვაწერია ბედისწერაზეც და ამას ვერავინ ვერ შეცვლის!
  • ჩემი საყვარელი საქართველო მთლიანად წმიდანების ქვეყანაა! ასე ვხედავ და ეს ასეც არის.
  • საქართველო გაბრწყინდება. ამინ!
2009 წელი, 19 იანვარი
ვხედავ, რუსეთმა თვითონვე ბოლომდე გაიფუჭა დასავლეთთან ურთიერთობები. იტალიის მეთაურიც მიხვდა, რომ მათთან ძმაკაცობა და მეგობრობა – ეს დიდი ტყუილია. თუმცა, რატომ ავიწყდებათ, რომ პოლიტიკამ მეგობრობა არ იცის უმეტეს შემთხვევაში? ან რუსთან მეგობრობა ვის გაუგია?!
ვხედავ, დასავლეთი უკრაინას არ დაადანაშაულებს გაზთან დაკავშირებით მომხდარში. ყველაფერი რუსების ჩაწყობილია, რუსეთი უნდა დაისაჯოს და უკვე ვხედავ, რომ დასავლეთმა საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა მათ. ევროპა არცერთ შემთხვევაში არ ენდობა დიდ რუსეთს, დიახ, კატეგორიულად აღარ ენდობა. ალტერნატივა „ნაბუქოს“ პროექტია, რომელსაც საქართველო აერთიანებს და რომელსაც ევროპა ენდობა.
ვხედავ, იწყებენ აქტიურ მუშაობას და რუსეთი ამ პროექტს, მიუხედავად დიდი მცდელობებისა და ავანტიურებისა, ვერ შეაჩერებს ვერაფრით. დასავლეთი მათ დიდ წინააღმდეგობას გაუწევს. რუსეთი ბევრ რამეს კარგავს ამით. მათი გეგმები, რომ დასავლეთი გაზის გამო ხელში ჰყავდეს გამომწყვდეული, როგორც ყოველთვის, ღია, უტვინო თამაშია. ეს კარგად იცის ევროპამ და ამიტომ რუსების ხასიათზე ვერ ივლის. ეს სახიფათოცაა მათთვის. გამოდის, რომ რუსეთს ყოველთვის შეუძლია გაზის გადაკეტვით დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ევროპის დიდ ქვეყნებში; ესე იგი, კრემლს პულტი უჭირავს ხელში და თუ მის ჭკუაზე არ იარე, ანუ რუსების სურვილები არ შეასრულე, გაზს გამოგირთავს, განსაკუთრებით, ზამთარში. ამის მაგალითია ის, რაც ახლახან გააკეთეს: დაელოდნენ კარგ ყინვებს ევროპაში და გაზი გადაკეტეს.
ასე იქნება, ბატონო, ყოველთვის, თუკი სხვა გზას არ გამოძებნის ევროპა. უნდა შეიგნოთ, რომ ორდენით დააჯილდოვო კი არა, რაც უნდა გაუკეთო, რუსი დათვია და აუცილებლად მოგიქნევს თათს და დაგარტყამს, რუსული ჩექმა კი ადგილზე დაგტკეპნის და გაგსრესს, თუ მისთვის მისაღები არაა რაიმე. ამიტომ, ვხედავ, ევროპა გამწარებულია და „ნაბუქოს“ პროექტი დღის წესრიგში ნომერ პირველი თემა ხდება მათთვის. ისინი რუსეთს ნოკაუტში ჩააგდებენ. ევროსაბჭო კი თავისი პოლიტიკური ნაბიჯებით დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთს ძალიან ბევრ საკითხში.
დასავლეთის გეგმა – ეს არის რუსეთის დასუსტება, უფლების ჩამორთმევა. სჯობს, დასავლეთმა მართოს რუსეთი, ვიდრე პირიქით. აი აქედან დაიწყება რუსეთის დასუსტება. სწორედ იტალია იქნება აქტიური. მის პრემიერს რუსებმა იმედები გაუცრუეს. ეს საკითხი ძალზე სერიოზულია, ვხედავ, დასავლეთისთვის.
რატომ უნდა ეხვეწოს საქართველო ევროპას რამეს, როცა იგი, პირიქით, მათთვისაა სასიცოცხლო წყარო? ჰოდა, ებრძოლოს დასავლეთი რუსებს იმ პროექტზე, რომელიც თვითონ უფრო სჭირდებათ, ვიდრე ჩვენ. ბოლოს და ბოლოს, ქართველებს აქეთ უნდა გვითხრან მადლობა, რომ ქართულ მიწაზე მილები გაივლის და ევროპა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიიღებს გაზს შუა აზიიდან და აზერბაიჯანიდან.
ასე რომ, ვხედავთ, დასავლეთი იწყებს აქტიურ მუშაობას საქართველოსთან, რათა რუსებს არ მისცენ თბილისზე მეორედ შეტევის საშუალება. ძალიან დიდია ამის საშიშროება, მაგრამ წინასწარმეტყველება ასეთია: რუსეთის ყველა ცდა ამაოა! თავისივე ამოთხრილ ორმოში აღმოჩნდება!
ვხედავ, მთელი მსოფლიო შეუტევს რუსებს, რათა დატოვონ საქართველო – აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომ ქართული ტერიტორიები აღიაროს. ზუსტად ამ აღიარებას მოსთხოვს დასავლეთი – საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას — და იქნება, ვხედავთ, დიდი პოლიტიკური ომი, რომელსაც მოიგებს დასავლეთი და ამერიკა. მით უმეტეს, რომ ბევრი ქვეყანა მოსთხოვს რუსეთს, ისინიც ისე აღიაროს, როგორც აფსუები და „სამხრეთ ოსეთი“ აღიარა. ამ მოთხოვნებს და ბუნტს, ანუ აჯანყებებს, რუსეთი ვერ ჩააქრობს.
ვხედავთ, იწყება დიდი ომები. პრინციპში, ომები უკვე დაწყებულია, უბრალოდ, რუსეთი არ ახმოვანებს ამ ყველაფერს, მაგრამ ვეღარ დამალავს, რადგან ეს ომი ფართო მასშტაბებს ღებულობს. მთელი ჩრდილოეთ კავკასია ერთიანდება და რუსეთს უპირისპირდება. ეს ფაქტიც აიძულებს მათ, დატოვონ საქართველო.
როგორც ადრე აღვნიშნე, აფხაზეთში დიდი ბრძოლები იქნება. აფსუები აჯანყდებიან, მათ ჩრდილოკავკასიელებიც შეუერთდებიან და ბევრი რუსის ჯარისკაცი დაიმარხება ქართულ მიწაზე. ისე კი, ორივე მხარე პასუხს აგებს იმისთვის, რაც ქართველების წინააღმდეგ მოიმოქმედეს – უფალი უხდის სამაგიეროს!
საქართველო ამ ომში არ ჩაერთვება, პარტიზანულში კი – აუცილებლად, რადგან მოქმედება საჭირო იქნება. ეყოთ ურჯულოებს ქართული მიწის გადაქელვა და გათელვა.
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები წყდება საქართველოს პოლიტიკაში ჩვენ სასარგებლოდ. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ გაერთიანებას ვერ ვხედავ. ისევ ძველი სახეებია, რომლებმაც ხალხის შეკვეთა ვერ შეასრულეს. ასე მიაჩნია ხალხს და ამიტომ ელოდებიან რაღაც ახალს, ანუ ახალ სახეებს.
საწყალი ჩემი ხალხი! მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვლება და ასრულდება ჩვენი წინასწარმეტყველებები. მერწმუნეთ, მალე საქართველო და მთელი ერი ამოისუნთქებს!
საქართველოს მთლიანობას ცხრა რუსეთიც ვერ დაარღვევს!
კავკასიონი იკეტება რუსეთისთვის. წინ მსოფლიოს დიდი ომები ელის (ეს ოცი წლის წინაც აღვნიშნეთ). ურთულესი მდგომარეობა შეექმნებათ დიდ და პატარა სახელმწიფოებს. რაც ახლა ხდება, იმის ანალიზსაც ვერ გააკეთებენ, მე კი ეს ყველაფერი 1984 წელს დავინახე, ხოლო1992 წლიდან წერა დავიწყე, ანუ ვიწინასწარმეტყველე.
ზუსტად ასრულდება ყველაფერი. ჩემი გაზეთი გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს, რა ხდება, რით დამთავრდება მსოფლიო ომი, რა მოხდება მომავალში? ეს ყოველივე ძალიან ახლოსაა და, რა თქმა უნდა, მოდის კოსმოსიდან, რადგან დედამიწა უნდა დასუფთავდეს. ძლიერი და გონიერი ადამიანები გადარჩებიან. ყველა სახელმწიფო, ქვეყანა, დამსახურებისამებრ მიიღებს.
რაც შეეხება ჩემს საყვარელ სამშობლოს, იგი გადარჩება. ყველა ის სიკეთე, რაც უფალმა დამანახა საქართველოზე, მერწმუნეთ, სიტყვა სიტყვით ასრულდება. ვისაც სწამს, ის გადარჩება! ეს არ არის ცარიელი იმედი, ხალხო; ეს რეალობაა, ეს სიმართლეა, რომელიც ასი პროცენტით ასრულდება!
დღეს კი, ისევ ვიმეორებ, დასავლეთი და განსაკუთრებით, ამერიკა არაფერს დაუთმობს რუსეთს, არაფერს!!! ევროპაში რაკეტები მაინც დაიდგმება. საქართველოშიც დაიდგმება რაკეტები, როგორც აღმოსავლეთით, ისე ჩრდილოეთით მომართულები. დიახ, ვიმეორებ, რუსეთი უფრო საშიშია საქართველოსთვის, ვიდრე მთელი მუსლიმური სამყარო. გადახედეთ წარსულს, ისტორიას.
შავ ზღვაზე ვხედავთ ამერიკულ სამხედრო გემებს და არა მარტო ამერიკულს, ვხედავთ გერმანიის, იტალიის სამხედრო გემებსაც. ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და დაცვა საქართველოსი. ვხედავთ, გემები საბრძოლო მზადყოფნაში არიან. რუსეთი ყოველივე ამას წინ ვერ აღუდგება, ვერაფერს მოიმოქმედებს. დათმობაზე არც ამერიკა წავა და არც ევროპა. მხოლოდ ერთ შემთხვევაში შედგება მოლაპარაკებები: თუ რუსეთი დატოვებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ანუ ქართულ ტერიტორიებს და, რაც მთავარია, ცნობს ქართული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.
როგორც ადრე აღვნიშნე(ეს 1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე), რუსეთი იძულებული იქნება დათმოს საქართველოს ტერიტორიები, რუსებს საკუთარი მიწის დაცვა მოუწევთ და ისინი გარბიან მის დასაცავად.
მრავალი წინასწარმეტყველება სრულდება თანმიმდევრულად. თუ რა და ვინ აიძულებს რუსეთს საქართველოდან გასვლას, ამ წუთში გავეცი პასუხი, ანუ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები.
ვხედავ, სომხეთმა ძალიან, ძალიან ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯები უნდა გადადგას. რუსეთი სომხეთს იყენებს საკუთარი შავი ზრახვებისთვის. ვხედავთ, რუსეთი სომხებს ჩაითრევს კავკასიურ ომებში. საფუძველი – ეს აუცილებლად ყარაბაღია.
სომხეთი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და მთავარი: საქართველო ვეღარ დაეხმარება. თუმცა ვხედავ, რომ აქეთ გვიცხადებენ ბრძოლას. ჯავახეთი – ეს ძირძველი მიწა ქართული, თურმე სომხებისაა. გადახედეთ 1995 წლის 11 აგვისტოს და ასევე 1995 წლის 25 ოქტომბრის წინასწარმეტყველებებს, სადაც ზუსტად არის დანახული ყოველივე, რასაც სომხები მოიმოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ. წინასწარმეტყველება, ხედვა მთავრდება სიტყვებით: ისინი იტაცებენ მიწებს და ფრთხილად, რომ მომავალში თვითონ არ აღიგავონ მიწის პირისაგან.
იქ ასევე ვაფრთხილებთ სომხებს ატომური ელექტროსადგურის გაშვებასთან დაკავშირებითაც, რადგან ცეცხლში გახვეულს ვხედავ მომავალში. ეს წინასწარმეტყველება ძალიან ყურადსაღებია, მით უმეტეს, რომ იგი ასე მთავრდება: სომხეთის სურვილებს, მიიტაცოს ქართული მიწები, როგორც დანთებულ ცეცხლს გადასხმული წყალი, ისე გადაუვლის დიდი ტალღა და მათ ზრახვებს სწრაფად ჩააქრობს.
შავ ზღვაზე სომხები ვერასდროს დამკვიდრდებიან. ისინი იმოძრავებენ ისე, როგორც დღეს მოძრაობენ და მეტი არაფერი. მესხეთ-ჯავახეთში კი მრავალი ქართველი, სტიქიისგან დაზარალებულები ჩასახლდებიან და ამას ვერავინ და ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს.
ასე რომ, ყველა კავკასიურ ქვეყანას ვურჩევთ, საქართველოსთან ფრთხილი პოლიტიკა გაატარონ.
ნუ გავიწყდებათ, რომ საქართველო ის ცენტრია კოსმოსისთვის, რომელიც მთელ კავკასიას გააერთიანებს.
ვხედავთ, საქართველოს დიდი მისია აკისრია – გადაარჩინოს კავკასიის მცირე ერები. ამას ვერ ვიტყვით აფსუებზე. მათ არჩევანი უკვე გააკეთეს. თუმცა, ვხედავ, უფალი მაინც უტოვებს პატარა ბეწვის ხიდს, თუკი გონიერებას მოუხმობენ, თუკი მიხვდებიან ბოლომდე, რომ დღეს მათ რუსეთი „ლამაზად“ ანადგურებს და ძალიან, ძალიან ახლოსაა ის დრო, როცა აფსუები აღარ იარსებებენ აფხაზეთში.
დღეს მსოფლიოსთვის ნათელია, რომ რუსეთი ებრძოდა და ებრძვის საქართველოს. ისინი დასავლეთისა და ამერიკის ჯიბრზე ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველო დაანაწევრონ, მაგრამ ვერ მოესწრებიან. ქართულმა სახელმწიფომ ყველა დროს გაუძლო, თავი გაიტანა და გადარჩა. დღეს მძიმე პერიოდებს გადის ჩემი სამშობლო, მაგრამ მაინც გადავრჩებით.
ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, მაგრამ დიდი ერი – ერთგული, გულმოწყალე, მიმტევებელი, ლამაზი ტრადიციებისა და მაღალი კულტურის ერი! კოსმოსიც ასე გვაფასებს და ამიტომ (ვიმეორებ ასჯერ დანახულს) საქართველოს გადაშენება არ აწერია!
ქართველ მეომარს აბჯარასხმულს ეძინა წარსულში და ვხედავ, დღესაც ასეა. ხმალს ჩვენ – ქართველები არასდროს ჩავაგებთ ქარქაშში. ჩვენ ყოველთვის უქარქაშო ხმლები გვეპყრა ხელთ და გვიპყრია დღესაც, რათა ჩვენი სამშობლოს, საქართველოს სადარაჯოზე ვიდგეთ და დავიცვათ იგი.
დიახ, საქართველო წმიდანების ქვეყანაა, სადაც უწმინდურების ადგილი არაა და მალე უფლის მახვილი განდევნის მათ და გაასუფთავებს მთელ საქართველოს. ამინ!
ვხედავ, უკრაინა-რუსეთის შეთანხმება გაზთან დაკავშირებით, რაც ევროპაში ტრანზიტს ეხება, დაირღვევა. ფაქტობრივად, მკაფიოდ ჩანს, რომ რუსეთმა და ევროპამ უკრაინა ლამაზად აიძულეს, მოეწერა ხელი კონტრაქტზე, რომელიც ძალიან მიუღებელი იყო უკრაინისთვის. ეს გახლდათ ძალზე კაბალური შეთანხმება. უკრაინის მთავრობამ ვერ შეაფასა, ანუ ვერ შეებრძოლა ევროპას რაღაც პოლიტიკური მოსაზრებების გამო, რითაც ამ დიდმა სახელმწიფომ ძალიან დიდი სისუსტე გამოიჩინა და რუსეთს, ფაქტობრივად, დაუთმო ის, რაც არ უნდა დაეთმო. აწი რუსეთს შეეცვალა გადაწყვეტილება და მას დაეთმო? აწი ევროპას მეტი ზეწოლა რუსეთზე მოეხდინა? მაგრამ, არა! რუსეთს ევროპა მაინც მსუბუქად ეთამაშება.
უკრაინის პრემიერის არასწორმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმაც ითამაშა როლი. იგი არ არის თავისი პრეზიდენტის მომხრე, ფაქტობრივად, მტერია მისი და რუსეთთან ასეთი ხელშეკრულების დადებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის.
ვხედავ, უკრაინის მთავრობა ძალიან კარგად გააცნობიერებს, რა მოხდა, სად რა შეცდომებია დაშვებული და ხელშეკრულებას გააუქმებს უკრაინის სახელმწიფოს სასარგებლოდ. რუსეთმა სამართლიან დოკუმენტს უნდა მოაწეროს ხელი. დიახ, ისე, რომ უკრაინის ინტერესები კანონიერად იქნეს გადაწყვეტილი და არ დაზარალდეს, როგორც დღეს, რადგან ეს გარიგება უკრაინის კანონების აბსოლუტური დარღვევაა. თუ ევროპისთვის კანონი კანონობს, უკრაინისთვისაც კანონი კანონია და მომიტევეთ, მაგრამ რუსეთის მთავრობის ხუშტურებიც ფეხებზე ჰკიდია და ევროპაც. ერთი გაზით ფულს აკეთებს, მეორე სარგებლობს. უკრაინა კი რითი სარგებლობს, ეს ევროპა-რუსეთისთვის სულერთია. ჰოდა, უკრაინა მაგარ სილას გააწნავს რუსეთ-ევროპას და ბევრიც, ნახავთ, რომ უკრაინას გაამართლებს, ვინაიდან უკრაინის პოზიცია აშკარად მართალი და კანონიერია. ვხედავ, რუსეთი უკან დაიხევს, წააგებენ!
2009 წელი, 23 იანვარი, დილის 5 საათი
ვხედავ, ამერიკას სამოქმედო გეგმა მსოფლიო და შიდა პოლიტიკაში დიდი ხანია შემუშავებული აქვს. პოლიტიკური პარტიების ერთსულოვანმა გადაწყვეტილებამ, რომ პრეზიდენტად მოეყვანათ აფრო-ამერიკელი პრეზიდენტი, ამერიკის სასარგებლოდ მის პოლიტიკაში ბევრ მნიშვნელოვან საკითხს გაუსვა ხაზი.
ვხედავ რეზულტატებს: ამერიკას მართავს გაერთიანებული, პატარა, მაგრამ ძლიერი ჯგუფი „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატებისა“. ვხედავ, ისინი წყვეტენ მნიშვნელოვან საკითხებს, ხოლო პრეზიდენტი ხელს აწერს და მეტი არაფერი.
დიდი ბრძოლები იწყება. იმ საკითხებს, რომლებშიც ექს–პრეზიდენტმა შეცდომები დაუშვა, უფრო ახალი და მომგებიანი გეგმით უდგებიან. კი არ ხსნიან დღის წესრიგიდან, პირიქით, უფრო აძლიერებენ, შეცდომების გარეშე, მთლიანობაში კი იგივე პოლიტიკა გატარდება.
ვხედავ, ამერიკა აქტიურად ჩაერევა ევროპასთან დაკავშირებით, რათა ისინი რუსეთზე არ იყვნენ დამოკიდებულები. ამერიკა მნიშვნელოვან საკითხებს გადაწყვეტს, განსაკუთრებით ენერგორესურსების პრობლემის გადაჭრაში ეხმარება ევროპას. იგი რუსეთის პოლიტიკას აუცილებლად დაგმობს და უხეშად გააფრთხილებს მის მთავრობას, რომ ხმამაღალი და მუქარის განცხადებების ტონი შეარბილოს.
მთავარი ისაა, რომ რუსეთი თვითონ არის ევროპის ბაზარზე დამოკიდებული. ნავთობთან დაკავშირებით მომხდარმა მკვეთრმა ცვლილებებმა, რაც მოუტანა რუსეთს (და აწიც მოუტანს), სახეზეა. ამასთან, უკრაინისა და საქართველოს მიმართ ამერიკას დიდი ინტერესები აქვს და რუსული ულტიმატუმები ამ საკითხებში მათთვის მიუღებელია.
ამერიკა იგივე კურსით განაგრძობს მუშაობას კავკასიაშიც. სამოქმედო გეგმა „კავკასია“, რომელიც დიდი ხნის შემუშავებულია ამერიკელების მიერ, მუშაობს და რუსეთი ამას ვერ შეცვლის. კრემლმა ეს ძალიან კარგად იცის. ამერიკის ახალი პრეზიდენტიც ვერ შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელიც ათი და მეტი წლის წინ შემუშავდა კავკასიასთან მიმართებაში. ეს ის პროექტია, სხვათა შორის, რომლითაც ევროპასაც უშველის და ბევრ მნიშვნელოვან საკითხსაც გადაჭრის. ხოლო რუსული აგრესია უნდა ჩაიქოლოს, ეს ამერიკის პრესტიჟიცაა მსოფლიოში.
ვხედავ, როგორც კოსოვოს საკითხი მოიგო ამერიკამ, ისე უკრაინა-საქართველოს საკითხშიც მოუგებს რუსებს ასი პროცენტით. ვხედავ, რუსული ჯარი ნულის ტოლია. კრემლის ბაქიბუქს ასრულება არ აწერია.
ვიმეორებ: რუსული ჯარი მაგარი იყო საბჭოთა კავშირის დროს (ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე), თხუთმეტი რესპუბლიკის არმია იყო მართლა დიდი ძალა. დღეს რანიც არიან, საქართველოსთან ომში გამოჩნდა; გამოჩნდა მათი „სიძლიერე“ ყველა სახეობაში.
ვწინასწარმეტყველებ, რომ რუსეთმა წააგო და ბოლომდე წააგებს ამ ომს!
ოთხი საუკუნე იდგა „ოქროს ურდო“ რუსეთში; ოთხი საუკუნე იყვნენ რუსები „ოქროს ურდოს“ მონები. დღეს კი, 21-ე საუკუნეში, ასეთი საკითხები სწრაფად წყდება, ამას საუკუნეები აღარ სჭირდება და საქართველოც ძალიან სწრაფად დაიბრუნებს ტერიტორიებს. იგი არის და იქნება სუვერენული, დემოკრატიული, ძლიერი ქართული სახელმწიფო. უნდათ თუ არა ეს რუსებს, ასეთია ბედისწერა! თანაც ყველა დროც იწურება.
მთავარი: იმას, რასაც რუსეთი ელის ამერიკის მთავრობისგან, ვერ მიიღებს. ვხედავ, რუსეთ-ამერიკის დიდი პოლიტიკური ომი გრძელდება. მალე უფრო კარგად გამოიკვეთება, როგორ კარგავს რუსეთი კავკასიას. ასეა, აგრესორი სახელმწიფო ყოველთვის წაგებული რჩება. ადრე თუ გვიან წართმეულს კარგავს. ასეთია კოსმოსის კანონი.
მნიშვნელოვანი ფაქტი კი ის იქნება, რომ მკაფიოდ გამოჩნდება, როგორ არაფრად აგდებენ რუსები აფსუებს. მათი ქმედებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ აფსუებს გადაშენება აწერიათ ქართული მიწიდან. აფხაზეთის მიწა ძირძველი ქართული მიწაა, ორი ათასი აფსუა კი ვითომ სახელმწიფოს აშენებს ქართველების ტერიტორიაზე. მათდა სამწუხაროდ, ბედისწერით ასეა: აფსუები უფრო გადაშენდებიან, ვიდრე ქართულ ტერიტორიაზე სახელმწიფოს გააშენებენ! არც რიცხობრივად არიან იმდენნი, რომ სახელმწიფო დაუძახოს მსოფლიომ. ეს ეხებათ ოსებსაც და სხვებსაც. არავის ვურჩევთ საქართველოსთან ომს, რათა არ დარჩეთ იმ მოვლენებს მიღმა, რაც კავკასიაში დატრიალდება, ანუ სიკეთის მიღმა.
უფრთხილდით რუსულ ავანტურისტულ პოლიტიკას. უნდა დაინახოთ ფაქტი, რომ რუსეთი სუსტდება.
(გაგრძელება იქნება)image
2
2917
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
2917
  
2020, 15 მარტი, 18:29
ჩვენც წავეხმარებით თუ საჭირო გახდა...
0 1 2